ჟოზე მოურინიომ ბასტიან შვაინშტაიგერი პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა. ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც პრემიერ ლიგაში მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიომ გერმანელი დუბლებში გადაიყვანა.
32 წლის ნახევარმცველი კლუბს 2015 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნიდან" შუერთდა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შვაინშტაიგერმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. მისი დებიუტი 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში შედგა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა. გერმანიის ნაკრებში შვაინშტაიგერის ანგარიშზე 121 მატჩი და 24 გოლია.
ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს და "იუნაიტედში" დარჩენას აპირებს.
"ჩემი სურვილია "მანჩესტერ იუნაიტედში" დავრჩე, გარწმუნებთ, ჟოზე მოურინიოსთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს."