თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2016, 17:45
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3695,
კომენტარები: 22
მოურინიომ შვაინშტაიგერი პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა
ბასტიანი პრემიერ ლიგის 25-კაციან განაცხადში მოხვდა.
მოურინიომ შვაინშტაიგერი პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა
ჟოზე მოურინიომ ბასტიან შვაინშტაიგერი პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა. ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც პრემიერ ლიგაში მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიომ გერმანელი დუბლებში გადაიყვანა.

32 წლის ნახევარმცველი კლუბს 2015 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნიდან" შუერთდა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შვაინშტაიგერმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. მისი დებიუტი 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში შედგა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა. გერმანიის ნაკრებში შვაინშტაიგერის ანგარიშზე 121 მატჩი და 24 გოლია.

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს და "იუნაიტედში" დარჩენას აპირებს.

"ჩემი სურვილია "მანჩესტერ იუნაიტედში" დავრჩე, გარწმუნებთ, ჟოზე მოურინიოსთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს."

წყარო: BBC
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: kOsTiA
2 სექტემბერი 2016 19:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
იშვიათად ვწერ , მარა ამ სტატიამ ისე გამახარა რო რავი. გენაცვალე რა მაუ. ❤️❤️
0
№12
ავტორი: t123123
2 სექტემბერი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
დარმიანი და დეპაიც არიან შეყვანილი?
0
№13
ავტორი: jokero89
2 სექტემბერი 2016 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგია
0
№14
ავტორი: gilmour
2 სექტემბერი 2016 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
იასნა შეიყვანდა. თუ ათამაშებს ეგაა მთავარი:) ნაკრებში ბოლო თამაშს ვუყურე და მშვენივრად თამაშობს ძალიან მომეწონა. ბასტია რა, სად წავა იმხელა კლასი და გამოცდილება.
0
№15
ავტორი: levionok
2 სექტემბერი 2016 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს თავის შანსს ჩაეჭიდება ორივე ხელით წარმომიდგენია რა მონდომებით ივარჯიშებს,გერმანელია,ცივსისხლიანია და შრომა არ ეზარება კარგ ფორმაში მყოფი ბასტი კი აუცილებლად გამოგვადგება გამიხარდა მაურინიომ ამ გვარი გადაწყვეტილებით უფრო დაქოქა
0
№16
ავტორი: fellaini27
2 სექტემბერი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ჯერ ხო ვერ მოვწვი ვაბშე რატო წამოვიდა ბავარიადან და მერე თუ არუნდათ რატო ჩერდება აქ?
0
№17
2 სექტემბერი 2016 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ძაან კარგი
0
№18
ავტორი: Phil Jones
2 სექტემბერი 2016 23:07
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეგ კიარა აგუერო არ იქნება დერბიში არაა??))))
0
№19
ავტორი: dybbuk
3 სექტემბერი 2016 03:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1611
ლეგენდების პატივისცემა ინგლისში და მანჩესტერში არასოდეს ეშლებოდათ, შეიძლება მანიუს ლეგენდა არაა მაგრამ როგორც ფეხბურთელი და მისი მიღწევები აშკარად დასაფასებელია და მოუს გარდა ამას არავინ აიგნორებს, ბასტი უნდა დაბრუნდეს აუცილებლად
0
№20
ავტორი: kobinio
3 სექტემბერი 2016 03:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Bravo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top