თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2016, 16:27
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3893,
კომენტარები: 23
მოურინიო გულშემატკივრებს ფელაინის შეყვარებისკენ მოუწოდებს
ჟოზე ფელაინის მნიშვნელობას ხსნის.
მოურინიო გულშემატკივრებს ფელაინის შეყვარებისკენ მოუწოდებს
ჟოზე მოურინიომ კლუბის გულშემატკივრებს მარუან ფელაინის შეყვარებისკენ მოუწოდა. ბელგიელი ნახევარმცველის მომავალი "იუნაიტედში" უკვე გარკვეულია.

დევიდ მოიესის მიერ "ევერტონიდან" ტრანსფერის შემდეგ, მარუანმა "ოლდ ტრაფორდზე" 3 სეზონი ჩაატარა, თუმცა შემადგენლობაში მუდმივი როლი ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი 28 წლის ნახევარმცველის გაშვებას არ აპირებს და მეტიც, ჟოზემ იგი "ლესტერის" წინააღმდეგ ინგლისის სუპერთასისა და "ბორნმუთი" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩების სასტარტო შემადგენლობაში შეიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ფელაინიმ ჯეიმი ვარდის საგოლე პასი გაუკეთა, იგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს მოურინიომ აღნიშნა კიდეც.

"მრჩება ისეთი წარმოდგენა, თითქოს "იუნაიტედის" გულშემატკივრებს მარუანი არ უყვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორ თამაშობს ის. სწორედ ამიტომ, ფანებს მისი სიყვარულის მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"-განაცხადა მოურინიომ.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: levionok
17 აგვისტო 2016 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ჩამშლელ ფუნქციებს იდეალურად შეითავსებს პლიუს ამას სტანდარტულებზე როცა საჯარიმოში პოგბა იბრაგიმოვიჩი,ფელაინი,სმოლინგი და ბაი გვყავს შანსი გაცილებით მეტია,ამას დამატებული პირველი ბურთები ამას ემატება მოწინააღმდეგის სტანდარტულები მოკლეთ მეორე სართულზე ბატონ პატრონები(რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ ლიგაში) ვიქნებით და ფელაინის როლი (თუ ფორმაში იქნება) დიდი იქნება წარმატების გზაზე
0
№22
ავტორი: JuanMata
17 აგვისტო 2016 14:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ფელაინი ჩამშლელ პოზიციაზე კარგია, პირიქით დაცვით ფუნქციებში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, შეცდომებს უშვებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საჰაერო ბრძოლებში პოზიციის შერჩევის უნარის არ ქონის გამო, ხშირად აგებს თავს.

და ნუ დაგავიწყდებათ რომ ნახევარმცველის მოვალეობა მარტო შეტევის ჩაშლა არაა, ნახევარმცველმა საკუთარი გუნდის შეტევას უნდა უხელმძღვანელოს, ამიტომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ნახევარმცველს ჭირდება არის პასი, და გონება, მედონის კარგი ხედვა.

სიმაღლე კი ბატონო უპირატესობას გაძლევს, მაგრამ უნდა შეგეძლოს გამოყენება, როგორც პოგბა იყენებს თავის გრძელ ფეხებს, როგორც ტურე, ან ზიდანი. მაგრამ ყველა ამ ფეხბურთელს აქვს ძალიან კარგი ტექნიკა და ზუსტი პასი.

ფელაინი ჩამშლელის პოზიციაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ გვერდით უდგას მოქნილი, ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც წინ არ წავა და ფელას მისცემს შანსს შეტევაში ჩასვლის. ფელა უფრო პოგბას ტიპის ნახევარმცველია, რომელიც შეტევას ეხმარება არა უკნიდან, ზუსტი და გამჭოლი პასებით, არამედ შემტევის როლის მორგებით. თუმცა ამ პოზიციაზე პოგბა უალტერნატივოა რა თქმა უნდა, შედარებაც კი სასაცილოა ამ ორი ნახევარმცველის, ასე რომ ჩემი აზრით ფელა-პოგბა ნახევარდაცვაში, ეს იქნება კატასტროფა გუნდისთვის, დაცვაში პრობლემები, შეტევა უფანტაზიო და სწორხაზოვანი. პირლოს, მოდრიჩის, ვერატის ტიპის საყრდენი გვჭირდება, იმისთვის რომ გუნდმა შეევაში წარმატებულად ითამაშოს, ასეთი მხოლოდ ბლინდი მეგულება (გაუჭირდება, მაგრამ განვითარების პოტენცია აქვს.) შნეიდერლინი საუთჰემპტონში კარგი იყო, მაგრამ მანჩესტერში ბევრ შეცდომას უშვებს. ბასტიანი ბებერია უკვე და მისი მომავალი გაურკვეველი.

ნუ ყველაფერი მოურინიოზეა დამოკიდებული, ჩემზე უკეთ იცის და ხედავს რა ხდება, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ნუ დამცხებთ ამ აზრის გამო wink მაინც მეეჭვება ამხელა კომენტარი ვინმემ წაიკითხოს wink
0
№23
ავტორი: Rosso Diavolo
17 აგვისტო 2016 16:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამის გაშვების მიზეზს ვერ ვხედავ, სხვა ფეხბურთელებთან ერთად ძალიან კარგად დაიწყო სეზონი. იმედია ამ ფორმას სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს!! რა თქმა უნდა ერერასთან ერთად, ესპანელიც კარგად ათამაშდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top