თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2016, 21:53
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3979,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ძალიან ბედნიერი ვარ"
ჟოზეს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის სეზონის პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ რამდენიმე თემაზე, მათ შორის კარგ შენაძენებზე ისაუბრა.

რამ დამაკმაყოფილა მე? ყველაფერმა

"დამაკმაყოფილა სამმა ქულამ, საკუთარი შემტევი ფეხბურთის კონტროლისა და დაცვითი თამაშის ხარისხმა - ჩვენ ძალიან კომფაქტურები ვიყავით. ეს არის სამი ქულა ძალიან რთულ ოპონენტთან და არ ვფიქრობ, რომ არსებობს ეჭვი იმასა, რომ ეს მოგება დავიმსახურეთ.


მატას მნიშვნელოვანი, გახსნითი გოლი:

"ერთმა გოლმა შეცვალა სურათი. მეორე ტაიმის დასაწყისში ისინი ჩვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, რის გამოც მეტი სივრცე გაგვეხსნა. პირველი გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ მატჩი მოგებული გაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ნდობას განიჭებს, რის გამოც გუნდი მეორე ტაიმში უკეთ თამაშობს."


ერთი შეცდომა, ერთი გოლი:

"ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ერთი შეცდომის გამო ისჯები. როდესაც მათ გაგვიტანეს, მე კონტროლისთვის ფორმის შეცვლა მინდოდა. მათ კიდევ ერთი რომ გაეტანათ, ეს ღამის კოშმარი იქნებოდა, რის გამოც ბურთის ფლობა გავაუმჯობესეთ, თუმცა ეს დიდი გამოცდილება იყო."


კარგ შენაძენებზე:

"ერიკმა და დეილიმ კარგად ითამაშეს. ასევე ნახევარმცველებმა ერთმანეთი საოცრად შეავსეს. მარუანის შესახებ ყოველთვის ვგრძნობ, რომ "წითლების" გულშემატკივრებს იგი არ უყვართ, მაგრამ ფელაინის მსგავსი ფეხბურთელები უნდა გვიყვარდეს, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანია."

წინდახედულება:

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მთავარია."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№21
ავტორი: kobinio
15 აგვისტო 2016 20:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: გიორგი
არც წინა თამაშში იყო კატასტროფა ფელაინი, უფრო სწორედ სანამ ივაჟკაცებდა მანამდე არ იყო ცუდი, იმ მომენტში სანამ უკან დააბრუნებდა კარგად ითამაშა ართმევაზე. არ ვფიქრობ რომ ეგ უნდა გვედგეს ან რამე მარა ხანდახან მაგასაც უვარდება ხოლმე. საბედნიეროდ ფელაინი არ დაგვჭირდება საჯარიმოში, იბრა გვყავს winked

Frlainma memgoni pirvelad itamasha ase ☺ pirvelad momewona me piradad misi tamashi.shishis ambavia albat.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top