თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2016, 21:53
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3974,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ძალიან ბედნიერი ვარ"
ჟოზეს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის სეზონის პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ რამდენიმე თემაზე, მათ შორის კარგ შენაძენებზე ისაუბრა.

რამ დამაკმაყოფილა მე? ყველაფერმა

"დამაკმაყოფილა სამმა ქულამ, საკუთარი შემტევი ფეხბურთის კონტროლისა და დაცვითი თამაშის ხარისხმა - ჩვენ ძალიან კომფაქტურები ვიყავით. ეს არის სამი ქულა ძალიან რთულ ოპონენტთან და არ ვფიქრობ, რომ არსებობს ეჭვი იმასა, რომ ეს მოგება დავიმსახურეთ.


მატას მნიშვნელოვანი, გახსნითი გოლი:

"ერთმა გოლმა შეცვალა სურათი. მეორე ტაიმის დასაწყისში ისინი ჩვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, რის გამოც მეტი სივრცე გაგვეხსნა. პირველი გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ მატჩი მოგებული გაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ნდობას განიჭებს, რის გამოც გუნდი მეორე ტაიმში უკეთ თამაშობს."


ერთი შეცდომა, ერთი გოლი:

"ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ერთი შეცდომის გამო ისჯები. როდესაც მათ გაგვიტანეს, მე კონტროლისთვის ფორმის შეცვლა მინდოდა. მათ კიდევ ერთი რომ გაეტანათ, ეს ღამის კოშმარი იქნებოდა, რის გამოც ბურთის ფლობა გავაუმჯობესეთ, თუმცა ეს დიდი გამოცდილება იყო."


კარგ შენაძენებზე:

"ერიკმა და დეილიმ კარგად ითამაშეს. ასევე ნახევარმცველებმა ერთმანეთი საოცრად შეავსეს. მარუანის შესახებ ყოველთვის ვგრძნობ, რომ "წითლების" გულშემატკივრებს იგი არ უყვართ, მაგრამ ფელაინის მსგავსი ფეხბურთელები უნდა გვიყვარდეს, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანია."

წინდახედულება:

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მთავარია."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2016 21:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც წინა თამაშში იყო კატასტროფა ფელაინი, უფრო სწორედ სანამ ივაჟკაცებდა მანამდე არ იყო ცუდი, იმ მომენტში სანამ უკან დააბრუნებდა კარგად ითამაშა ართმევაზე. არ ვფიქრობ რომ ეგ უნდა გვედგეს ან რამე მარა ხანდახან მაგასაც უვარდება ხოლმე. საბედნიეროდ ფელაინი არ დაგვჭირდება საჯარიმოში, იბრა გვყავს winked
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
14 აგვისტო 2016 22:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი თამაში იყო, თუმცა თავდაპირველად ცუდად დავიწყეთ და გოლი რომ არ გაგვეტანა უფრო დაიძაბებოდა ყველაფერი. კიდევ დიდი სამუშაო დარჩა და გუნდმა უნდა გააუმჯობესოს თამაში
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
14 აგვისტო 2016 22:11
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
სიბედნიერე სეზონის ბოლოს. რომ ვიზეიმებთ ჩემპიონობას მაშინ ვიქნები მე ბედნიერი, რა თქმა უნდა გაასწორა მოგებამ, მეტი შეუძლია მანჩესტერს და რა თქმა უნდა მოუმატებს კიდევაც იუნაიტედი. manunited
0
№4
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Joze sheni imedi gvaq ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2016 22:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგ თამაშებში გაუმჯობესდება გუნდი
0
№6
ავტორი: უეინ რუნი
14 აგვისტო 2016 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Sachiroa fellaini gundshi tan dzalian
0
№7
ავტორი: kantona-7
14 აგვისტო 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: უეინ რუნი
Sachiroa fellaini gundshi tan dzalian

100% მართალიხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: JuanMata
14 აგვისტო 2016 22:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეტყობა მოუს რომ ფელაინი მოწონს ძაან wink ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ნახევარდაცვას უკეთესი თამაში მართებს.

მე მომწონს ის რომ ბურთის ფლობაზე არ თამაშობს, მეტოქე გუნდი იხსნება უფრო და ადვილია შეტევა, ოღონდ პრესინგის ხაზმა უნდა აიწიოს და მთლად საჯარიმოსთან არ უნდა შევხვდეთ.

კონტრშეტევებზე სწრაფ გადასვლას რომ დაამუღამებს გუნდი, მერე გავანადგურებთ ყველაფერს რაც გზადშეგვხვდება, დეპაი, მარსიალი, რეშფორდის სისწრაფეები გამოგვადგება.

და კიდევ რუნიმ გოლია მიუხედავად, ცოტა არ იყოს ცუდი თამაში ჩაატარა, დიდხანს ფიქრობდა ძაან პასი სად გაეკეთებინა, თან საბოლოოდ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა.
0
№9
ავტორი: kantona-7
14 აგვისტო 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დღეს ძალიან კარგი იყო

ფელა

ციტატა: JuanMata
ეტყობა მოუს რომ ფელაინი მოწონს ძაან wink ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ნახევარდაცვას უკეთესი თამაში მართებს.

მე მომწონს ის რომ ბურთის ფლობაზე არ თამაშობს, მეტოქე გუნდი იხსნება უფრო და ადვილია შეტევა, ოღონდ პრესინგის ხაზმა უნდა აიწიოს და მთლად საჯარიმოსთან არ უნდა შევხვდეთ.

კონტრშეტევებზე სწრაფ გადასვლას რომ დაამუღამებს გუნდი, მერე გავანადგურებთ ყველაფერს რაც გზადშეგვხვდება, დეპაი, მარსიალი, რეშფორდის სისწრაფეები გამოგვადგება.

და კიდევ რუნიმ გოლია მიუხედავად, ცოტა არ იყოს ცუდი თამაში ჩაატარა, დიდხანს ფიქრობდა ძაან პასი სად გაეკეთებინა, თან საბოლოოდ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა.

რუნიმ ითამაშა ყველაზე სუსთად მართალია მაგრამ მაინც ჩრეკია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: gocha 1985
14 აგვისტო 2016 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Maladci bijebo es erti da sxva mravali mogebebi, kidev unda moumaton tamashs bijebma didi imedi maqvs.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top