თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2016, 10:34
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3212,
კომენტარები: 21
იბრაჰიმოვიჩი: "ერთი თამაში, ერთი ტიტული"
ზლატანი მატჩის წინ.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პრემიერ ლიგის ჩემპიონ "ლესტერთან" დაპირისპირებასა და მანჩესტერულ კარიერაში საკუთარ, პირველ ოქროს გამოწვევაზე ისაუბრა.

შვედი ფორვარდი "უემბლიზე" ოფიციალურ სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. ზლატანი საკუთარ შესაძლებლობებსა და გუნდთან ერთად დასახული მიზნების ასრულებაში დარწმუნებულია.

MUTV-ის მიერ დასმულ კითხვაზე, იქნება თუ არა სცენა ვინმეს განსხვავებულობის გამო სრულყოფილი, ზლატანმა უპასუხა: "ვნახოთ. ვგულისხმობ, რომ მჯერა, ეს პირველი ტიტულის მატჩია. ერთი თამაში, ერთი ტიტული. აქ დროის გასაფლანგად არ მოვსულვარ. მანჩესტერში მოსაგებად მოვედი.

ეს ტიტულისთვის პირველი მატჩია და ამ თასს ჩვენ სახლში წავიღებთ. ჩემთვის, ყოველი ტიტული სერიოზულია. 30-მდე თასი მაქვს, მაგრამ მსურს მეტი მქონდეს. სანამ ყველაფერს არ მოვიგებ, მანამ კმაყოფილი არ ვიქნები. ეს არის, რისთვისაც ჩვენ ვთამაშობთ და მე გამარჯვებისთვის ვთამაშობ.

სადაც მივედი, ყველგან გამარჯვებისთვის თამაშობდნენ. "იუნაიტედში" დროის დასაკარგავად არ მოვსულვარ. მჯერა, რომ კლუბს მსგავსი ფილოსოფია აქვს, განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედს".

სწორედ ეს გზა არსებობს. პირველი მატჩი, ერთი თამაში და ერთი ტიტული. ინგლისის წინააღმდეგ შვედეთის ნაკრების რიგებში "უემბლიზე" ვთამაშობდი და ეს ნამდვილად უზარმაზარი სტადიონია, ასე რომ მატჩს მოუთმენლად ველი,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
7 აგვისტო 2016 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: LASHQARA
აუ ეხლა ცვეტში ისეთი რაღაც თქვი ვაბშე არ აფასებ რუნის იბრაჰიმოვიჩი მთელი თავის ცხოვრება ვეღარ გააკეთებს იმდენს მანჩესტერისთვის რაც რუნიმ გააკეთა და რუნისნაირი გაწონასწორებული უნდა იყოს კაპიტანი. სხვათაშორის იბრამ იცის უაზრო წითლების და ყვითლების არტყმა .. მეტი რა იკაპიტნოს ყველა პოზიციაზეა, მოედანზე რამდენ მითითებებს აძლევს მოთამაშეებს კამათში და უაზრო გაფიცხებაში წითლებს და ყვითლებს არ იღებს, ესეთი უნდა იყოს კაპიტანი სამაგალითო ყველასთვის ყველაფერში, ავტორიტეტი რო აქ და ყველა მაგის გადაწყვეტილებას პატივს ცემენ ეგ ხო თავისთავად ცხადია რა გინდა ვერ ვხვდები რატო არ მოგწონს...

ისეთი რა ვთქვი აბა? მე ვთქვი ამ სეზონში თქო და დიდი ალბათობით ასეხ იქნება კარგად გადავლე თვალი ჩემს ნათქვამს. ყველა პოზიციაზე თამაში არაფერს ნიშნავს ეგ ყველას შეუძლია. მითითების მიცემა და გუნდის მოტოვირება წჯნა კაპიტნებს უკეთ შეძლო და იბრასაც უკეთ შეუძლია. იმას კი არ ვამბობ იბრა უნდა დანიშნონ მეთქი უბრალოდ რუნის კაპიტნობა შევაფასე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top