თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2016, 11:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3220,
კომენტარები: 21
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზეს პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შემადგენლობისა და უახლოესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"უიგანის" წინააღმდეგ უკანასკნელ მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ახალწვეული ერიკ ბაიი მოხვდა, რომელსაც დეილი ბლინდი შეუწყვილდა, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, იგი ტურნეზე სხვადასხვა კომბინაციებით თამაშს აპირებს.

"უიგანთან" მატჩში, მე ბაიი და ბლინდი ცენტრალურ მცველებად გავამწესე. "ბორუსიასთან" შეხვედრას კი ერიკი და ჯონსი დაიწყებენ, რათა ვნახო განსხვავებული გზები და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს, თუმცა, ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის."

"შანხაი სთედიუმზე" გამართული მატჩი გერმანელების წინააღმდეგ, "იუნაიტედისთვის" ზაფხულის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.

"მათ, ვარჯიში ჩვენგან განსხვავებით რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს და მოთამაშეთა უმრავლესობაც ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე არ მონაწილეობდა.

გერმანელთა შემადგენლობაში მხოლოდ 3 მოთამაშე ისვენებს. მთელი გუნდი უკვე ერთი თვეა რაც ვარჯიშობს და როგორც ვთქვი, მათ 5 შეხვედრა უკვე ჩაატარეს. ველოდები ორი სხვადასხვა გზით მომზადებულ გუნდს, მაგრამ ეს ჩვენთვის უფრო დიდი გამოწვევა იქნება.

აქ, წინასასეზონო ტურნეზე, ქულებისთვის არ ვთამაშობთ და თუ ვერ მოვიგებთ, ეს უბრალო მარცხი იქნება. ვცდილობთ, გუნდში ფეხბურთელების უკეთ სათამაშოდ კარგი პირობები შევქმნათ. მაგალითად, მე მსურს ვნახო სხვადასხვა ფორმაცია, სხვადასხვა ფეხბურთელები - სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა კომბინაციებით,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№21
ავტორი: Ioio
22 ივლისი 2016 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
Gamarjobat yvelas. Dges davregistrirdi amsaitze da minda rom warmateba vusurvo chvens sayvarel gunds da mastan ertad chvenc warmatebuli vyopiliyavit da gveamayos chveni gundit
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top