თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2016, 11:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3016,
კომენტარები: 21
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზეს პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შემადგენლობისა და უახლოესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"უიგანის" წინააღმდეგ უკანასკნელ მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ახალწვეული ერიკ ბაიი მოხვდა, რომელსაც დეილი ბლინდი შეუწყვილდა, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, იგი ტურნეზე სხვადასხვა კომბინაციებით თამაშს აპირებს.

"უიგანთან" მატჩში, მე ბაიი და ბლინდი ცენტრალურ მცველებად გავამწესე. "ბორუსიასთან" შეხვედრას კი ერიკი და ჯონსი დაიწყებენ, რათა ვნახო განსხვავებული გზები და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს, თუმცა, ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის."

"შანხაი სთედიუმზე" გამართული მატჩი გერმანელების წინააღმდეგ, "იუნაიტედისთვის" ზაფხულის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.

"მათ, ვარჯიში ჩვენგან განსხვავებით რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს და მოთამაშეთა უმრავლესობაც ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე არ მონაწილეობდა.

გერმანელთა შემადგენლობაში მხოლოდ 3 მოთამაშე ისვენებს. მთელი გუნდი უკვე ერთი თვეა რაც ვარჯიშობს და როგორც ვთქვი, მათ 5 შეხვედრა უკვე ჩაატარეს. ველოდები ორი სხვადასხვა გზით მომზადებულ გუნდს, მაგრამ ეს ჩვენთვის უფრო დიდი გამოწვევა იქნება.

აქ, წინასასეზონო ტურნეზე, ქულებისთვის არ ვთამაშობთ და თუ ვერ მოვიგებთ, ეს უბრალო მარცხი იქნება. ვცდილობთ, გუნდში ფეხბურთელების უკეთ სათამაშოდ კარგი პირობები შევქმნათ. მაგალითად, მე მსურს ვნახო სხვადასხვა ფორმაცია, სხვადასხვა ფეხბურთელები - სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა კომბინაციებით,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№11
ავტორი: vanovano
22 ივლისი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგია კარგი აბა თქვენ იცით ბიჭებო წარმატებები
0
№12
ავტორი: Favlena
22 ივლისი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
Ise ilaparaka moum an simulaciaa an d sis tamashis. Anu tu wavagrt sanerviuli araao da isini uketesad formashi iqnebi amo. Me es azri gamoitans
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივლისი 2016 12:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ სატესტო თამაშია და როგორც თქვა ფეხბურთელებს მაქსიმალურად გამოიყენებს
0
№14
ავტორი: ikeoni
22 ივლისი 2016 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Handikapit movigebt
0
№15
ავტორი: gela-manchesteri
22 ივლისი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მიდი მოუ
0
№16
ავტორი: GeorgeBest
22 ივლისი 2016 13:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Phil Jones
ერთ რაღაცას ვიტყვი საიტზე:
მოკლედ მართალია მანიუს გულშემატკივარი ვარ და როგორიც არ უნდა იყოს მაინც შემოვიხედავდი აქ, მაგრამ მართლა მაგარი საიტია, კარგი სიახლეები იდება, ძაან დახვეწილად და უაზრო ჭორებიც არაა, ხალხიც ადეკვატურია ვინც კომენტარებს წერს, ადრე "ფცი_ზე" შევდიოდი ხოლმე, იმენნა სოფლის ბირჟა გახდა.
ასე გააგრძელეთ ბიჭებო (და გოგოგებო) !

გვიხარია შენნაირი ხალხი winked
0
№17
ავტორი: saba696
22 ივლისი 2016 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
აუცილებლათ უნდა მოვიგოთ winked
0
№18
ავტორი: laba
22 ივლისი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
yvelaze dzalian tuanzebes tamashi mainteresebs love
0
№19
ავტორი: Lady in red
22 ივლისი 2016 15:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამ თამაშს მოვიგებთ, თუ არა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გუნდი დალაგდეს როგორც საჭიროა და ჟოზეც ამას აპირებს, მაგრამ მოგება გაგვახარებს რა თქმა უნდა.
0
№20
ავტორი: saba696
22 ივლისი 2016 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
დღევანდელი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია იქნება? ლინკი მომეცით რა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top