თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2016, 17:23
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2590,
კომენტარები: 24
რობენი: "მანჩესტერული დერბი მეტია, ვიდრე მწვრთნელთა დაპირისპირება"
ჰოლანდიელი მანჩესტერულ დერბიზე საუბრობს.
რობენი:
"ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი, პრემიერ ლიგაში პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს წლის საუკეთესო დუელს ელოდება, მაგრამ აცხადებს, რომ მანჩესტერული დერბი ორი მწვრთნელის დაპირისპირებაზე მეტი იქნება.

მოურინიომ ვან გაალი შეცვალა და "ოლდ ტრაფორდზე" ერიკ ბაიის, ჰენრიხ მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენით, კლუბისთვის 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად საკმაოდ ფრთხილად ემზადება.

ამავდროულად, "სიტიში" პელეგრინი "ბარსელონასა" და"ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეცვალა, რომელიც ადგილობრივი ჩემპიონატის გარდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებასაც უმიზნებს.

რობენი, რომელსაც ორივე მწვრთნელის შემადგენლობაში უთამაშია, 2016/17 წლების სეზონის ბრძოლას მოუთმენლად ელის.

"ისინი დიდი მწვრთნელები არიან. ორივესთან ერთად სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მათ აქვთ პროფესიონალიზმი, რომლებიც გუნდს საკუთარ სტილსა და მენტალობას შესძენენ. ამაში დარწმუნებული ვარ.

მათი თვალყურის დევნება საინტერესო იქნება, თუმცა, არამარტო მათი, არამედ რა თქმა უნდა მოედანზე გამოსული ფეხბურთელების. დერბი მეტია, ვიდრე მწვრთნელების დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მათ ხელწერას აუცილებლად შეამჩნევთ."


რობენმა, კითხვას თუ რომელ მწვრთნელთან მუშაობას არჩევდა კვლავ, თავი აარიდა.

"არა, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. მათი ხელმძღვანელობის დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კარიერა მქონდა.

როდესაც მოურინიოსთან ვმუშაობდი, ვიყავი ახალგაზრდა და საზღვარგარეთ ეს ჩემი პირველი კლუბი იყო. პეპთან კი უფრო ასაკოვანი ვიყავი და ეს განსხვავებული იყო. ორივენი ჩემს კარიერაში საინტერესონო იყვნენ და სრულად შეეფერებოდნენ მას,"


წყარო: Goal
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Lee Sharpe
19 ივლისი 2016 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მატა თავდამსხმელის უკან დააყენეთ და მერე გაჩვენებთ ვინც აარის და რასაც წარმოადგენს, ცალი ფეხი არ ყოფილა პოგბასი თურმე, არა მაგ ანტილოპების მადევარი ზანგის საფეხბურთო აიქიუა უფრო მაღალი ahahaha
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივლისი 2016 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გამოჩნდება ამ სეზონში
0
№23
ავტორი: GeorgeBest
19 ივლისი 2016 23:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დერბი უფრო და უფრო მაგარი ხდება
0
№24
ავტორი: stepno
20 ივლისი 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს რა ბალერინაა ისეე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top