თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2016, 17:23
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2589,
კომენტარები: 24
რობენი: "მანჩესტერული დერბი მეტია, ვიდრე მწვრთნელთა დაპირისპირება"
ჰოლანდიელი მანჩესტერულ დერბიზე საუბრობს.
რობენი:
"ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი, პრემიერ ლიგაში პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს წლის საუკეთესო დუელს ელოდება, მაგრამ აცხადებს, რომ მანჩესტერული დერბი ორი მწვრთნელის დაპირისპირებაზე მეტი იქნება.

მოურინიომ ვან გაალი შეცვალა და "ოლდ ტრაფორდზე" ერიკ ბაიის, ჰენრიხ მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენით, კლუბისთვის 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად საკმაოდ ფრთხილად ემზადება.

ამავდროულად, "სიტიში" პელეგრინი "ბარსელონასა" და"ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეცვალა, რომელიც ადგილობრივი ჩემპიონატის გარდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებასაც უმიზნებს.

რობენი, რომელსაც ორივე მწვრთნელის შემადგენლობაში უთამაშია, 2016/17 წლების სეზონის ბრძოლას მოუთმენლად ელის.

"ისინი დიდი მწვრთნელები არიან. ორივესთან ერთად სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მათ აქვთ პროფესიონალიზმი, რომლებიც გუნდს საკუთარ სტილსა და მენტალობას შესძენენ. ამაში დარწმუნებული ვარ.

მათი თვალყურის დევნება საინტერესო იქნება, თუმცა, არამარტო მათი, არამედ რა თქმა უნდა მოედანზე გამოსული ფეხბურთელების. დერბი მეტია, ვიდრე მწვრთნელების დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მათ ხელწერას აუცილებლად შეამჩნევთ."


რობენმა, კითხვას თუ რომელ მწვრთნელთან მუშაობას არჩევდა კვლავ, თავი აარიდა.

"არა, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. მათი ხელმძღვანელობის დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კარიერა მქონდა.

როდესაც მოურინიოსთან ვმუშაობდი, ვიყავი ახალგაზრდა და საზღვარგარეთ ეს ჩემი პირველი კლუბი იყო. პეპთან კი უფრო ასაკოვანი ვიყავი და ეს განსხვავებული იყო. ორივენი ჩემს კარიერაში საინტერესონო იყვნენ და სრულად შეეფერებოდნენ მას,"


წყარო: Goal
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
19 ივლისი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მართალს იზახის რობენი>>>ისე ამთემასთან რაშუაშია მაგრამ რეალმარომ გაუშვა რობენი სნეიდერი და ვანდერვაარტი მაშინ როგორ მინდოდა მანიუს ეყიდა რობენი recourse არც იმ გოლს გაგვიტანდა ლიგაზე როგაგვამწარა მაგთარსმა acute2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: მარსიალი
19 ივლისი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ეჰ რობიკო მაგრად მევასები რა
0
№3
ავტორი: gaga1987
19 ივლისი 2016 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
თავის დროზე რომ მოხოდილიყვნენ გადმოიბირებდნენ ამკაცს მაგრამ არმოინდომეს.
0
№4
ავტორი: Iunaitedi
19 ივლისი 2016 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
me mikvirs da nervebi meshleba amas su travma rogoraaqvs ra ubedurebaa. Dzaan meshleba nervebi. Arc amis didi fanivar mara amdeni su travma raari.
0
№5
ავტორი: nika manchester
19 ივლისი 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
აუ დატანჯა რა ტრამვებმა და ძაან მეცოდება
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
19 ივლისი 2016 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
პრემიერლიგა სუპერტასი სა ევროპა უნდა ავციოთ
0
№7
ავტორი: laba
19 ივლისი 2016 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
vetanxmebi robens
0
№8
ავტორი: მარსიალი
19 ივლისი 2016 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ერერა მატა დეპაი ეს 3 არი გასაყიდი და ვინმემე 1 ნორმალური მოსაყვანი ერერას შეილება მიცე კიდე 1 შანსი მაინც ახალგაზრდაა დე პაიც ახალგაზრდაა იტყვით მარა მაგარი ფაფხურა ფეხბურთელია

ვაფშე იუვეს დაუბიდონ მატა +დეპაი +70 ლიმონი ეგრევე მოგვცემენ
0
№9
ავტორი: ikeoni
19 ივლისი 2016 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11604
Joze moutynavs saxes
0
№10
ავტორი: dybbuk
19 ივლისი 2016 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1584
ციტატა: მარსიალი
ერერა მატა დეპაი ეს 3 არი გასაყიდი და ვინმემე 1 ნორმალური მოსაყვანი ერერას შეილება მიცე კიდე 1 შანსი მაინც ახალგაზრდაა დე პაიც ახალგაზრდაა იტყვით მარა მაგარი ფაფხურა ფეხბურთელია

ვაფშე იუვეს დაუბიდონ მატა +დეპაი +70 ლიმონი ეგრევე მოგვცემენ

70 არა 300, ოღონდ ფუნტი იასნა, დეხეაც მივაყოლოთ... ჯერ ვინც დაწერე გასაშვებია მაშინ დასატოვებელი ვინღაა, დარჩეს მოუ მარტო თუ რა მაფიას აწვები ვერ გავიგე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top