თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2016, 21:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3251,
კომენტარები: 26
ერიკ ბაიის პირველი ინტერვიუ
"იუნაიტედის" ახალწვეულის პირველი ინტერვიუ.
ერიკ ბაიის პირველი ინტერვიუ
ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.

"ოლდ ტრაფორდის" ახალწვეულის მოსვლასთან ერთად კითხვები გააჩინა არა მარტო მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა, არამედ მისი გვარის სწორად წარმოთქმამაც. შეგახსენებთ, რომ ერიკი წარმოშობით კოტ დ'ივუარელია, სადაც ოფიციალურ ენად ფრანგულია გამოცხადებული. სწორედ ფრანგულად წარმოითქმის მისი გვარი როგორც ბაიი

ერიკ ბერტრანდ ბაიი "იუნაიტედის" ფეხბურთელად წარდგენის პირველსავე დღეს მიმოიხილავს თავის ტრანსფერს და მომავალს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში", ერიკ. როგორ ჟღერს?


პირველ რიგში, მადლობა ყველას დახვედრისთვის. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვიმყოფები. ოცნება ამიხდა. მანჩესტერში ყოფნით ბედნიერი ვარ.

ახლა მკერდზე სამკერდე ნიშანი გაქვთ, ეს თქვენთვის განსაკუთრებული რამ უნდა იყოს, არა?

ნამდვილად სასიამოვნო მომენტია. ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისური ფეხბურთში თამაშზე. როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომმართა, ორჯერ არც კი დავფიქრებულვარ. ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერში ვარ. როგორც თქვენ თქვით, გონს მოსვლას ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა კონტრაქტი გაფორმებულია და ბედნიერი ვარ.

რას ფიქრობთ ინგლისური ფეხბურთის სტილზე და როგორ მოერგებით მას?


როგორც იცით, ესპანური ფეხბურთის სტილისგან განსხვავდება; უფრო ფიზიკური და შეიძლება, უფრო პირდაპირია. ეს არის საფეხბურთო სტილი, რომელიც ყოველთვის მომწონდა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემს საფეხბურთო სტილს მოერგებოდა. იმედი მაქვს, მას შევეგუები და მომდევნო თვეების, წლების და სეზონების განმავლობაში მისგან სიამოვნებას მივიღებ.

თქვენთვის დიდი მოულოდნელობა უნდა იყოს თქვენი კარიერის ამგვარი განვითარება, არა?

კარიერის განმავლობაში მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, მაგრამ ეს გაუმჯობესება იმ შრომის შედეგია, რომელიც ინდივიდუალურად და გუნდთან ერთად გავწიე. სწრაფი პროგრესი და განვითარებაა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. უფრო უნდა განვვითარდე და იმედი მაქვს, ახლა ამ დიდებულ კლუბში შევძლებ პროგრესირებას. ვფიქრობ, უფრო მეტი შრომით უფრო კარგი ფეხბურთელი გავხდები და ვიმედოვნებ, ამას ტიტულების მოგებაზეც ექნება გავლენა.

გუნდში თავის სწრაფად დამკვიდრების იმედი გაქვთ?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიმკვიდრო თავი. იმედი მაქვს, სამწვრთნელო შტაბისა და ჩემი თანაგუნდელების დახმარებით ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ აქაური ფეხბურთის დინამიკასა და ტემპს მაქსიმალურად სწრაფად შევეგუო. და როგორც უკვე ვთქვი, ყველას დახმარებით ამას სწრაფად შევძლებ.

თქვენ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი ხართ - ეს ამაღელვებელია?

მართლაც განსაკუთრებულია. ჩემისთანა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის თავდაჯერებულობის მომატების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური ფეხბურთის ასეთმა მცოდნე მწვრთნელმა თავისი პირველი შენაძენი გამხადა. ჯერ თავის დამკვიდრების საკითხი დგას, იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელი უკეთესი გავხდები და ინგლისის ჩემპიონატს რაც შეიძლება სწრაფად შევეგუები.

დაბოლოს, მსოფლიოს ირგვლივ მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებისთვის შეტყობინება გაქვთ?

ჩემი შეტყობინება ის იქნება, რომ მადლობას ვეტყვი ასეთი დიდებული მიღებისთვის. სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და ხალხი მოხარულია, რომ აქ მხედავს. დიდ კლუბში ახალგაზრდობის პერიოდში მისვლა დიდებულია; ეს ნამდვილად მეხმარება ჩემს გზაზე. სამაგიეროდ იმედი მაქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების სახეს ღიმილს დავუბრუნებ ჩემი თამაშითა და ამ კლუბში მიღწეულით.

ინტერვიუები
26 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივნისი 2016 01:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: hemi
აუ სულ ამ ფულზე როგორ უნდა მიდიოდეს ეს კამათი და ეს ბანალური ფრაზა შენი ჯიბიდან ხო არ გადის რით არ მოძველდა??? გუნდის ბიუჯეტიდან ხო გადის ეს დედანაქაჩი და ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც ნაწილია გამოყოფილი დაუშვათ 300 მილიონი და მერე ასეთ ფეხბურთელებში რო ბევრს გადაიხდი არ დაგრჩება კარგის ფული, თუ გინდათ 50 მილიონად ნაყიდი ლინგარდის ნაირი ცენზურაები ბაზარი არააა, ან რატო გსიამოვნებთ რო აგოიმებენ გუნდს და ატყავებენ ან ამდენს ფულს რო ხარჯავებ, იუნაიტედი ვიცი მე გამიზნულ, სწორ ფასთან შესაბამისს ტრანსფერებს რო აკეთებდა

გეთანხმები
0
№22
ავტორი: LASHQARA
9 ივნისი 2016 02:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ჟოზეე გამოთლის ამისგან კარგ მცველს love am მონაცემები აქ რაც მთავარია ფიზიკურად კარგი აღნაგობა აქ და თან ახალგაზრდაა am
0
№23
ავტორი: VAXUSHTI
9 ივნისი 2016 07:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
maurinios evaseba peradkanianebi da manchesac gaashavebs nelnela.
0
№24
ავტორი: WeAreUnited
9 ივნისი 2016 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
იცი რას ვერ ვიგებ აქ ფანები რომ წუწუნებენ 8 მილიონი ღირდა და 38 გადაიხადესო :D ჰუმელს რო ადარებენ მაგაზე ვაფშე :D
0
№25
ავტორი: აკო
9 ივნისი 2016 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ციტატა: WeAreUnited
იცი რას ვერ ვიგებ აქ ფანები რომ წუწუნებენ 8 მილიონი ღირდა და 38 გადაიხადესო :D ჰუმელს რო ადარებენ მაგაზე ვაფშე :D

შენ ალბათ ფორუმი არ გინახავს :D პედროს და რუნის ადარებენ ერთმანეთს და რუნის დედის იმას ახურავენ :D
0
№26
ავტორი: gamari
9 ივნისი 2016 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ინგლისში მოთამაშე კოტდ უვარელმა ყველა ფეხბურთელმა გაამართლა და მაინდამაინც ეს გამოვა ცუდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top