თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2016, 21:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3251,
კომენტარები: 26
ერიკ ბაიის პირველი ინტერვიუ
"იუნაიტედის" ახალწვეულის პირველი ინტერვიუ.
ერიკ ბაიის პირველი ინტერვიუ
ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.

"ოლდ ტრაფორდის" ახალწვეულის მოსვლასთან ერთად კითხვები გააჩინა არა მარტო მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა, არამედ მისი გვარის სწორად წარმოთქმამაც. შეგახსენებთ, რომ ერიკი წარმოშობით კოტ დ'ივუარელია, სადაც ოფიციალურ ენად ფრანგულია გამოცხადებული. სწორედ ფრანგულად წარმოითქმის მისი გვარი როგორც ბაიი

ერიკ ბერტრანდ ბაიი "იუნაიტედის" ფეხბურთელად წარდგენის პირველსავე დღეს მიმოიხილავს თავის ტრანსფერს და მომავალს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში", ერიკ. როგორ ჟღერს?


პირველ რიგში, მადლობა ყველას დახვედრისთვის. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვიმყოფები. ოცნება ამიხდა. მანჩესტერში ყოფნით ბედნიერი ვარ.

ახლა მკერდზე სამკერდე ნიშანი გაქვთ, ეს თქვენთვის განსაკუთრებული რამ უნდა იყოს, არა?

ნამდვილად სასიამოვნო მომენტია. ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისური ფეხბურთში თამაშზე. როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომმართა, ორჯერ არც კი დავფიქრებულვარ. ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერში ვარ. როგორც თქვენ თქვით, გონს მოსვლას ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა კონტრაქტი გაფორმებულია და ბედნიერი ვარ.

რას ფიქრობთ ინგლისური ფეხბურთის სტილზე და როგორ მოერგებით მას?


როგორც იცით, ესპანური ფეხბურთის სტილისგან განსხვავდება; უფრო ფიზიკური და შეიძლება, უფრო პირდაპირია. ეს არის საფეხბურთო სტილი, რომელიც ყოველთვის მომწონდა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემს საფეხბურთო სტილს მოერგებოდა. იმედი მაქვს, მას შევეგუები და მომდევნო თვეების, წლების და სეზონების განმავლობაში მისგან სიამოვნებას მივიღებ.

თქვენთვის დიდი მოულოდნელობა უნდა იყოს თქვენი კარიერის ამგვარი განვითარება, არა?

კარიერის განმავლობაში მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, მაგრამ ეს გაუმჯობესება იმ შრომის შედეგია, რომელიც ინდივიდუალურად და გუნდთან ერთად გავწიე. სწრაფი პროგრესი და განვითარებაა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. უფრო უნდა განვვითარდე და იმედი მაქვს, ახლა ამ დიდებულ კლუბში შევძლებ პროგრესირებას. ვფიქრობ, უფრო მეტი შრომით უფრო კარგი ფეხბურთელი გავხდები და ვიმედოვნებ, ამას ტიტულების მოგებაზეც ექნება გავლენა.

გუნდში თავის სწრაფად დამკვიდრების იმედი გაქვთ?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიმკვიდრო თავი. იმედი მაქვს, სამწვრთნელო შტაბისა და ჩემი თანაგუნდელების დახმარებით ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ აქაური ფეხბურთის დინამიკასა და ტემპს მაქსიმალურად სწრაფად შევეგუო. და როგორც უკვე ვთქვი, ყველას დახმარებით ამას სწრაფად შევძლებ.

თქვენ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი ხართ - ეს ამაღელვებელია?

მართლაც განსაკუთრებულია. ჩემისთანა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის თავდაჯერებულობის მომატების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური ფეხბურთის ასეთმა მცოდნე მწვრთნელმა თავისი პირველი შენაძენი გამხადა. ჯერ თავის დამკვიდრების საკითხი დგას, იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელი უკეთესი გავხდები და ინგლისის ჩემპიონატს რაც შეიძლება სწრაფად შევეგუები.

დაბოლოს, მსოფლიოს ირგვლივ მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებისთვის შეტყობინება გაქვთ?

ჩემი შეტყობინება ის იქნება, რომ მადლობას ვეტყვი ასეთი დიდებული მიღებისთვის. სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და ხალხი მოხარულია, რომ აქ მხედავს. დიდ კლუბში ახალგაზრდობის პერიოდში მისვლა დიდებულია; ეს ნამდვილად მეხმარება ჩემს გზაზე. სამაგიეროდ იმედი მაქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების სახეს ღიმილს დავუბრუნებ ჩემი თამაშითა და ამ კლუბში მიღწეულით.

ინტერვიუები
26 კომენტარი
№11
ავტორი: M.Ts
8 ივნისი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
რაღაც კაი ტიპი ჩანს, იმედია გაამართლებს
0
№12
ავტორი: sandroo
8 ივნისი 2016 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
აუ ეს რამაგრად ბაზრობს ჭკვიანი როჟაა ეტყობა, კაია, მცველი ჭკვიანი უნდა იყოს, გაბრიელ პაულისტას კიარ გავს ცხოვრებაში წიგნი როარაქ წაკითხული და არც ტელევიზორს უყურებს :DDD
0
№13
ავტორი: kaxeti
8 ივნისი 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ფულზე არ ვწუწუნებთ უბრალოდ გვინდა რომ მიზანმიმართულად დახარჯონ ამ შემთხვევაში სწორი სვლა იყო მცველი გვჭირდებოდა ცენტრალური და იყიდეს ახლა წავიკითხე მორატაში 60 მილიონს იხდიანო გადაიხადონ კონკურენცია გაიზრდება თუკი გადმოვა მარჯვენა მცველიც მე მგონი პრობლემატურია დარმიანმა ბოლო ჯამში ვერ გაამართლა დაცვაში არაუშავს მაგრამ შეტევაში ვერ არის ისეთი ეფექტური მოკლედ ჭკვიანური ტრანსფერებია გასაკეთებელი
0
№14
ავტორი: hemi
8 ივნისი 2016 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუ სულ ამ ფულზე როგორ უნდა მიდიოდეს ეს კამათი და ეს ბანალური ფრაზა შენი ჯიბიდან ხო არ გადის რით არ მოძველდა??? გუნდის ბიუჯეტიდან ხო გადის ეს დედანაქაჩი და ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც ნაწილია გამოყოფილი დაუშვათ 300 მილიონი და მერე ასეთ ფეხბურთელებში რო ბევრს გადაიხდი არ დაგრჩება კარგის ფული, თუ გინდათ 50 მილიონად ნაყიდი ლინგარდის ნაირი ცენზურაები ბაზარი არააა, ან რატო გსიამოვნებთ რო აგოიმებენ გუნდს და ატყავებენ ან ამდენს ფულს რო ხარჯავებ, იუნაიტედი ვიცი მე გამიზნულ, სწორ ფასთან შესაბამისს ტრანსფერებს რო აკეთებდა
0
№15
ავტორი: PaLoMo
8 ივნისი 2016 23:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: leluk
ყოველთვის რომ ფულს ჟოჟკავდნენ იმმიტომ ვერ ყიდულობდნენ
კარგ ფერბურთელებს დ მერე ხარახურა ხალხი მოყავდათ. ჩემი აზრით ფელაინიც არ ღირდა იმდენი რაც გადიხადეს მარა ნაჩქარევად გადაწვიტეს.. რეალის მერე ყველზე მდიდარი კლუბია და ხარჯოც ჩვენი რა მიდის

ფელაინი მაგხელა კი არა მაგის ნახევარიც არ გირდა :)) დზან უაზროდაც ნუ გაისვრიან დიდ კუშებს.ნახმცველი და მარჯვენა ფლანგელი გვინდა და მოვარდა იბრაც ჩვენტან წმოვა და ვსო რაა შევკარით გუნდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: Lexter
8 ივნისი 2016 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
დიდი იმედი არ მაქ ამის მაგრამ იმედია გაგვაოცებს და ტოპ კლასის მცველად ჩამოყალიბდება
0
№17
ავტორი: K1llsw1tch
8 ივნისი 2016 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: David de Gea 1
ხალხო გამაგებინეთ ეს მანჩესტერი ფულის ტომარა რატო გახდა რეალურად ეს მცველი 8 მილიონი ღირს და ამ სირმა მფლობელებმა 38 გადაიხადესს. P.S. შიგ აქვს ამ ხალხს. ბაიერნმა ჰუმელსი 38 ად სეიძინა და შემიდარეთ ახლა ჰუმელსი და ბაილი

Hummelss kontraqti amoewura dortmundtan da tavisupali agentis statusit gadavida bayernshi.Zato renato sanchesahi misces tavisi bonusebit 80 milioni evro :D
0
№18
ავტორი: Iunaitedi
9 ივნისი 2016 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Exla iafi fexburtelebit marto chventanga arian tore yvela top chempionatebshi da pirvel ligebshi yvelas fasi dzvira da dzvirad mogvechveneba gamonaklisi arc esaa.
0
№19
ავტორი: levionok
9 ივნისი 2016 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მარტიალზეც ეგონათ ბევრს რომ ამხელა ფული რამ გადაახდევინათო მაგრამ კრიტიკოსები დაადუმა და პირიქით შეიძლება იმასაც ფიქრობენ რა იაფად დაუთრევიათო,იმედი მაქვს ამას ბაიც მოახერხებს,აი ჰუმელსი პრემიერლიგაი რას იზავდა ეს ცალკე თემაა რომელსაც ალბათ ახლო მომავალი ვერ გავიგებთ ბაიი კი ვნახოთ ფაქტია მაგარი ბიჭია

ციტატა: hemi
აუ სულ ამ ფულზე როგორ უნდა მიდიოდეს ეს კამათი და ეს ბანალური ფრაზა შენი ჯიბიდან ხო არ გადის რით არ მოძველდა??? გუნდის ბიუჯეტიდან ხო გადის ეს დედანაქაჩი და ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც ნაწილია გამოყოფილი დაუშვათ 300 მილიონი და მერე ასეთ ფეხბურთელებში რო ბევრს გადაიხდი არ დაგრჩება კარგის ფული, თუ გინდათ 50 მილიონად ნაყიდი ლინგარდის ნაირი ცენზურაები ბაზარი არააა, ან რატო გსიამოვნებთ რო აგოიმებენ გუნდს და ატყავებენ ან ამდენს ფულს რო ხარჯავებ, იუნაიტედი ვიცი მე გამიზნულ, სწორ ფასთან შესაბამისს ტრანსფერებს რო აკეთებდა

გუნდი როცა ლიგაზე არაა ცოტა მეტის გადახდა გიწევს დამეთანხმე
0
№20
ავტორი: stepno
9 ივნისი 2016 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Smolingi vs baii love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top