თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3320,
კომენტარები: 22
ფლეთჩერი: "იუნაიტედში" დაბრუნება მსურს"
ეშლი ფლეთჩერი "იუნაიტედში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.
ფლეთჩერი:
ეშლი ფლეთჩერმა, რომელსაც ბოლო დროს აქტიურად ადარებენ მარკუს რეშფორდს, "ბარნსლის" დატოვების სურვილი და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის იმედი გამოთქვა.

20 წლის ფეხბურთელის მშვენიერი გოლის წყალობით "ბარნსლი" ჩემპიონშიპში დარჩა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოლ ჰიგინბოთამმა კი მას მეორე რეშფორდი უწოდა.

"იუნაიტედში" უკეთეს ფეხბურთელად დავბრუნდები და მადლობას ვუხდი "ბარნსლის", რომ მატჩებში მონაწილეობის შანსი მომცა. აქ ვპროგრესირებდი და ჩემი თამაში გავაუმჯობესე. "იუნაიტედში" დავბრუნდები და ვნახოთ, რას შევძლებ იქ.

"იუნაიტედში" ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ. იქ ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ვფიქრობ, ბევრ ახალსაც შეიძენენ. სხვებისთვის კონკურენციის გაწევა გამომადგება და ჩემს თამაშს გააუმჯობესებს",
- განაცხადა ფლეთჩერმა.

ეშლიმ აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოსთან ჯერ არ უსაუბრია. კითხვაზე, დაურეკა თუ არა მოურინიომ, მან უპასუხა: "ჯერ არაფერი მომხდარა! ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია და ამიტომაც ვოცნებობ მისი პირველი გუნდის რიგებში თამაშზე. თუ დავბრუნდები და შანსს მივიღებ, დიდებული იქნება, მაგრამ თუ ვერა - სხვა არჩევანს მოვძებნი".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: gela-manchesteri
1 ივნისი 2016 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: ericcantona 77
გამარჯობათ ყველას საკმაოდ სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ მანჩესტერის და საერთოდ ფეხბურთის მაგრამ ეხლა დავრეგისტრირდი აქ რადგან გუნდში მოხდა და ჯერ კიდევ პროცესშია (ძირეული ცვლილებები) ამაზე ორი აზრი არაა რომ ეს ცვლილებები საჭირო იყო მაგრამ მე ერთს ვიტყვი გული მწყდება რომ გიგზს არ ნდეს გუნდი .. გუნდი რომელშიც სიცოცხლის ნახევარი გაატარა რაიანმა.. შეიძლება თქვათ ცდებიო მაგრამ შეხედეთ რეალს მივიდა ზიდანი (არანაკლებ განადგურებულ გუნდში) და 3 თვეში ლიგა დადო არ ჩირდებაქთ ისეთ გრანდებს როგორიც მანჩესტერი , რეალი და ბარსა , ბავარია არიან ეგრედწოდებული ზე კლასის ტრენერი მათ უნდათ უბრალოდ გამგებიანი ადამიანი მწვრთნელად ვინც გუნდი იცის ესმის და ვინც გუნდის ლეგენდაა გასაგებია ისიც რომ კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს არასდროს მაგრამ თU გაამართლა პეპ გვარდიოლამ ბარსაში თუ გაამართლა ალჟირელმა გენიოსმა რეალში რატო არ გაამართლებს გიგზი მანჩეში არ მევასება მანჩეს ხელმძღვანელობა და არც მოურინიო ტრენერი მაგარია მაგრამ სულით და ადამიანობით პიდარასტია გაიხსენეთ რაუქნა კასილასს რაუქნა ჩეხს რაუქნა კაკას (მადლობთ ყურადღებისთვის)

ასიანი ხარ ზმა მეც მაგას ვიზახი და არ შევეკამატები იმ ხალხს ვინც იზახის გიგზი გამოუცდელია ეხლა გიგზის დანისშვნის დრო არაა არც ის მგონია რო მაურინიო არიქა და ციდან ვარსკვლავებს მოწყვიტავს მაურინიო ინტერის მერე მორჩა იყო რეალში იყო ჩელში და რეები აკეთა კი ვხედავთ არ მინდა ყოველ წელს ყველა მაჩი ვაგინო გლეიზერებს მწვრთნელს და ვუდვორდს მანჩეს ესეთი მდგომარეობა ყველაძე მეტად გლეიზერების ბრალია ჯერ იყო და ფულს ვერ გააგდენბინები დო ხალხი გეყიდა მერე მოათრიეს ათასი ყვერჩითტა მწვრთნელები მოიესის გაგდების მერე გიგზის ტავკაცობით დარჩენილი მაჩები რა კაი იყო გაიხსენეთ ხსნა მაურინიოში არაა და ვაბშე არ მაქ ამის იმედი პირიქით იმისი მეშინია რო ბევრ ცენზურაობას ჩაიდენს და შეილება ბევრი ისეთი გაუშვას ვინც ძაან გვიყვარს მანჩეში
0
№22
ავტორი: JuanMata
1 ივნისი 2016 22:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მაინც მგონია, რომ ზიდანს გაუმართლა ფინალამდეც და ფინალშიც, სანამ ერთ მთლიან სეზონს არ ვნახავთ რეალის, ვერ შევაფასებთ ნორმალურად, მაგრამ თუნდაც ზიდანი მაგარი მწვრთნელი იყოს, არ ნიშნავს რომ გიგზიც იგვეა.

არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ რეალი აწყობილი გუნდია, ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, მანჩესტერში ყველაფერი თავიდან იწყება და გუნდი ახლა უნდა აშენდეს 3 წლიანი ჩავარდნის მერე, ასეთ საპასუხისმგებლო დროს გამოუცდელი მწვრთნელის მოწვევა, ცოტა სარისკოა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top