თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2016, 00:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3307,
კომენტარები: 24
ლუი ვან გაალის განცხადება
ვან გაალმა პოსტის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა.
ლუი ვან გაალის განცხადება
ჩემთვის პატივი იყო ისეთი საოცარი კლუბის გაწვრთნა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" და ამის კეთებისას მე ამბიციები დავიკმაყოფილე.

მეტად ამაყი ვარ იმით, რომ "იუნაიტედს" კლუბის ისტორიაში მე-12 ინგლისის თასის მოგებაში დავეხმარე. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 20 ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ინგლისის თასის მოგება, რომელიც ასეთ ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იქნება.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილ სამწლიან კონტრაქტს ვერ ამოვწურავთ. მჯერა, ეს კლუბი უფრო შორს წავა და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

იმედი მაქვს, ინგლისის თასის მოგება გუნდს მომდევნო სეზონში ბიძგს მისცემს და მიაღწევს წარმატებას, რომელიც გულშემატკივართა სურვილებს დააკმაყოფილებს.

ჰოლანდიაში, ესპანეთსა და ინგლისში მუშაობისას ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ინგლისურ ფეხბურთში ვიმუშავებდი და ინგლისური კულტურის ნაწილი ვიქნებოდი. ორივე გამოცდილებამ გადააჭარბა მოლოდინს და ფანტასტიკური იყო.

მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და მომდევნო სეზონში წარმატებას ვუსურვებ. მათთან ერთად მუშაობა სიამოვნება იყო, ხოლო პირველ გუნდში ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოჩენა და მათი გაბრწყინება ნამდვილი ჯილდოა. მოუთმენლად ველი ამ ახაგალზრდა ფეხბურთელების განვითარებას მომდევნო სეზონში.

მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელებსა და ხელმძღვანელობას ამ დიდებულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობის მოცემისთვის.

ასევე მინდა, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ "იუნაიტედის" საოცარი გულშემატკივრების თაობაზე. ისინი ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები არიან.

ეჭვი არ მეპარება ჩემს მხარდაჭერასა და სამწვრთნელო შტაბში, რომელთაც ყველაფერი გაიღეს კლუბში გატარებული დროის განმავლობაში.

ღრმად მადლიერი ვარ კლუბის ყოველი და თითოეული ნაწილისა - სპორტული მეცნიერების გუნდის, სამედიცინო გუნდის, მაისურებისა და სამრეცხაო განყოფილების, კლუბის ადმინისტრაციის, პრეს ოფისის, მენეჯერის გუნდის, აკადემიის გუნდის, მოედანზე მომუშავე პირებისა და კვების გუნდის, "ოლდ ტრაფორდისა" და კარინგტონის სავარჯიშო მოედნის, ყველასი, ვინც "იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში ფასდაუდებელ მხარდაჭერას მივლენდა. სამწვრთნელო კარიერის 25 წლის განმავლობაში ჩემს როლზე ასეთი მხარდაჭერა არასდროს მიგრძნია.

დაბოლოს, ჩემი განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით სერ ალექს ფერგიუსონსა და სერ ბობი ჩარლტონს, რომლებიც მე და ჩემს ოჯახს "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში თავს მუდამ კარგად გვაგრძნობინებდნენ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: jokero89
24 მაი 2016 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ვერ გაქაჩა და რა ქნას ეგ იყო მაგის ბოლო და ისტორიას მაინც ემახსოვრება მუდამ ის მანჩესტერის მწვრთნელი იყო
0
№22
ავტორი: sandroo
24 მაი 2016 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
აუჰ შენთვუს რაც ნაგინები მაქ, თავიდან მეგონა მეორე ფერგი იქნებოდა
0
№23
ავტორი: vanovano
24 მაი 2016 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მაგრად გამიხარდა წასვლა იმედია ძველ დიდებას დავიბრუნებთ
0
№24
ავტორი: K1llsw1tch
24 მაი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
Mshvidobit bloknot :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top