თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2016, 00:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3307,
კომენტარები: 24
ლუი ვან გაალის განცხადება
ვან გაალმა პოსტის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა.
ლუი ვან გაალის განცხადება
ჩემთვის პატივი იყო ისეთი საოცარი კლუბის გაწვრთნა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" და ამის კეთებისას მე ამბიციები დავიკმაყოფილე.

მეტად ამაყი ვარ იმით, რომ "იუნაიტედს" კლუბის ისტორიაში მე-12 ინგლისის თასის მოგებაში დავეხმარე. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 20 ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ინგლისის თასის მოგება, რომელიც ასეთ ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იქნება.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილ სამწლიან კონტრაქტს ვერ ამოვწურავთ. მჯერა, ეს კლუბი უფრო შორს წავა და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

იმედი მაქვს, ინგლისის თასის მოგება გუნდს მომდევნო სეზონში ბიძგს მისცემს და მიაღწევს წარმატებას, რომელიც გულშემატკივართა სურვილებს დააკმაყოფილებს.

ჰოლანდიაში, ესპანეთსა და ინგლისში მუშაობისას ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ინგლისურ ფეხბურთში ვიმუშავებდი და ინგლისური კულტურის ნაწილი ვიქნებოდი. ორივე გამოცდილებამ გადააჭარბა მოლოდინს და ფანტასტიკური იყო.

მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და მომდევნო სეზონში წარმატებას ვუსურვებ. მათთან ერთად მუშაობა სიამოვნება იყო, ხოლო პირველ გუნდში ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოჩენა და მათი გაბრწყინება ნამდვილი ჯილდოა. მოუთმენლად ველი ამ ახაგალზრდა ფეხბურთელების განვითარებას მომდევნო სეზონში.

მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელებსა და ხელმძღვანელობას ამ დიდებულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობის მოცემისთვის.

ასევე მინდა, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ "იუნაიტედის" საოცარი გულშემატკივრების თაობაზე. ისინი ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები არიან.

ეჭვი არ მეპარება ჩემს მხარდაჭერასა და სამწვრთნელო შტაბში, რომელთაც ყველაფერი გაიღეს კლუბში გატარებული დროის განმავლობაში.

ღრმად მადლიერი ვარ კლუბის ყოველი და თითოეული ნაწილისა - სპორტული მეცნიერების გუნდის, სამედიცინო გუნდის, მაისურებისა და სამრეცხაო განყოფილების, კლუბის ადმინისტრაციის, პრეს ოფისის, მენეჯერის გუნდის, აკადემიის გუნდის, მოედანზე მომუშავე პირებისა და კვების გუნდის, "ოლდ ტრაფორდისა" და კარინგტონის სავარჯიშო მოედნის, ყველასი, ვინც "იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში ფასდაუდებელ მხარდაჭერას მივლენდა. სამწვრთნელო კარიერის 25 წლის განმავლობაში ჩემს როლზე ასეთი მხარდაჭერა არასდროს მიგრძნია.

დაბოლოს, ჩემი განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით სერ ალექს ფერგიუსონსა და სერ ბობი ჩარლტონს, რომლებიც მე და ჩემს ოჯახს "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში თავს მუდამ კარგად გვაგრძნობინებდნენ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
24 მაი 2016 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მამაჩემის მამასთან წასულხარ შენი გამზდელი აძაღლდა და ჩაგიჯვი სამზარეულოში მოიესმა დაიწყო გუნდის დედის ტყვ ნა და შენ საბოლოო ცერტილი დაუსვი გადაშალე ეხლა შენი ბლოკნოტი და დაცერე რო მაგარი ყ ლე ხარ
0
№12
ავტორი: Amazing Redman
24 მაი 2016 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
რავიცი რაც ვლანძღეთ და ვაგინეთ იმის და მუხედავად თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი გუნდი, მოდი რახან წავიდა ისაც ავღნიშნოდ რადგან ნამდვილად ეკუთნის მადლობა იმის გამო, რომ 1 რიგში რეშფორდი აღმოაჩინა რადგან არი ძალაინ მაღალი ჰაი კლასი მოთამაშე იზრდება, უნდა ავღნიშნო. მე-2 ის რომ ნამდვილად უნდა დავინახოთ მთელი სეზონი 17-18 წლლის ბავშევბით მე-5-ზე გავიდა ჩემთვის ნმადვილად ეგაც მიღწევა ამ სეზონში და მემგონი, რომ ტრანვების მხრივ ნამდვილად არ გაუმართლა გუნდსაც და ვან გაალსაცთორე მე მაინც მგონია რო EPL-ს თუ არა მე-2 ზე მინიმუმ გავიდოდით. მე-3 ის რომ ლივერპულის დონის გუნდი არ გახდა მიუხედავად იმის თუ რამხელა ჩავარდნა ქონდა ტრანვების მხრივ გუნდს და დღეს ჩვენ მათზე ზევით ვართ და ყოველთვის მასე გავაგრძელებთ მე დარწმუნებულივარ და ბოლოს ის ხანგრზლივი დანამდვილად დიდი ხანი გავიდა რაც ეს თასი არ მოუგია გუნდს და ისე არ წავიდა მაინც გუნდიდან, რომ რაღაცა დაუტოვა ამიტომ იმსახურებს მადლობას ჩემი აზრით და წარმატებას სამომავლოდ.
0
№13
ავტორი: Jorj
24 მაი 2016 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ლუი ძაან სერიოზული მწვრთნელია,მაგრამ უკვე არა კლუბისთვის, ნაკრებში რო წავიდეს ისევ მისთვისაც უკეთესი იქნება და ნაკრებისთვისაც...
0
№14
ავტორი: temo-scholes
24 მაი 2016 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: RojoDiablo
ლუის ერთი დიდი დადებითი ის არის, რომ ესმის კლუბის მასშტაბური მნიშვნელობა და ამას აფასებს. ასე თუ ისე, მაინც მადლობა, რომ ხელი მოკიდა ისეთ სარისკო საქმეს, როგორიც "იუნაიტედის" ჩაბარება იყო ფერგის მერე. რომ არ გამოუვიდა, ვნახეთ, მაგრამ რაღაც მანაც გააკეთა კარგი. თუნდაც ლივერპულის ხათქა-ხუთქი ავიღოთ.

+1 მაგრად მაცინე ხათქა-ხუთქზე... wink wink derpthumb
0
№15
ავტორი: glory28
24 მაი 2016 02:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მაინც კეთილი სურვილებით დავემშვიდობები ამ ღაბაბას wink
0
№16
ავტორი: dybbuk
24 მაი 2016 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
ჩაიდე ეგ 5 მლნ რაც კომპენსაციის სახით მოგცეს და მშვიდად წადი პენზიაზე, ესეც დაისვენებს და ჩვენც
0
№17
ავტორი: Iunaitedi
24 მაი 2016 06:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Amazing Redman
რავიცი რაც ვლანძღეთ და ვაგინეთ იმის და მუხედავად თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი გუნდი, მოდი რახან წავიდა ისაც ავღნიშნოდ რადგან ნამდვილად ეკუთნის მადლობა იმის გამო, რომ 1 რიგში რეშფორდი აღმოაჩინა რადგან არი ძალაინ მაღალი ჰაი კლასი მოთამაშე იზრდება, უნდა ავღნიშნო. მე-2 ის რომ ნამდვილად უნდა დავინახოთ მთელი სეზონი 17-18 წლლის ბავშევბით მე-5-ზე გავიდა ჩემთვის ნმადვილად ეგაც მიღწევა ამ სეზონში და მემგონი, რომ ტრანვების მხრივ ნამდვილად არ გაუმართლა გუნდსაც და ვან გაალსაცთორე მე მაინც მგონია რო EPL-ს თუ არა მე-2 ზე მინიმუმ გავიდოდით. მე-3 ის რომ ლივერპულის დონის გუნდი არ გახდა მიუხედავად იმის თუ რამხელა ჩავარდნა ქონდა ტრანვების მხრივ გუნდს და დღეს ჩვენ მათზე ზევით ვართ და ყოველთვის მასე გავაგრძელებთ მე დარწმუნებულივარ და ბოლოს ის ხანგრზლივი დანამდვილად დიდი ხანი გავიდა რაც ეს თასი არ მოუგია გუნდს და ისე არ წავიდა მაინც გუნდიდან, რომ რაღაცა დაუტოვა ამიტომ იმსახურებს მადლობას ჩემი აზრით და წარმატებას სამომავლოდ.

Aba raa.
0
№18
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 მაი 2016 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის მანჩესტერი ისეთი ვერ იყო როგორიც უნდა ყოფილიყო მადლობა მაინც ეკუთვნის ალბათ ლუის. მთლიანობაში მისი მუშაობა უარყოფითად უნდა შეფასდეს რა თქმა უნდა, მაგრამ გამონათებები ქონდა, თუმცა მან ვერ მოახერხა სტაბილური გუნდის შექმნა და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რის გამოც ის გაუშვეს მანჩესტერიდან.
0
№19
ავტორი: hemi
24 მაი 2016 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეეეჰ ლუი შენი აქ დარჩენა შენს ხელში იყო მარა 2 წელი ელექტროდი არ გაგიგდია ხელიდან და ფეხბურთის მაგივრად სვარკას გვაყურებინებდი, კიდე იმდენი რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება შენზე ცუდის მარა მოდი მკვდარზე ცუდს არ ამბობენო და წასულიხარ უკვე და კარგად აბა
0
№20
ავტორი: stepno
24 მაი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ახალგაზრდებისთვის მადლობა განსაკუთრებიტ რეშფორდისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top