თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2016, 00:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3206,
კომენტარები: 30
BBC: მოურინიო მომდევნო კვირაში "იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება
ბი-ბი-სი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
BBC: მოურინიო მომდევნო კვირაში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოს ახალ მწვრთნელად მალე დანიშნავს, იტყობინება BBC Sport.

პორტუგალიელი დეკემბერში "ჩელსის" დატოვების შემდეგ უმუშევარია. მის სახელს კი უკავშირებენ "იუნაიტედს", რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

ცნობილია, რომ 53 წლის სპეციალისტთან შეთანხმება "კრისტალ პალასთან" ფინალურ მატჩამდე იქნა მიღწეული.

კლუბი ახალი ამბის გამოცხადებას მომდევნო კვირაში აპირებს, როცა ვან გაალს პოსტიდან დაითხოვს.

ჰოლანდიელს კიდევ ერთი სეზონი აქვს დარჩენილი თავისი სამწლიანი კონტრაქტიდან, მაგრამ მიუხედავად 250 მლნ. ფუნტის დახარჯვისა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელის მოყვანისა, მისი გუნდის შედეგები და თამაში გულშემატკივრებს იმედს უცრუებს, რადგანაც კლუბმა პრემიერ ლიგის ბოლო სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით "იუნაიტედი" ინგლისის თასს დაეუფლა, ეს ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი და ის პოსტს დატოვებს.

ასევე მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ვან გაალს მხარს უჭერდა და კლუბში არიან მის ნაცვლად რაიან გიგზის დანიშვნის მომხრეებიც, არჩევანი მაინც მოურინიოზე შეჩერდა და უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომ "წითელი ეშმაკების" მომდევნო მწვრთნელი ის იქნება.

წყარო: bbc
ახალი ამბები
30 კომენტარი
№21
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2016 08:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: MANUTD1878
რო გაიძახით მაგარ გუნდს დააყენებსო გაიხსენეთ ერთი რომელ გუნდშიც მივიდა რა შემადგენლობა დახვდან ჩელსი, ინტერი, რეალი, ვარსკვლავებით გაძეძგილი იყო გუნდები, მაგას თუ რამე შეუძლია უკვე დაყენებულ გუნდში ვარსკვლავებთან მუშაობაა, მანჩესტერი ეხლა შენების პროცესშია და მოურინიო არ გამოადგება არანაირად, ჩელსიში რო დაიწყო თაობათა ცვლა მიიყვანეს და დედის მუ*ელი მოუ**** გუნდს, ძაან დიდი შეცდომა იქნება თუ ამას მოათრევენ, არარის მანჩესტერის კაცი, ***ას.

ინტერი იყო ვარსკვლავებით გატენილი გუნდი?

თუ "პორტუ" ნეტა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№22
ავტორი: giorgiginturi
22 მაი 2016 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ნეტავ ეს არ იყოს მორიგი ჭორი და რათქმაუნდა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუხარდეს აბა რააა wink ღმერთმა ქნას ეს მოშორდეს თავისი ფილოსოფიით და ახალი სისხლი ახალი ძალა მოვიდეს, დროა იუნაიტედს მწვერვალზე ვუყუროთ.....ძველი ღირსება და შიშის მომგვრელი მანჩესტერი მომენატრა ხალხნოოოოოოო..... wink
მე მჯერა ჟოზე მოურინიოსი!!! და ძალიან მაგარი ტრანსფერებისაც.....
რომლის შედეგიც პირველივე სეზონში ეპლის მოგება იქნება . gun2
0
№23
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 მაი 2016 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბბს ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი წყარო და იშვიათად, რომ ამათი გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე არ ყოფილიყოს... winked
0
№24
ავტორი: PLANeta
22 მაი 2016 10:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ძალიან კარგი მაგრამ ოფიციალურს დაველოდოთ. Mოუს მოსვლის მომხრე არ ვიყავი მაგრამ დეპაი ათამაშოს და არ ვჩივი wink ვფიქრობ არ გაუშვებს.
0
№25
ავტორი: vanovano
22 მაი 2016 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ეს გუნდის ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯია იმედია გაამართლებს მოუ.
ნეტავ რა ტრანსფერებს გააკეთებს ან ვის გაუშვებს ისეთი ფეხბურთელები არ გაუშვას რომ საგინებლად გვქონდეს საქმე
0
№26
ავტორი: hemi
22 მაი 2016 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: MANUTD1878
რო გაიძახით მაგარ გუნდს დააყენებსო გაიხსენეთ ერთი რომელ გუნდშიც მივიდა რა შემადგენლობა დახვდან ჩელსი, ინტერი, რეალი, ვარსკვლავებით გაძეძგილი იყო გუნდები, მაგას თუ რამე შეუძლია უკვე დაყენებულ გუნდში ვარსკვლავებთან მუშაობაა, მანჩესტერი ეხლა შენების პროცესშია და მოურინიო არ გამოადგება არანაირად, ჩელსიში რო დაიწყო თაობათა ცვლა მიიყვანეს და დედის მუ*ელი მოუ**** გუნდს, ძაან დიდი შეცდომა იქნება თუ ამას მოათრევენ, არარის მანჩესტერის კაცი, ***ას.

ინტერი იყო ვარსკვლავებით გატენილი გუნდი?

თუ "პორტუ" ნეტა?

უფრო პორტუ ალბათ:დ:დ:დ ხანდახან რას არ გაიგებ რა დაჟე ჩელსის სასტავიც არ ბრწყინავდა მაინცდამაინც და გაძეძგილიო:დ
ბიბისი სანდოა და რავი მგონი უკვე მისალოცი ამბავი მალე გაოფიციალურდეს და ეგაა რა ამოვისუნთქავტ
0
№27
ავტორი: Temuri miminoshvili
22 მაი 2016 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
Mainc didi imedi maq ,boloboo emociuri maincaa ,kai transferebi da egaaa ra

Xamesi gvinda roisi ,ras ityvit?
0
№28
ავტორი: Lalana
22 მაი 2016 13:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: MANUTD1878
რო გაიძახით მაგარ გუნდს დააყენებსო გაიხსენეთ ერთი რომელ გუნდშიც მივიდა რა შემადგენლობა დახვდან ჩელსი, ინტერი, რეალი, ვარსკვლავებით გაძეძგილი იყო გუნდები, მაგას თუ რამე შეუძლია უკვე დაყენებულ გუნდში ვარსკვლავებთან მუშაობაა, მანჩესტერი ეხლა შენების პროცესშია და მოურინიო არ გამოადგება არანაირად, ჩელსიში რო დაიწყო თაობათა ცვლა მიიყვანეს და დედის მუ*ელი მოუ**** გუნდს, ძაან დიდი შეცდომა იქნება თუ ამას მოათრევენ, არარის მანჩესტერის კაცი, ***ას.

დარწმუნებული ხარ შენ სიტყვებში,ჩელსის ის გუნდი,რომელიც ორიათას ოთხ წელს Dეიქმნა და ეს ზუსტად მაურინიო იყოო,რა აწყობილი გუნდი სად დახვდა ჩელსიში?მე კი მეგონა მან მიიყვანა ახალგაზრდა დროგბა,ესიენი,ტიაგო,პაოლო ფერეირა და რიკარდო კარვალიო.მას შემდეგ ამოიქაჩა ეს გუნდი.ინტერში საკმაოდ ბევრი ვინმე შეცვალა,მუნტარი,ქუარესმა,მანჩინი,პელე და მისვლის თანავე პირველივე წელს შედეგი დაიდო,თან ამბობთ ახალგაზრდებს არ აძლევსო შანს და ბალოტელი 18 წლის იყო როდესაც მგონი რეგულარულად ათამაშებდა.მოკლედ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით,მაგრამ ერთი კი ვიცი უძლიერესი მწვრთნელია და ამას მისი მოპოვებული თასებიც მეტყველებსს.ამიტომ დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

და ხო მგონი მოუ გვარდიოლაში ეშლება თორემ მასეთ რაღაცას არ იტყოდა.
0
№29
ავტორი: JuanMata
22 მაი 2016 15:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: MANUTD1878
რო გაიძახით მაგარ გუნდს დააყენებსო გაიხსენეთ ერთი რომელ გუნდშიც მივიდა რა შემადგენლობა დახვდან ჩელსი, ინტერი, რეალი, ვარსკვლავებით გაძეძგილი იყო გუნდები, მაგას თუ რამე შეუძლია უკვე დაყენებულ გუნდში ვარსკვლავებთან მუშაობაა, მანჩესტერი ეხლა შენების პროცესშია და მოურინიო არ გამოადგება არანაირად, ჩელსიში რო დაიწყო თაობათა ცვლა მიიყვანეს და დედის მუ*ელი მოუ**** გუნდს, ძაან დიდი შეცდომა იქნება თუ ამას მოათრევენ, არარის მანჩესტერის კაცი, ***ას.


მგონი გუარდიოლაში გეშლება, ეს გუარდიოლა წვრთნის მარტო ტოპ გუნდებს, ვარსკვლავებით გაძეძგილს :D

0
№30
ავტორი: ikeoni
22 მაი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Vnaxot
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top