ბი-ბი-სი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოს ახალ მწვრთნელად მალე დანიშნავს, იტყობინება BBC Sport.
პორტუგალიელი დეკემბერში "ჩელსის" დატოვების შემდეგ უმუშევარია. მის სახელს კი უკავშირებენ "იუნაიტედს", რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
ცნობილია, რომ 53 წლის სპეციალისტთან შეთანხმება "კრისტალ პალასთან" ფინალურ მატჩამდე იქნა მიღწეული.
კლუბი ახალი ამბის გამოცხადებას მომდევნო კვირაში აპირებს, როცა ვან გაალს პოსტიდან დაითხოვს.
ჰოლანდიელს კიდევ ერთი სეზონი აქვს დარჩენილი თავისი სამწლიანი კონტრაქტიდან, მაგრამ მიუხედავად 250 მლნ. ფუნტის დახარჯვისა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელის მოყვანისა, მისი გუნდის შედეგები და თამაში გულშემატკივრებს იმედს უცრუებს, რადგანაც კლუბმა პრემიერ ლიგის ბოლო სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით "იუნაიტედი" ინგლისის თასს დაეუფლა, ეს ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი და ის პოსტს დატოვებს.
ასევე მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ვან გაალს მხარს უჭერდა და კლუბში არიან მის ნაცვლად რაიან გიგზის დანიშვნის მომხრეებიც, არჩევანი მაინც მოურინიოზე შეჩერდა და უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომ "წითელი ეშმაკების" მომდევნო მწვრთნელი ის იქნება.
წყარო:
bbc