ლუი ვან გაალის კომენტარი "ბორნმუთთან" მატჩის წინ.
კვირას პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელ ტურში მოვლენათა იდეალურად განვითარების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში მოხვდება და ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
იმისათვის, რომ "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა შეძლოს, "წითლებმა" უნდა დაამარცხონ "ბორნმუთი", ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" ვერცერთი ქულა ვერ უნდა აიღოს "ლიბერთი სტედიუმზე" "სუონსისთან" მატჩში.
"წითელ ეშმაკებს" ამგვარი სცენის თავიდან არიდება "ვესტ ჰემთან" შუა კვირაში გამართული მატჩის ხარჯზე შეეძლოთ, მაგრამ ვან გაალის გუნდი ლონდონში "აპტონ პარკზე" 3-2 დამარცხდა. თუმცა ჰოლანდიელს არ მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი დასრულებულია და პირიქით, მას სჯერა, რომ კვირას ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"ახლა "მანჩესტერ სიტიზე" ვართ დამოკიდებული და ეს არის სხვაობა. სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად შანსი გვქონდა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე. "ვესტ ჰემს" 2-1 ვუგებდით მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ შეხვედრა დავთმეთ. სამწუხაროა, რადგან ახლა დამოკიდებული ვართ. ჯერ კიდევ შესაძლებელია, ასე რომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ვან გაალმა.
უელსურ პრესაში მიმდინარე კვირაში ხშირად იწერებოდა, რომ "სუონსის" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გუიდოლინი რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს "სიტისთან" მატჩში, რადგანაც გუნდი ამჟამად მე-11 ადგილზე იმყოფება და მოტივაცია დაკარგული აქვს.
პრესკონფერენციის მსვლელობისას ვან გაალს ჰკითხეს, თუ მიაყენებდა ზიანს "იუნაიტედის" შანსებს ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ვან გაალმა კრიტიკის ნაცვლად შემდეგი პასუხი გასცა:
"დიახ, მაგრამ მეც ვასვენებდი ფეხბურთელებს, ასე რომ, "სუონსი სიტისაც" შეუძლია. მწვრთნელის მოვალეობა ის არის, რომ გააკეთოს ის, რასაც გუნდისთვის საჭიროდ მიიჩნევს, მე ამას ვერ განვსჯი. ჩემი საქმეც ასეა. "ბორნმუთის" წინააღმდეგ ვთამაშობთ და არა "სიტის".წყარო:
manutd.com