თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2016, 21:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2655,
კომენტარები: 22
ვან გაალი: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"
ლუი ვან გაალის კომენტარი "ბორნმუთთან" მატჩის წინ.
ვან გაალი:
კვირას პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელ ტურში მოვლენათა იდეალურად განვითარების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში მოხვდება და ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

იმისათვის, რომ "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა შეძლოს, "წითლებმა" უნდა დაამარცხონ "ბორნმუთი", ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" ვერცერთი ქულა ვერ უნდა აიღოს "ლიბერთი სტედიუმზე" "სუონსისთან" მატჩში.

"წითელ ეშმაკებს" ამგვარი სცენის თავიდან არიდება "ვესტ ჰემთან" შუა კვირაში გამართული მატჩის ხარჯზე შეეძლოთ, მაგრამ ვან გაალის გუნდი ლონდონში "აპტონ პარკზე" 3-2 დამარცხდა. თუმცა ჰოლანდიელს არ მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი დასრულებულია და პირიქით, მას სჯერა, რომ კვირას ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"ახლა "მანჩესტერ სიტიზე" ვართ დამოკიდებული და ეს არის სხვაობა. სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად შანსი გვქონდა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე. "ვესტ ჰემს" 2-1 ვუგებდით მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ შეხვედრა დავთმეთ. სამწუხაროა, რადგან ახლა დამოკიდებული ვართ. ჯერ კიდევ შესაძლებელია, ასე რომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ვან გაალმა.

უელსურ პრესაში მიმდინარე კვირაში ხშირად იწერებოდა, რომ "სუონსის" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გუიდოლინი რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს "სიტისთან" მატჩში, რადგანაც გუნდი ამჟამად მე-11 ადგილზე იმყოფება და მოტივაცია დაკარგული აქვს.

პრესკონფერენციის მსვლელობისას ვან გაალს ჰკითხეს, თუ მიაყენებდა ზიანს "იუნაიტედის" შანსებს ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ვან გაალმა კრიტიკის ნაცვლად შემდეგი პასუხი გასცა: "დიახ, მაგრამ მეც ვასვენებდი ფეხბურთელებს, ასე რომ, "სუონსი სიტისაც" შეუძლია. მწვრთნელის მოვალეობა ის არის, რომ გააკეთოს ის, რასაც გუნდისთვის საჭიროდ მიიჩნევს, მე ამას ვერ განვსჯი. ჩემი საქმეც ასეა. "ბორნმუთის" წინააღმდეგ ვთამაშობთ და არა "სიტის".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
22 კომენტარი
№11
ავტორი: PLANeta
13 მაი 2016 23:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: Chaxrux
რა იქნება ერთხელ დიმა ობოლაძის აზრი წავიკითხო აქ მანჩესტერზე... ლიგაზე ვერ გავა მანჩესტერი ალბათ და ჯობია გიგზს მისცენ იმდენი დრო რამდენიც ვან გაალს და მიხედოს ახალგაზრდა ბიჭებით დაიწყოს თავიდან, არავინ გააკრიტიკებს... სიმეონეს და კლოპის ნაირი კაცის გარდა ამ გუნდს ვერავინ ვერ უშველის დაკომპლექსებულები არიან მოტივაცია არ აქვთ... სად ახალგაზრდა რუნი პიტბულივით რო იყო სად ეხლა მილიარდერი ))) ახალგაზრდებს თავის და უნებურად აქვთ გამბედაობა და მოტივაცია...

ზუსტად ეგ აზრი მიტრიალებს თავში პოლი ან რაიანი მთავარ მწვრთნელად. თუმცა ორივე იქნება შტაბში )) მოტივაცია არააქვთ ტიპებს ამას მწვრთნელი უნდა და არა ლუის ვან გაალი
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მაი 2016 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იბრძოლე, იბრძოლე areyoukiddingme
0
№13
ავტორი: ikeoni
13 მაი 2016 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Amas ki novugebt magram ar caagebs ra is deda motynuli sitii
0
№14
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2016 23:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გავარდნის კანდიდატი რომ ყოფილიყო სუონსი, იმედი მექნებოდა და ძალიან დიდიც. მაგრამ გუნდს აღარც რამე აქვს მოსაპოვებელი და აღარც რამე დასაკარგი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: de gea1
13 მაი 2016 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ეს ცენზურაა თუ მეჩვენება? jackie
0
№16
ავტორი: SirAlexFerg
14 მაი 2016 01:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
ციტატა: de gea1
ეს ცენზურაა თუ მეჩვენება? jackie

ra gechvebeba xoar gadaob
0
№17
ავტორი: JuanMata
14 მაი 2016 01:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სიტიმ რომ წააგოს ისევ, უნდა დახურონ ვაფშე კლუბი და თავი აიფეთქონ.

ვან გაალს ახლავე შეუძლია აიფეთქოს თავი.
0
№18
ავტორი: de gea1
14 მაი 2016 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
რაც ეხლა ხდება გუნდში იმის დასტურია რომ, ყველას კიდია კლუბის ინტერესები და ყველა ტთავისას უბერავს ვინ გაიტანს თავის აზრს, აი მაგალითად ფ სქოულზიდან დაწყებული დამთავრებული მსოფლიოთი ყველა აგინებს ვან გაალს, ამ დროს ფერგისონიდან დაწყებული გლეიზერებიდან დამთავრებული ყველას კიდია გუნდს ვან გაალი რას უშვება
0
№19
ავტორი: Lee Sharpe
14 მაი 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ბოლომდე ბრძოლის მნიშვნელობა იცი საერთოდ შე ყვერო? ბოლომდე ვესთ ჰემთან უნდა გებრძოლა შე უუნარო იმბეცილო
0
№20
ავტორი: temo-scholes
14 მაი 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ამის ***** წითელ სახეს როდის აგარ დავინახავ მანჩეში.... no angry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top