თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2016, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3445,
კომენტარები: 28
მოურინიო თავის მომავალს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ სამომავლო გეგმების შესახებ.
მოურინიო თავის მომავალს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონიდან ის აუცილებლად დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას, ამის პარალელურად კი ლუი ვან გაალის მდგომარეობა "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ უფრო მძიმდება.

"წითელმა ეშმაკებმა" უნდა დაამარცხონ "ბორნმუთი", ხოლო "სიტი" უნდა დამარცხდეს "სუონსისთან", რათა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდეს.

"ბოლეინ გრაუნდზე" 3-2 დამარცხების შემდეგ მოურინიოს კიდევ უფრო გაეზარდა "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაოდ გადასვლის შანსი. პორტუგალიელმა მექსიკაში FIFA-ს ლეგენდების გუნდი გაწვრთნა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გაესაუბრა.

მოურინიომ სასტუმროში ყოფნისას "იუნაიტედის" მატჩის შედეგი შეამოწმა, რის შემდეგაც მას ჰკითხეს, მოახდენდა თუ არა ეს მის მომავალზე გავლენას.

"ჯერ კიდევ დიდი დროა, - უპასუხა მოურინიომ. "არ ვიცი. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ჯერ კლუბი არ მყავს, FIFA-ს ლეგენდების გამარჯვებას ველოდი ხელშეწყობისთვის, მაგრამ მატჩი წავაგეთ და ახლა უფრო გამიჭირდება კლუბის პოვნა".

პორტუგალიელმა ასევე განაცხადა, რომ ივლისში დაუბრუნდება სამუშაოს, მაგრამ ასევე დაამატა, რომ რომელ კლუბშიც არ უნდა წავიდეს, ვადის გამო მუშაობა გაურთულდება.

"რთულია, რადგან ახალ კლუბში რომ მიდიხარ ამ დროს კლუბებს უკვე საქმის ნაწილი გაკეთებული აქვთ. მაგალითს დაგისახელებთ. "ჩელსის" მწვრთნელი არა ვარ, მაგრამ "ჩელსის" წინასასეზონო ტურნეს ბევრი ასპექტი მე დავგეგმე, რადგან ამის გაკეთება 10 თვის წინ მომიხდა.

კლუბებს კომერციული, მარკეტინგული დეპარტამენტი აქვთ, რომლებიც ყველაფერში ერევიან. როცა მწვრთნელი მაისში, ივნისში მიდის, ძალიან რთულია სხვადასხვა რამეზე გავლენის მოხდენა და ეს ვიცით".


"იუნაიტედი" 22 ივლისს დორტმუნდის "ბორუსიას" შანხაიში შეხვდება, სამ დღეში კი პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის".

მოურინიო თავის მომავალს გამოეხმაურა


იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი გუნდს ინგლისის თასს მოაგებინებს, "ლესტერ სიტის" ქომუნითი შიდლისთვისაც დაუპირისპირდება.

"ფეხბურთელებზე დაკვირვება წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არ არის ევროპის ჩემპიონატის მსგავსი გამოწვევა, სადაც ნიჭიერებს სასწაულით აღმოაჩენ. ყველას ვიცნობთ, ასე რომ, მხოლოდ შენი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელების შერჩევაღა დარჩა მთავარ საკითხად, რადგანაც სკაუტები, ჩვენი სტრუქტურით, ბევრი, ბევრი ფეხბურთელის იქცევიან აკეთებენ ასე".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
28 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
12 მაი 2016 21:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
დიდი ალბათობით მოვა
0
№22
ავტორი: gaga1987
12 მაი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ზუსტადაც რო მოურინიო უნდა მოიყვანოს.ის ახალგაზრდები ვინც კარგად წარმოაჩინა თავი მაინც დატოვებს და იმედია გუნდს გაასუფთავებს.აი მაგიტო მინდა მაგის მოსვლაააა გასაწმენდიააა გუნდი თან სასტიკად.
0
№23
ავტორი: SirAlexFerg
13 მაი 2016 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
simeones shansebi 1%-ia mosvlis ancelotti bavariashia kloppi sadacaa xedavt aseve pepic , pochetinom gaaxangrdzliva. erti ram rac aris 100% it nateli aris is rom rom gunds gamocdili da magali donis specialisti chirdeba da aqedan arcert aspekta ar akmakofilebs giggsi da kide eqsperimentebis dro ar aris xoda amitom sanam droa unda moikvanon es kaci, mata mata mata ra sheeecitt am matas bicho kleze ekida chelseashi amas mata ar chirdeboda imito ro ufro magali donis gamtamaasheblebi kavda da ra gautraket saqme to igive sheidzleba itqvas de bruynzec sa sturridgzec rato ar gindat ro gaigot too
0
№24
ავტორი: stepno
13 მაი 2016 04:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Arunda bevrii laparakii modii raa gtxooovv
0
№25
ავტორი: mutlismokvaruli
13 მაი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ამაზე უკეთესი ვინ უნდა მოიყვანონ ბიჭო არ გადამრიოთ
0
№26
ავტორი: WeAreUnited
13 მაი 2016 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ერთადერთი შანსი არის ატლეტიკომ წააგოს ფინალი სიმეონე აღარ დარჩება გუნდში თვითონ და აი მერე შეიძლება რომ ავიყვანოთ არანაირი მაურინიო არ უშველის გუნდს რა აღარ ვარგა ეს ავტობუსობანა დაულეგებლი და მე თუ მკითხავ გიგზი გვინდა ჩვენ იმიტომ რომ ამ სიტუაციას მოერგება კორეკტირებას შეიტანს და დამიჯერეთ ძალიან კარგ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს :)
0
№27
ავტორი: army13
13 მაი 2016 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
modi sheni dedac mov***
0
№28
ავტორი: JuanMata
14 მაი 2016 02:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: WeAreUnited
ერთადერთი შანსი არის ატლეტიკომ წააგოს ფინალი სიმეონე აღარ დარჩება გუნდში თვითონ და აი მერე შეიძლება რომ ავიყვანოთ არანაირი მაურინიო არ უშველის გუნდს რა აღარ ვარგა ეს ავტობუსობანა დაულეგებლი და მე თუ მკითხავ გიგზი გვინდა ჩვენ იმიტომ რომ ამ სიტუაციას მოერგება კორეკტირებას შეიტანს და დამიჯერეთ ძალიან კარგ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს :)


მოურინიო და სიმეონე ზუსტად ერთი სტილის მწვრთნელები არიან, ორივე კონტრშეტევბზე აწყობს თამაშს, და თავს იცავს მთელი გუნდით, განსხვავება ისაა, რომ სიმეონე ბევრად უფრო სვარკა და უხეშ თამაშს თამაშობს ვიდრე მაურინიო.

ნებისმიერი თამაშინ ნახე ატლეტიკოსი, მითუმეტეს რომელიმე გრანდთან, მთელი გუნდი ზის დაცვაში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top