თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2016, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3445,
კომენტარები: 28
მოურინიო თავის მომავალს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ სამომავლო გეგმების შესახებ.
მოურინიო თავის მომავალს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონიდან ის აუცილებლად დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას, ამის პარალელურად კი ლუი ვან გაალის მდგომარეობა "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ უფრო მძიმდება.

"წითელმა ეშმაკებმა" უნდა დაამარცხონ "ბორნმუთი", ხოლო "სიტი" უნდა დამარცხდეს "სუონსისთან", რათა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდეს.

"ბოლეინ გრაუნდზე" 3-2 დამარცხების შემდეგ მოურინიოს კიდევ უფრო გაეზარდა "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაოდ გადასვლის შანსი. პორტუგალიელმა მექსიკაში FIFA-ს ლეგენდების გუნდი გაწვრთნა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გაესაუბრა.

მოურინიომ სასტუმროში ყოფნისას "იუნაიტედის" მატჩის შედეგი შეამოწმა, რის შემდეგაც მას ჰკითხეს, მოახდენდა თუ არა ეს მის მომავალზე გავლენას.

"ჯერ კიდევ დიდი დროა, - უპასუხა მოურინიომ. "არ ვიცი. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ჯერ კლუბი არ მყავს, FIFA-ს ლეგენდების გამარჯვებას ველოდი ხელშეწყობისთვის, მაგრამ მატჩი წავაგეთ და ახლა უფრო გამიჭირდება კლუბის პოვნა".

პორტუგალიელმა ასევე განაცხადა, რომ ივლისში დაუბრუნდება სამუშაოს, მაგრამ ასევე დაამატა, რომ რომელ კლუბშიც არ უნდა წავიდეს, ვადის გამო მუშაობა გაურთულდება.

"რთულია, რადგან ახალ კლუბში რომ მიდიხარ ამ დროს კლუბებს უკვე საქმის ნაწილი გაკეთებული აქვთ. მაგალითს დაგისახელებთ. "ჩელსის" მწვრთნელი არა ვარ, მაგრამ "ჩელსის" წინასასეზონო ტურნეს ბევრი ასპექტი მე დავგეგმე, რადგან ამის გაკეთება 10 თვის წინ მომიხდა.

კლუბებს კომერციული, მარკეტინგული დეპარტამენტი აქვთ, რომლებიც ყველაფერში ერევიან. როცა მწვრთნელი მაისში, ივნისში მიდის, ძალიან რთულია სხვადასხვა რამეზე გავლენის მოხდენა და ეს ვიცით".


"იუნაიტედი" 22 ივლისს დორტმუნდის "ბორუსიას" შანხაიში შეხვდება, სამ დღეში კი პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის".

მოურინიო თავის მომავალს გამოეხმაურა


იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი გუნდს ინგლისის თასს მოაგებინებს, "ლესტერ სიტის" ქომუნითი შიდლისთვისაც დაუპირისპირდება.

"ფეხბურთელებზე დაკვირვება წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არ არის ევროპის ჩემპიონატის მსგავსი გამოწვევა, სადაც ნიჭიერებს სასწაულით აღმოაჩენ. ყველას ვიცნობთ, ასე რომ, მხოლოდ შენი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელების შერჩევაღა დარჩა მთავარ საკითხად, რადგანაც სკაუტები, ჩვენი სტრუქტურით, ბევრი, ბევრი ფეხბურთელის იქცევიან აკეთებენ ასე".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
28 კომენტარი
№11
ავტორი: Iunaitedi
12 მაი 2016 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: ჩესტერ
Iunaitedi sheen! yvela mwvrtnels udgeba cudi periodi tumca moum chempioni gaxhada gundi da chempionta ligis pavoritic iyo me mgoni amdenic ar dauxharjia da naxevari sezonis gamo gaushves.. aman ver ivarga imitom ro holandiuri stili premier ligashi daichagra da vudvurdma imedia axla mainc gaaxhila tvali tore shen tu mous winaagmdegi xhar me gigsi mirchevnia yvelas.. nevilic ki mirchevnia amas

Me dzma gudnistvis raciqneba uketesi imisken viqnebi. Vnaxot raiqneba. Mtavaria Iunaitedma daibrunos saxeli da vincunda is moiyvanon. Ise klopi guardiola jozefinas dapirispireba saintereso iqneba.
0
№12
ავტორი: ikeoni
12 მაი 2016 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ნახოთ რაღა დარჩა სეზონის დასრულებამდე
0
№13
ავტორი: gela-manchesteri
12 მაი 2016 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
არც მაურიბიოშია ხსნა და საშველი მოვა და დარცმუნდებით ვარესი მოგვივა მანჩეს ან სიმეონე ან ანჩელოტი ან გიგზი უნდა
0
№14
ავტორი: PLANeta
12 მაი 2016 17:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: shotkin
ციტატა: Iunaitedi
mourinios mosvla riskad mechveneba. Da giirs ki gariskvad.? Me mgonia vangaals datoveben isev. Vnaxot raiqneba an kai moxdeba rame an isev ise cudad ganvitardeba movlenebi.



თუ ძმახარ გეხვეწები ამაზე დიდი რისკი აღარ არსებობს ან რაუნდა მოხდეს ჰა ჰა მეორე მილანი გავხდეთ ეხლა ისეთი სიტუაციაა გარისკვად ნამდვილა დ ღირს

Xo nu magas vambob mec girs tuaragariskva. Anu tu jozefina movida masac dajirdeba savaraudod imdeni dro rac vangaals an ufro cota. Da aris vangaalis kide 1 weli. Bolobolo misi saxeli sheilaxa ukve da kai fexburtelebis moyvanit iqneb datovon ravici. Tan am axalgazrdebtan saerto ena gamonaxa. Gaagdos roxo lingardi da iqneb gveshvelosravici.

აზრი იმ ერთი წლის დატოვების მომავალ სეზონში შემცვლელი იქნება მოსაძებნი და მერე კიდევ შეგუება ახლა ლიგასთან კლუბთან და ათასი რამ. არ ვარ მომხრე ჟოზეს მოყვანის თუ მანჩესტერი ვართ უნდა ვითამაშოთ ცივსისხლიანად ვცეთ პატივი გუნდს ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არა ავტობუსი + ტიკი ტაკა. სქოულზი ან გიგზი
0
№15
ავტორი: Best 7
12 მაი 2016 18:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს თუ გადაგვარჩენს თორემ
0
№16
ავტორი: JuanMata
12 მაი 2016 18:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ თამაშობს არანაირ ავტობუსს მოურინიო, ტაქტიკას ირჩევს იმის მიხედვით რა გუნდი ყავს და ვინაა მოწინააღმდეგე.
იგივე სიმეონე, ძლიერ გუნდებთან თამაშობს საშინელ სვარკას და კლავს თამაშს, მაგრამ ამართლებს.

მგონი რეალის რეკორდული შედეგი მოწმობს იმას რომ მოურინიოს შეუძლია შემტევი თამაში, 122 გოლი და 100 ქულა ერთ სეზონში.

იგივე ანჩელოტი ავიღოთ, ბაიერნთან სრულიად დაუთმო თამაშის ინიციატივა და კონტრშეტევებზე იჭერდა და გაიგდო კიდეც წიხლქვეშ.

არ ვამბობ რომ მოურინიო პანაცეაა და ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ლუის რამე რომ შეძლებოდა, 2 წლის მერე გუნდს უკვე უნდა ეტყობოდეს. კლოპი ერთი სეზონია ლივერპულშია და პროგრესი იგრძნობა, მანჩესტერში არ იგრძნობა. და მარსიალის სოლო-რეიდებს თქვენ თუ პროგრესს ეძახით, მაშინ საერთოდ ფეხბურთი არ იცით, ფეხბურთი პირველ რიგში გუნდური თამაშია, და კარგი ტაქტიკა ერთმანეთთან შეთამაშება და ერთმანეთის გაგება ხდის გუნდს ძლიერს.
0
№17
ავტორი: tupaca
12 მაი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: gela-manchesteri
არც მაურიბიოშია ხსნა და საშველი მოვა და დარცმუნდებით ვარესი მოგვივა მანჩეს ან სიმეონე ან ანჩელოტი ან გიგზი უნდა
აბა გიგზი დაღუპავს მანჩესტერს თუ დაღუპავს :D ანჩელოტი სამი წლით დაკავებულია სიმეონე მანჩესტერში არ წამოვა და არც ფანებს უნდათ ასე რო ყველაზე კაი ვარიანტი მაურინიოა სწრაფად დადებს შედეგს და კაცს თვითონაც ევასება მანჩესტერი თან კიდე ჩელსისთან და გუარდიოლასთან თავის ანგარიშები აქ ვენგერს კიდე ჯიბეში ისვავს :D
0
№18
ავტორი: hemi
12 მაი 2016 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ვერანაირად ვერ ვგებულობ ლუის დარჩენა რა ლოგიკითაა კარგი, პირიქით უფრო დიდი რისკია მაგიშ აქ დარჩენა წინა სეზონში დაჟე მეოთხეზე ვიყავიტ ახლა რო მკითხო მეხუთეც სათუოა, და მე მაგალითად ანჩელოტი, სიმეონე, კლოპი, მოუირინიო გიგზი ამათ მეტს არავიშ ჩავაბარებდი იუნაიტედს, სიმეონრ არ მოდის ხედავთ დანარჩენები წავიდნენ უკვე სხვაგან, გიგზმა სხვა გუნდი უნდა გაწვრთნას ჯერ და გვანახოს რა შეუძლია იქნება მეორე კინია მწვრთნელიბაში, ჰოდა მოურინიო არი ზედგამოჭრილი ვარიანტი, ვერ გავიგე რა ავტობუსი აგიჩემებიათ პიროვნება თუ არ გევასებათ და ნუ რატო არ გევასებათ ეგეც გაუგებარია, მოვა კაცი დააწყობს გუნდს, სწორ ტაქტიკას შეარჩევს, ფეხბურთელს თავის პოზიციაზე ათაშებს, ვარსკვლავებსაც დაითრევს თუ საჭირო გახდა და დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 2 წელში რპლს დადებს
0
№19
ავტორი: Amazing Redman
12 მაი 2016 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
ამ კაცის არმჯერა რო იუნაიტედს რამეს უშველი ნუ გაქვთ ჩაციკლული, თითქოს ვსო ეს მოვა და რამე ეშველება გუნდს. რაც დღეს ჭირს არანაკლები მდგომარებაში იქნება ჩვენი გუნდი. მე ვერვხედავ რა უნდა მოახერხოს ამან და ამოაქაჩინოს გუნდს თუ რაღაც არანორმალური ტრანსფერებს არ შეასრულებს, რაც მე არმევასება არასდროს ახალგაზრდებთან არ აქ ურთიერთობა და არ აძლევს შანს ასევე არ ენდობა დებრუინი, სტარიჯი და კიდე ბევრის ჩამოთვალ შემიზსლია, ვინც გუნდიდან გაექცა და ასევე ამოჩემაბა იცის მოთამაშეების მატა გვყავს მაგალითად და თქვენ ამ სირკაცას იმედიგაქვთ. ვაი ჩემი სანამ პერსპექტიულ მწვრთნელს არ მოვიყვანთ ჩელსიზე უარეს დღეში აღმოვჩნდებით და ლივერპულზეც თუმცა ლივერპულს ეშველა და ძალინ მაგარი მწვრთნელი ჩაიგდეს ხელში და გაუღიმათ ოცნებამ მომავალწელს ძლაინ მოხოდავს ლივერპოოლს კლოპი და მერე ვუყუროთ ჩენ იუნაიტედს ეურპა ლიგაზე გასვლა საოცნებოდ გვექნება. სიმეონე ჭირდება დღეს ჩვენ გუნდს თუ უნდა ლიგაზე გასვლა კიარა დღეს ოცნებად რო გვექცა არამედ ლიგის მოგება ეგ კაცი არის რომელსაც შეუძლია ახალი ისტორიი დაწერა ჩვენ გუნდში სხვას უბრალოდ ვერავის ვხედავ და ვერც ვერავინ დაწერს მაგაში დარწმუნებულივარ.
0
№20
ავტორი: marcos
12 მაი 2016 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
თუ მოდიხარ მოდი თუ არადა დავაი რაააა.. ახლა ამას ეხვეწეთ. როგო ვერ მიხვდნენ რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი მწვრთნელი რომელიც გულშემატკივარს და ფეხბურთელებს აიყოლიებს, და არა ისეთი სკამზე ერთადგილს რო ისიებს და ბლოკნოტში რაგაცეებს ჯღაბნის..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top