თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2283,
კომენტარები: 24
ფერდინანდი: "ვან გაალს დარჩენის ერთადერთი შანსი აქვს"
რიო ფერდინანდი "იუნაიტედის" მწვრთნელის შანსებზე საუბრობს.
ფერდინანდი:
რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების ერთადერთი შანსი ინგლისის თასის მოგებითა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლით მიეცემა.

"წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონის" დამარცხების შემდეგ ინგლისის თასის ფინალში გააღწიეს, სადაც 21 მაისს "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდებიან.

"იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად და მეოთხე ადგილზე მყოფ "არსენალს" ხუთი ქულითა და ერთი მატჩით ჩამორჩება. ფერდინანდს კი მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა ვან გაალს დარჩენის საბაბს მისცემს.

"თუ ინგლისის თასს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა, შეუძლია იჯდეს და თქვას, რომ ეს პროგრესია.


"მანჩესტერ იუნაიტედში" მომუშავე ხალხს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, გულშემატკივრებს რომ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ გუნდი არ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომლის ხილვაც მათ სურთ.

მათ სურთ ისეთი ფეხბურთის ხილვა, რომელიც მათი კლუბის ისტორიის შესაფერისია. ეს ყოველთვის ძალიან ბევრი შემტევი, შემტევი ფეხბურთი იყო.

თუმცა შაბათს იმ მატჩს ვუყურე და თუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი ბრუნდება, ლუი ვან გაალს დიდებული არგუმენტი ჰქონია ნაბიჯის წინ გადასადგმელად.

ამ სეზონში "იუნაიტედი" მოსაწყენ და არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ვან გაალი ქებას იმის გამო მაინც იმსახურებს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომელთა შორის რეშფორდი ასხივეს, გუნდში გამოაჩინა.

ფეხბურთისთვის დიდებულია, ქვეყანაში მომუშავე მწვრთნელებისთვის კი შესანიშნავი ასეთი მიდგომა.

ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა და ინგლისის თასის ფინალში გასვლა - თუმცა ჩემპიონატში არც ისე კარგად თამაშობენ - "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ვან გაალის კარგი ნაწილია",
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Roma
27 აპრილი 2016 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
Otxeulshi shesvlac gvinda da rasis mogebac mara es moashoron aqedan
0
№22
ავტორი: Esi
27 აპრილი 2016 23:59
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
სეზონის ბოლოს ვინც არ გაუშვას ის იყოს სახო
0
№23
ავტორი: stepno
28 აპრილი 2016 03:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეგრე თუ მოხდა დატოვებენ
0
№24
ავტორი: Legends For Ever
28 აპრილი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: Malboro463
ლიგაზე რომცც გავიდეს გუნდი მაინც უნდა გაუშვან ესეც და გიგსიც არცერთი არა დასატოვებელი

ციტატა: Malboro463
ლიგაზე რომცც გავიდეს გუნდი მაინც უნდა გაუშვან ესეც და გიგსიც არცერთი არა დასატოვებელი

Raa gigsi datovon gigs Ras erchi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top