რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების ერთადერთი შანსი ინგლისის თასის მოგებითა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლით მიეცემა.
"წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონის" დამარცხების შემდეგ ინგლისის თასის ფინალში გააღწიეს, სადაც 21 მაისს "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდებიან.
"იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად და მეოთხე ადგილზე მყოფ "არსენალს" ხუთი ქულითა და ერთი მატჩით ჩამორჩება. ფერდინანდს კი მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა ვან გაალს დარჩენის საბაბს მისცემს. "თუ ინგლისის თასს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა, შეუძლია იჯდეს და თქვას, რომ ეს პროგრესია.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მომუშავე ხალხს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, გულშემატკივრებს რომ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ გუნდი არ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომლის ხილვაც მათ სურთ.
მათ სურთ ისეთი ფეხბურთის ხილვა, რომელიც მათი კლუბის ისტორიის შესაფერისია. ეს ყოველთვის ძალიან ბევრი შემტევი, შემტევი ფეხბურთი იყო.
თუმცა შაბათს იმ მატჩს ვუყურე და თუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი ბრუნდება, ლუი ვან გაალს დიდებული არგუმენტი ჰქონია ნაბიჯის წინ გადასადგმელად.
ამ სეზონში "იუნაიტედი" მოსაწყენ და არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ვან გაალი ქებას იმის გამო მაინც იმსახურებს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომელთა შორის რეშფორდი ასხივეს, გუნდში გამოაჩინა.
ფეხბურთისთვის დიდებულია, ქვეყანაში მომუშავე მწვრთნელებისთვის კი შესანიშნავი ასეთი მიდგომა.
ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა და ინგლისის თასის ფინალში გასვლა - თუმცა ჩემპიონატში არც ისე კარგად თამაშობენ - "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ვან გაალის კარგი ნაწილია", - განაცხადა ფერდინანდმა.