თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2494,
კომენტარები: 26
სიმპსონი: "ვარდის გარეშეც შეგვიძლია მოგება"
"ლესტერ სიტის" მცველი მომდევნო მატჩზე საუბრობს.
სიმპსონი:
"ლესტერ სიტის" მცველი დენი სიმპსონი ამბობს, რომ მის გუნდს პრემიერ ლიგის მოგება "ოლდ ტრაფორდზე" ჯეიმი ვარდის გარეშეც შეუძლია.

"მელიების" თავდამსხმელი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 10 ათასი ფუნტითა და 1 შეხვედრის გამოტოვებით დასაჯა "ვესტ ჰემთან" მატჩში მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო.

თუმცა 29 წლის ფეხბურთელის არყოფნა "სუონსისთან" მატჩში კლაუდიო რანიერის გუნდს საერთოდ არ შეუმჩნევია, რამეთუ ლეონარდო ულიოას დუბლის წყალობით "ლესტერმა" 4-0 გაიმარჯვა.

იმ შემთხვევაში, თუ "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხეს, პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება და სიმპსონს იმედი აქვს, რომ მის გუნდს ამის გაკეთება წამყვანი ბომბარდირის გარეშეც შეუძლია.

"ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ შეტყობინება გავუგზავნეთ ყველას, ვინც ჩვენდამი ნეგატიურად იყვნენ განწყობილი.

გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ. ლეო "სუონსისთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჯეფ შლუპი კი შემოვიდა და ბრწყინვალე იყო.

დემარაი გრეიც შემოვიდა და ყველამ ვნახეთ, რა თამაში აჩვენეს მან და მარკ ოლბრაიტონმა.

ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანი გუნდი გვყავს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში მოდიან, ასევე კარგად თამაშობენ.

"ოლდ ტრაფორდზე" როდესაც არ უნდა ჩავიდეთ, ყოველთვის დიდი მატჩი გვაქვს.

გვინდა, ამისგან სიამოვნება მივიღოთ და რთულ კვირას მოუთმენლად ველოდებით. "ოლდ ტრაფორდზე" ჩავალთ, ვითამაშებთ და სამი ქულის აღებას ვეცდებით",
- განაცხადა სიმპსონმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
26 კომენტარი
№21
ავტორი: marcos
27 აპრილი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
სიმფსონ. ეს ოლდ ტრაფორდია!!!!
0
№22
ავტორი: redarmy10
27 აპრილი 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რაოოო? ამას შ** ააქ მემგონი თან ღრმად

ლესტერს მოუნდა 3 ქულა ოლდ ტრაფორდზეე ხოარ გამ**ვდა ეს

ლესტერს მოუნდა 3 ქულა ოლდ ტრაფორდზეე ხოარ გამ**ვდა ეს
0
№23
ავტორი: dybbuk
27 აპრილი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ჰანდიკაპით 1იანი ეს თამაში
0
№24
ავტორი: Lee Sharpe
27 აპრილი 2016 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
კლუბის აღზრდილი მაინც არ იყვეს ეს **** და არ იცოდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ აქვს იუნაიტედს **** მომინდომა მოგება! ლესტერს უნდა დამარცხდეს ოლდ ტრაფორდზე და იმედია მსაჯი ტრაკს არ მისცემს როგორც მთელი სეზონია, ვარდის დისკვალიფიკაცაიზე რომ გამოყვეს თავები და ყველა მეორეთამაშში პენალტს უდებენ
0
№25
ავტორი: hemi
27 აპრილი 2016 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აი პროსტა როგორი ნერვევი მეშლება ფეხბურთი რას დაამსგავს კაი რა, მანჩესტერზე რო ეგრე ლაპარაკობენ გასაგებია რო ვარდის გარეშეც თესლები არიან მარა მაინც რა და მერე მიდი და ლუი დატოვონო იძახეთ და კიდე ერთი ეპლის გრანდი გუნდების ფანებს რატო უნდათ ლესტერის ჩემპიონობა იმენა სირცხვილია მე პირადად მრცხვენია ვიგაცა ცენზურა გუნდა მართალია დამსახურებულად მარა ჩემპიონი რო ხდება არადა ვარდებოდნენ მაგას მერჩივნა ტოტენჰემი გამხდარიყი იმსახურებდნენ ყველანაირად თან ამდენი წელია სერიოზულად ყომარობენ ეე რა იმ ლიგის დედა ვატირე ლესტერი რო გაჩენპიონდება ცენზურა ლვგს და ხელმძღვანელობა
0
№26
ავტორი: Esi
28 აპრილი 2016 00:00
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
იუნაიტედთან ნუ გაგიჟდებით ახლა მაინც და მაინც...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top