"ლესტერ სიტის" მცველი დენი სიმპსონი ამბობს, რომ მის გუნდს პრემიერ ლიგის მოგება "ოლდ ტრაფორდზე" ჯეიმი ვარდის გარეშეც შეუძლია.
"მელიების" თავდამსხმელი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 10 ათასი ფუნტითა და 1 შეხვედრის გამოტოვებით დასაჯა "ვესტ ჰემთან" მატჩში მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო.
თუმცა 29 წლის ფეხბურთელის არყოფნა "სუონსისთან" მატჩში კლაუდიო რანიერის გუნდს საერთოდ არ შეუმჩნევია, რამეთუ ლეონარდო ულიოას დუბლის წყალობით "ლესტერმა" 4-0 გაიმარჯვა.
იმ შემთხვევაში, თუ "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხეს, პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება და სიმპსონს იმედი აქვს, რომ მის გუნდს ამის გაკეთება წამყვანი ბომბარდირის გარეშეც შეუძლია.
"ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ შეტყობინება გავუგზავნეთ ყველას, ვინც ჩვენდამი ნეგატიურად იყვნენ განწყობილი.
გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ. ლეო "სუონსისთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჯეფ შლუპი კი შემოვიდა და ბრწყინვალე იყო.
დემარაი გრეიც შემოვიდა და ყველამ ვნახეთ, რა თამაში აჩვენეს მან და მარკ ოლბრაიტონმა.
ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანი გუნდი გვყავს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში მოდიან, ასევე კარგად თამაშობენ.
"ოლდ ტრაფორდზე" როდესაც არ უნდა ჩავიდეთ, ყოველთვის დიდი მატჩი გვაქვს.
გვინდა, ამისგან სიამოვნება მივიღოთ და რთულ კვირას მოუთმენლად ველოდებით. "ოლდ ტრაფორდზე" ჩავალთ, ვითამაშებთ და სამი ქულის აღებას ვეცდებით", - განაცხადა სიმპსონმა.