უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ თავისი ტიტულების სიაში ინგლისის თასის შესამატებლად საუკეთესო შანსი ეძლევა.
"წითლების" კაპიტანმა "ევერტონთან" მატჩში ნახევარმცველის როლი მოირგო და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში თავი მრავალჯერ გამოიჩინა წარმატებული მოქმედებით. მარუან ფელაინისა და ენტონი მარსიალის გოლებით კი "იუნაიტედი" ტურნირის ფინალში მეცხრამეტედ გავიდა.
ინგლისის თასი ერთადერთი ინგლისური ტიტულია, რომელიც 30 წლის ფეხბურთელს მოგებული არ აქვს და ამის გაკეთებას 21 მაისს შეეცდება.
"ინგლისის თასის ორ ფინალში ვითამაშე, მაგრამ ორივე წაგებით დასრულდა. ეს არის ტიტული, რომლის მოსაგებად იღბალი დამაკლდა, ახლა კი კარგი შანსი გვაქვს. ვისაც არ უნდა შევხვდეთ ფინალში, რთული მატჩი გვექნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი ამას იმსახურებს- ისინი "უემბლიზე" ფინალურ მატჩზე უნდა მოვიდნენ და ჩვენ კარგი მატჩი ვაჩუქოთ.
ვფიქრობ, ჩვენთვის დიდებული შესაძლებლობაა. ბევრი ახალგაზრდა და ახალი ფეხბურთელია გასახდელ ოთახში, ასე რომ, დიდი დღე იქნება ფინალური მატჩი და იმედი მაქვს, რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისიც", - განაცხადა რუნიმ.
"უემბლიზე" მოპოვებული დრამატული გამარჯვება საგოლე მომენტებითა და მოვლენებით დახუნძლული იყო როგორც ერთი, ისევე მეორე გუნდის კართან. რუნი კი "იუნაიტედს" ნახევარდაცვიდან ეხმარებოდა.
"ვფიქრობ, თამაშში უფრო ჩართული ხარ, ამ პოზიციიდან უფრო მეტი გავლენა გაქვს. ვეცადე ის მეთამაშა, რასაც ვხედავდი და ამან გაჭრა, ჩემი და კერიკის წყალობით უფრო მეტი გამოცდილება გვქონდა ნახევარდაცვაში. როცა საჭირო იყო, თამაში დავამშვიდეთ, მით უმეტეს, გათანაბრების შემდეგ, ასე რომ, სიამოვნება მივიღე.
ვფიქრობ, მატჩების რაოდენობა, რომელიც მე ჩავატარე - ჯერ მხოლოდ 30 წლის ვარ - გუნდს ეხმარება და ვცდილობ, ჩემი თამაშით სიამოვნება მივიღო.