თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 11:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2533,
კომენტარები: 21
რუნი: "საუკეთესო შანსი მაქვს ოცნების ასახდენად"
უეინ რუნი ინგლისის თასზე წარმატების მიღწევის მოლოდინშია.
რუნი:
უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ თავისი ტიტულების სიაში ინგლისის თასის შესამატებლად საუკეთესო შანსი ეძლევა.

"წითლების" კაპიტანმა "ევერტონთან" მატჩში ნახევარმცველის როლი მოირგო და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში თავი მრავალჯერ გამოიჩინა წარმატებული მოქმედებით. მარუან ფელაინისა და ენტონი მარსიალის გოლებით კი "იუნაიტედი" ტურნირის ფინალში მეცხრამეტედ გავიდა.

ინგლისის თასი ერთადერთი ინგლისური ტიტულია, რომელიც 30 წლის ფეხბურთელს მოგებული არ აქვს და ამის გაკეთებას 21 მაისს შეეცდება.

"ინგლისის თასის ორ ფინალში ვითამაშე, მაგრამ ორივე წაგებით დასრულდა. ეს არის ტიტული, რომლის მოსაგებად იღბალი დამაკლდა, ახლა კი კარგი შანსი გვაქვს. ვისაც არ უნდა შევხვდეთ ფინალში, რთული მატჩი გვექნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი ამას იმსახურებს- ისინი "უემბლიზე" ფინალურ მატჩზე უნდა მოვიდნენ და ჩვენ კარგი მატჩი ვაჩუქოთ.

ვფიქრობ, ჩვენთვის დიდებული შესაძლებლობაა. ბევრი ახალგაზრდა და ახალი ფეხბურთელია გასახდელ ოთახში, ასე რომ, დიდი დღე იქნება ფინალური მატჩი და იმედი მაქვს, რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისიც",
- განაცხადა რუნიმ.

"უემბლიზე" მოპოვებული დრამატული გამარჯვება საგოლე მომენტებითა და მოვლენებით დახუნძლული იყო როგორც ერთი, ისევე მეორე გუნდის კართან. რუნი კი "იუნაიტედს" ნახევარდაცვიდან ეხმარებოდა.

"ვფიქრობ, თამაშში უფრო ჩართული ხარ, ამ პოზიციიდან უფრო მეტი გავლენა გაქვს. ვეცადე ის მეთამაშა, რასაც ვხედავდი და ამან გაჭრა, ჩემი და კერიკის წყალობით უფრო მეტი გამოცდილება გვქონდა ნახევარდაცვაში. როცა საჭირო იყო, თამაში დავამშვიდეთ, მით უმეტეს, გათანაბრების შემდეგ, ასე რომ, სიამოვნება მივიღე.

ვფიქრობ, მატჩების რაოდენობა, რომელიც მე ჩავატარე - ჯერ მხოლოდ 30 წლის ვარ - გუნდს ეხმარება და ვცდილობ, ჩემი თამაშით სიამოვნება მივიღო.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Lee Sharpe
24 აპრილი 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
გუშინ იყო საამაყო კაპიტანი არანორმალური გამოცდილების მქონეა ტიპი manunited
0
№12
ავტორი: MUfan#1
24 აპრილი 2016 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: CHESTER GGMU
AM TATIS WESEBI ARVICI GANMEOREBITI AR UNDA IYOS?

არა ვინც იგებს ის გადის ფინალში,ნიჩიაზე დამატებითები წავიდოდა
0
№13
ავტორი: GeorgeBest
24 აპრილი 2016 14:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმსახურებს რუნი ამ ტიტულს love
0
№14
ავტორი: Iunaitedi
24 აპრილი 2016 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
სირცხვილია როარ მოვიგოთ.
0
№15
ავტორი: Amazing Redman
24 აპრილი 2016 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
მთავარია გავედით ფინალში და ფინალში კი ნამდვილად მჯერა რო თითოეული მოთამაშე უდიდეს შრომას და ენერგიას ჩადებს რომ ეს თასი მოიგონ მითუმეტეს არ მახსოვდა თუ რუნსი არქონდა ეს ტასი მოგებული და უფრო მეტად მეტი მოტივაციიტ იქნებია შემართულები. ფერგის წასვლის მერე იმედია 1 თას მაინც მოვიგებთ რომელი ძალინ მნიშნელოვანია გუნდისთვის. ეხლა ლესტერსაც თუ მოუგეთ მე მაინც დავიჯერებ მერე რო 4 ეულშიც მოვხდეტ თუ დარჩენილი 4 მატჩს მოიგებენ არარსებობს არსენალი ან სიტყ დაჩენილი თამაშებიდან არ გატეხონ.
0
№16
ავტორი: stepno
24 აპრილი 2016 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Amazing Redman
მთავარია გავედით ფინალში და ფინალში კი ნამდვილად მჯერა რო თითოეული მოთამაშე უდიდეს შრომას და ენერგიას ჩადებს რომ ეს თასი მოიგონ მითუმეტეს არ მახსოვდა თუ რუნსი არქონდა ეს ტასი მოგებული და უფრო მეტად მეტი მოტივაციიტ იქნებია შემართულები. ფერგის წასვლის მერე იმედია 1 თას მაინც მოვიგებთ რომელი ძალინ მნიშნელოვანია გუნდისთვის. ეხლა ლესტერსაც თუ მოუგეთ მე მაინც დავიჯერებ მერე რო 4 ეულშიც მოვხდეტ თუ დარჩენილი 4 მატჩს მოიგებენ არარსებობს არსენალი ან სიტყ დაჩენილი თამაშებიდან არ გატეხონ.

არც მე არ ვიცოდი რომ რუნის ეს თასი მოგებული არ ქონდა არასოდეს:)))) ხოო ლესტერს აუცილებლად უნდა მოუგონნ და მეც რატომღაც მჯერა რო მე-4 გავალთ
0
№17
ავტორი: gela-manchesteri
24 აპრილი 2016 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
უნდა მოვიგოთ
0
№18
ავტორი: MUfan#1
24 აპრილი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: Amazing Redman
მთავარია გავედით ფინალში და ფინალში კი ნამდვილად მჯერა რო თითოეული მოთამაშე უდიდეს შრომას და ენერგიას ჩადებს რომ ეს თასი მოიგონ მითუმეტეს არ მახსოვდა თუ რუნსი არქონდა ეს ტასი მოგებული და უფრო მეტად მეტი მოტივაციიტ იქნებია შემართულები. ფერგის წასვლის მერე იმედია 1 თას მაინც მოვიგებთ რომელი ძალინ მნიშნელოვანია გუნდისთვის. ეხლა ლესტერსაც თუ მოუგეთ მე მაინც დავიჯერებ მერე რო 4 ეულშიც მოვხდეტ თუ დარჩენილი 4 მატჩს მოიგებენ არარსებობს არსენალი ან სიტყ დაჩენილი თამაშებიდან არ გატეხონ.

თან არსენალი და სიტი ერთმანეთს ხვდებიან
0
№19
ავტორი: hemi
24 აპრილი 2016 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ჰოდა ესე ძაან თუ გინდათ ორმაგად მოინდომეთ და თასი დადეთ სირცხვილია ბოლო ბოლო 3 წელი უტიტულოდ
0
№20
ავტორი: Amazing Redman
24 აპრილი 2016 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
ციტატა: gela-manchesteri
არც მე არ ვიცოდი რომ რუნის ეს თასი მოგებული არ ქონდა არასოდეს:)))) ხოო ლესტერს აუცილებლად უნდა მოუგონნ და მეც რატომღაც მჯერა რო მე-4 გავალთ


ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ რუნის ეს თასი არქონდა რადგან ფერგის ეპოქაში ყველაფერი მოიგო და ეს თასი როგორ გამორჩათ რუნის :))) კი დავიტოვოტ იმედები ნამდვილად რომ 4 ეულშიც შევალთ




ციტატა: hemi
თან არსენალი და სიტი ერთმანეთს ხვდებიან

ხო მანდ რომელიმე დაკარგავს ქულებს თან სიტის სუუთჰემფტონთანაც მგონია ქულებს დაკარგავს და არი შანსები იმისა რო ჩვენ შევიდეთ უბრალოდ 4 ვე თამაში უნდა მოიგოს იუნიტედმა და ყველაზე რთულიშ ეხვედრა ლესტერთან გვაქვს თუმცა ოლდტრაფორზე უპირატესობა გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top