თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 20:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2883,
კომენტარები: 28
დეპაიმ ვან გაალთან მოლარაკება გამართა
მემფის დეპაი თავისი მომავლის გარკვევას იწყებს.
დეპაიმ ვან გაალთან მოლარაკება გამართა
მემფის დეპაიმ ლუი ვან გაალთან საქმიანი შეხვედრა გამართა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი მდგომარეობის საბოლოოდ გასარკვევად.

ჰოლანდიელმა ვინგერმა პსვ-დან "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ თავისი სათამაშო ფორმა დაკარგა და "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

გარდა იმისა, რომ მემფისის თამაშია არადამაკმაყოფილებელი, "იუნაიტედის" ვარსკვლავებს მისი ცხოვრების სტილიც არ მოსწონდათ და როგორც ცნობილია, მას გიგზმა ამის შესახებ შენიშვნა მისცა.

"ტოტენჰემთან" შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 3-0 წააგო, დეპაიმ მხოლოდ იმით გამოიჩინა თავი, რომ კაილ უოლკერთან უთანხმოება მოუხდა, მეორე დღეს კი მემფისი ვარჯიშზე 300 000 ფუნტის ღირებულების "როლს როის ვრეისით" მივიდა, რითაც ფეხბურთელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ზოგიერთმა მათგანმა მოუწოდა, ძირს დაშვებულიყო და მხოლოდ ფეხბურთზე ეფიქრა.

გასულ დღეებში კი დეპაი ვან გაალს შეხვდა, რათა კლუბში თავისი პერსპექტივის შესახებ ცნობები მიეღო და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი მოთმინების გამოჩენას აპირებს, დეპაის გულშემატკივართათვის მისი საჭიროების დამტკიცებისკენ მოუწოდა.

პრემიერ ლიგაში ასპარეზობის პერიოდში 22 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ორი გაიტანა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
28 კომენტარი
№21
ავტორი: Legends For Ever
25 აპრილი 2016 08:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Ux she xuligano.
0
№22
ავტორი: AkkRed
25 აპრილი 2016 09:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პირველივე შესაძლებლობაზე გაიქცევა
0
№23
ავტორი: Lee Sharpe
25 აპრილი 2016 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არანორმალურად ნიჭიერია და ვიცი თუ წავა ერთბაშად ამოხეთქავს და მედიისგან დიდი წნეხი გაჩნდება გუნდზე, სკამზე ჯდომით ვერ შევა ფორმაში და ერთხელ სასტარტოში დაყენება არ ნიშნავს რომ ბოლომდე ენდობი და გჯერავს რეგულარულად უნდა ათამაშოს ძირითად თერთმეტეულში და ვის მაგივრადაც უნდა იყოს მგონი ყველა ვთანხმდებით ამაზე
0
№24
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 აპრილი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნიჭი რომ აქვს მაგაზე ლაპარაკი არც ღირს უბრალოდ ჩააგდო პირველი სეზონი, პლიუს ამას მარსიალი ისე თამაშობს ფლანგზე, რომ მემფისს შანს არ უტოვებს, თუმცა კიდე ვიმეორებ დიდი ნიჭი აქვს და უნდა დააამტკიცოს, რომ შვიდიანის ღირსია!!!
0
№25
ავტორი: Rosso Diavolo
25 აპრილი 2016 15:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უდიდესი ნიჭის და პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. შეუძლია ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს, თუმცა ჯერჯერობით სოციალური ქსელებიდანაც კი ჩანს, რომ ფული და დიდებაა მისთვის მთავარი. მგონია ესეც დი მარიასავით მოიქცევა და ერთი ჩავარდნილი სეზონის მიუხედავადაც კი გუნდს დატოვებს
0
№26
ავტორი: dybbuk
25 აპრილი 2016 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
მოურინიო მოხოდავს ამას აზარივით
0
№27
ავტორი: Memphis_Depay
25 აპრილი 2016 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ციტატა: dybbuk
მოურინიო მოხოდავს ამას აზარივით

მეც მასე მგონია...მარჯვენა ფლანგზე მაინც ათამაშონ ჯობია !!! ლინგარდს ჯობს და აუცილებლად მოიხოდება თუ ენდობა მწვრთნელი და თვითრწმენა დაუბრუნდება !!! ასე უბრალოდ მუღამი ეკარგება ტიპს,როცა ყველა შეცდომაზე სკამზე სვამენ!! როცა ლინგარდი თამაშში რვაჯერ კარგავს ბურთს!!! რა მარსიალს არ ეკარგება ხოლმე ფინტებისას ბურთი?! მარა დეპაისგან რატომღაც უფრო ბევრს მოელოდნენ თავიდანვე ვიდრე მარსიალისგან და ამიტომაა რომ დღეს დეპაის ვეღარ ვხედავთ !!! ტიპი რონალდოდ მონათლეს როცა ჯერ მემფის დეპაიც არ ქონდა ნაჩვენები იუნაიტედში !!! ეგეთი შედარებები ანგრევს ფეხბურთელის კარიერას !!! და ნუ ცხოვრების წესი როგორი აქვს არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს ფაქტია უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია !!!
0
№28
ავტორი: s.a.b.a
25 აპრილი 2016 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ver qachavs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top