თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 20:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2883,
კომენტარები: 28
დეპაიმ ვან გაალთან მოლარაკება გამართა
მემფის დეპაი თავისი მომავლის გარკვევას იწყებს.
დეპაიმ ვან გაალთან მოლარაკება გამართა
მემფის დეპაიმ ლუი ვან გაალთან საქმიანი შეხვედრა გამართა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი მდგომარეობის საბოლოოდ გასარკვევად.

ჰოლანდიელმა ვინგერმა პსვ-დან "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ თავისი სათამაშო ფორმა დაკარგა და "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

გარდა იმისა, რომ მემფისის თამაშია არადამაკმაყოფილებელი, "იუნაიტედის" ვარსკვლავებს მისი ცხოვრების სტილიც არ მოსწონდათ და როგორც ცნობილია, მას გიგზმა ამის შესახებ შენიშვნა მისცა.

"ტოტენჰემთან" შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 3-0 წააგო, დეპაიმ მხოლოდ იმით გამოიჩინა თავი, რომ კაილ უოლკერთან უთანხმოება მოუხდა, მეორე დღეს კი მემფისი ვარჯიშზე 300 000 ფუნტის ღირებულების "როლს როის ვრეისით" მივიდა, რითაც ფეხბურთელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ზოგიერთმა მათგანმა მოუწოდა, ძირს დაშვებულიყო და მხოლოდ ფეხბურთზე ეფიქრა.

გასულ დღეებში კი დეპაი ვან გაალს შეხვდა, რათა კლუბში თავისი პერსპექტივის შესახებ ცნობები მიეღო და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი მოთმინების გამოჩენას აპირებს, დეპაის გულშემატკივართათვის მისი საჭიროების დამტკიცებისკენ მოუწოდა.

პრემიერ ლიგაში ასპარეზობის პერიოდში 22 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ორი გაიტანა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
28 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2016 20:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პერსპექტიული ბიჭია და სკამზე ჯდომას არ დასჯერდება, მაგრამ მის თავს დააბრალოს, რაც მოუვიდა.

თუ მართლა უნდა რამის დამტკიცება, დარჩეს, მონდომება არ დაკარგოს და დაამახვოს ყველას, რომ ღირსია თამაშის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: rashford
24 აპრილი 2016 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ზდაროვა სასტავ, ახალი ვარ.....დეპაი პერსპექტული მოთამაშეა ძირითადში უნდა იყოს ყოველთვის. არსენალმა წააგო და კარგი შანსი გვაქ ოთხეულში შესვლის.გინდ შევიდეთ ვან გაალი მაინც გასაგდებია
0
№3
ავტორი: Lady in red
24 აპრილი 2016 20:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დეპაიმ თავდაჯერება დაკარგა და არ მინდა წავიდეს, ძალიან ნიჭიერია და სათამაშო სტილიც შესაფერისი აქვს პრემიერ ლიგისთვის, კი ვერ თამაშობდა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ლუიმ ზედმეტად ამოიჩემა.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 აპრილი 2016 20:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ცხოვრების სტილი არ მოსწონთ ან გიგზსს ვისი ცხოვრების სტილი არ უნდა მოეწონოს თავის ძმის ცოლს ურხოვებდა 10 წელი winked
0
№5
ავტორი: rashford
24 აპრილი 2016 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
მომავალი მატჩი ლესტერთან გვაქ, უნდა მოვიგოთ აუცილებლად
0
№6
ავტორი: abrama
24 აპრილი 2016 20:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Mempisi kargi iqneboda swrap pexburts rom vtamashovdet da kontrshetevebze swapad rom gadavdiodet. Fergi mas ronaldot aqcevda. Ver itamashebs igi am stilis pexburts. Tipi swrapia teqnikuri da rogor itamashos iseti pexburti romelic mxolod burtis cherazea koncetrirebuli. Mempisi araa gasashvebi dzalian nichieri da perspeqtiulia. Imedia moergeba ligas da momaval sezonshi, luis gareshe, bevrs miaxwevs.
0
№7
ავტორი: gaga1987
24 აპრილი 2016 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არსენალი სიტიზე ვიკნებით დამოკიდებული.როგორ დამთავრდება.ჩვენ კი ყველა თამაში უნდა მოვიგოთ
0
№8
ავტორი: Best 7
24 აპრილი 2016 20:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დეპაიმ უნდ ამოინდომოს ჩემი აზრიტ შემდეგ სეზონში კარგად ითამაშებს
0
№9
ავტორი: hemi
24 აპრილი 2016 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
არაა დეპაი ცუდი ბიჭიარა სკამზე ჯდომით ვერც ფორმაში შევა და ვერც ეპლს შეეჩვევა ცოტა კია გაბლატავებული მარა ნორმალური მწვრთნელი ჩამოიყვანს მაგას დაბლა, ძაან დიდი პოტენციალი აქ არადა არანაირ ვარიანტში არაა გასაშვები
0
№10
ავტორი: t123123
24 აპრილი 2016 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მეორე წელს მგონია უფრო კარგი იქნებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top