იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრედი პალმერის განცხადებით ლუის ვან გაალმა მეტოქეებს დაასწრო და იგუაინის შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგა, თუმცა "არსენალი" და "ლივერპული" მისით კვლავ ინტერესდებიან.
"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ კი უკვე განუცხადა მანჩესტერულ მხარეს, რომ ისინი ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ "იუნაიტედი" მისთვის £42 მილიონს გაიღებს.
მას შემდეგ, რაც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა "ნაპოლი" დატოვა, კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არც იგუაინი არის. გუშინ გამართულ შეხვედრაში კი, "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ იგუაინმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, "იუნაიტედში" გადასვლით კი ამის შესაძლებლობა ნამდვილად მიეცემა.
Manchester United have contacted Higuain
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) June 1, 2015