"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის 24 წლის გერმანელ ნახევარმცველში, რომლითაც ასევე "არსენალი" და "ლივერპული" ინტერესდებიან £20 მილიონი გადაიხადოს, თუმცა გერმანული გამოცემა "Sport Bild" - ის თანახმად "იუნაიტედი" ის გუნდია, რომელზეც გიუნდოგანი არჩევანს შეაჩერებს.
ლუი ვან გაალის განკარგულებაში £150 მილიონი იქნება, რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს, გიუნდოგანი კი მისი ერთ-ერთი სამიზნეა.
შეგახსენებთ, რომ ილკაიმ სრულფასოვნად შეძლო დაბრუნება, მას შემდეგ რაც ტრავმა მიიღო. მან მიმდინარე სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" მაისური 19- ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე კი 2 გატანილი ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ილკაის ახალ კონტრაქტს მისი ამჟამინდელი კლუბიც სთავაზობს, თავად ფეხბურთელს კი "იუნაიტედის" მაისურით ასპარეზობა სურს.