თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2015, 18:28
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2504,
კომენტარები: 21
გიუნდოგანს "იუნაიტედი" სურს
გუნდოგანს "იუნაიტედი" სურს
გიუნდოგანს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის 24 წლის გერმანელ ნახევარმცველში, რომლითაც ასევე "არსენალი" და "ლივერპული" ინტერესდებიან £20 მილიონი გადაიხადოს, თუმცა გერმანული გამოცემა "Sport Bild" - ის თანახმად "იუნაიტედი" ის გუნდია, რომელზეც გიუნდოგანი არჩევანს შეაჩერებს.

ლუი ვან გაალის განკარგულებაში £150 მილიონი იქნება, რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს, გიუნდოგანი კი მისი ერთ-ერთი სამიზნეა.

შეგახსენებთ, რომ ილკაიმ სრულფასოვნად შეძლო დაბრუნება, მას შემდეგ რაც ტრავმა მიიღო. მან მიმდინარე სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" მაისური 19- ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე კი 2 გატანილი ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

ილკაის ახალ კონტრაქტს მისი ამჟამინდელი კლუბიც სთავაზობს, თავად ფეხბურთელს კი "იუნაიტედის" მაისურით ასპარეზობა სურს.

www.dailystar.co.uk
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 09:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
A.HERRERA,

კერიკს 1 წლიანს სთავაზობენ და დიდი ვარაუდით ეს 1 წელიც ნახევარი სკამზე გაატარებს. ეს და ერერა არ მოგეწონება სტადიონის ცენტრში?
0
№12
ავტორი: A.HERRERA
14 მარტი 2015 10:52
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
რაგარანტიაა რო კერიკი სკამზე დაჯდება ან ეს და ერერა ითამაშებს, წინააღმდეგი არვარ მარა გიუნდოგანზე უკეთესებიც არიან
0
№13
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
A.HERRERA,

34 წლისაა კერიკი უკვე და აღარ ისეთ ხოდზე რომ მთლიანი სეზონი ჩაატაროს თან შენელდა, ეს კიდევ კარგი ალტერნატიული შანსია გადმოყვანის. პოგბა-ვიდალის იმედიც არ უნდა გვქონდეს.
0
№14
ავტორი: A.HERRERA
14 მარტი 2015 11:44
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მთლიანი სეზონი შეიძლება რუნიმაც ვერ ჩაატაროს მასე
აი პოგბას და ვიდალს მირჩევნია ისევ ვერატი ვნახო ტრაფორდზე
0
№15
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 12:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
A.HERRERA,

ვერატს იმხელა ფასს დაადებენ ფრანგები რომ გლეიზერებმა რამდენიც გამოუყეს ლუის თანხა ის არ ეყოფა. შეგახსენებ, რომ 150 მილიონი გამოუყეს წელსაც გუნდის გასაძლიერებლად. 150 მილიონივე გადაურიცხონ დორტმუნდს და 3 ფეხბურთელი წამოიყვანონ. ჰუმელსი, გუნდოგანი და როისი.
0
№16
ავტორი: A.HERRERA
14 მარტი 2015 16:04
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მახსოვს რა თანხის გამოყოფაზეცაა საუბარი და ვერატისთვისაც იქნება საკმარისი თუ სწორ სატრანსფერო პოლიტიკას გაატარებენ
დორტმუნდს რაც შეეხება და მაგ სამ ფეხბურთელს რაგაც არარეალურია სამივეს ერთად იუნაიტედში გადმოსვლა, ჯობია მარტო ჰუმელსზე ვიფიქროთ, როისის გადმოყვანა დიდად არმინდა, დეპაის დავითრევთ მაგის მაგივრად და უფრო იაფადაც, ამას პლიუს ვერატი, კარგი მარჯვენა მცველი და ეგარის რა
0
№17
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 16:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
A.HERRERA,

კი დეპაი კარგია, მაგრამ როისიც არ გვაწყენდა. ბლოს და ბოლოს მომენატრა მე პირადად რამოდენიმე კარგი ვინგერის ნახვა გუნდში. დავიღალე ამ ვალენსიებით და იანგების ყურებით. მე პირადად მგონია რომ ვერატი ჩვენთან არ გადმოვა და გუნდოგანი ნელ-ნელა თავის ფორმას უბრუნდება და კარგ ფორმაში მყოფი გუნდოგანი მირჩევნია ვერატის. მარჯვენა მცველი მართლა გვჭირდება ან უოლკერი რომელიც ხვალე ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს და კლაინიც არაა ცუდი ვარიანტი. ცენტრში კიდე ჰუმელსი უეჭველი გვჭირდება.
0
№18
ავტორი: A.HERRERA
14 მარტი 2015 17:35
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
იანგი გამოსწორდა ამ ბოლო დროს და ათამაშდა შარშანდელთან შედარებით, აი ვალენსია ვინგერად როგორია წელს არვიცი, თუ თამაშობს ისიც მარჯვენა მცველად. იანუზაის ამბავიც მადარდებს მომდევნო წელს რა იქნება არავინ იცის, შეიძლება საერთოდ გაუშვან გუნდიდან თუ კარგი ვინგერი მოიყვანეს. მოკლედ დაველოდოთ მომავალ სეზონს და იმედია ლიგაზე გავალთ ამჯერად თორე ჩემთვის არანაირი ხიბლი არ აქვს ჩემპიონთა ლიგას იუნაიტედის გარეშე.
0
№19
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 22:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
A.HERRERA,


იანგი ყოველთვის იანგია და რამოდენიმე თამაშის მერე ისევ იანგად გადაიქცევა ხოლმე და ახლა ველოდები ტოტენჰემთან ისევ ძველი იანგის ნახვას გამობრწყინება გამოუვიდა ისევ ჩაისვრის. დანარჩებში გეთანხები არასოდეს ყოფილა ვალენსია მანჩესტერის დონის ვინგერი, სახაზავზე სწორია ეგ კაცი სირბილის და ოთკუთხედი ტრიალის გარდა არაფერი იცის. იანუზაიმ ძაან აიშვა და საერთოდ რამე თუ ეშველება საკითხავია, მაგრამ გყვავს რეზერვებში ძალიან მაგარი ბიჭი პერეირა და ლინგაარდი გყვავს მაგათი გამოყენება შეიძლება ძალიან კარგად და იმედია გამოგვადგებიან.
0
№20
ავტორი: A.HERRERA
14 მარტი 2015 23:36
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
პერეირას ნახვა პირველ გუნდში ვერ გვეღირსა და ვერც გვეღირსება მემგონი მითუმეტეს ასეთი თამაშები გველის, ასე რომ დაგვტოვებს სეზონის ბოლოს სავარაუდოდ და დავკარგავთ კიდევ ერთ ტალანტს. იმედია ვცდები და შანსს მისცემენ, მითუმეტეს იმსახურებს და იმსახურებდა. ჩვენს ნახევარდაცვას თუ შევხედავთ მივხვდებით მაგას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top