დავიდის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ დავიდ დე ხეასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც გამოსასყიდ თანხად 50 მლნ. ფუნტს საზღვრავს.
დავიდი "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედი კონტრაქტით მომდევნო წელს უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს და 2017 წელს თავისუფალი აგენტი გახდება.
ეს კი მადრიდის "რეალს" წაადგება, რომელსაც დე ხეას შეძენა სურს და ესპანელის უფასოდ გადაბირებას ეცდება.
"იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის მიხედვით დე ხეას ხელფასის სახით კვირაში 200 ათას ფუნტს სთავაზობს და გამოსასყიდი თანხის შეთანხმებას ცდილობს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" დე ხეას გაშვება არ სურს, ამიტომ ცუდი სცენარის თავიდან ასარიდებლად მეკარის გამოსასყიდ თანხად 50 მლნ. ფუნტს ასახელებს.
თუმცა ფეხბურთელსა და მის აგენტს ეს თანხა არ აკმაყოფილებთ და ისინი კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 25 მლნ. ფუნტის ჩაწერას მოითხოვენ.
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მადრიდში კასილასის მემკვიდრეს ეძებენ. თუ დე ხეა და "იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდებიან, ადვილი შესაძლებელია "რეალმა" დავიდი შეიძინოს.
წყარო:
mirror