თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 11:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2669,
კომენტარები: 22
დე ხეასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
დავიდის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა.
დე ხეასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ დავიდ დე ხეასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც გამოსასყიდ თანხად 50 მლნ. ფუნტს საზღვრავს.

დავიდი "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედი კონტრაქტით მომდევნო წელს უკანასკნელ სეზონს ჩაატარებს და 2017 წელს თავისუფალი აგენტი გახდება.

ეს კი მადრიდის "რეალს" წაადგება, რომელსაც დე ხეას შეძენა სურს და ესპანელის უფასოდ გადაბირებას ეცდება.

"იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის მიხედვით დე ხეას ხელფასის სახით კვირაში 200 ათას ფუნტს სთავაზობს და გამოსასყიდი თანხის შეთანხმებას ცდილობს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" დე ხეას გაშვება არ სურს, ამიტომ ცუდი სცენარის თავიდან ასარიდებლად მეკარის გამოსასყიდ თანხად 50 მლნ. ფუნტს ასახელებს.

თუმცა ფეხბურთელსა და მის აგენტს ეს თანხა არ აკმაყოფილებთ და ისინი კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 25 მლნ. ფუნტის ჩაწერას მოითხოვენ.

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მადრიდში კასილასის მემკვიდრეს ეძებენ. თუ დე ხეა და "იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდებიან, ადვილი შესაძლებელია "რეალმა" დავიდი შეიძინოს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
22 თებერვალი 2015 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
RojoDiablo,
49,5 მარა დავამგვალე რა სხვა ხარჯებიც ხო შედის lol
0
№12
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 14:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
დღგ ხომ? lol პრინციპში მაგას რა მნიშვნელობა აქვს. რეალს არც 50 მლნ. ფუნტი გააჩერებს თუ წაყვანა უნდა. მთავარია დე ხეას რა უნდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Wardell
22 თებერვალი 2015 15:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მეტის ღირსები ვართ, ვაფშე უფასოდ წავიდეს და მერე მიხვდებიან რა სირებიც არიან :@ :@ :@
0
№14
ავტორი: Malboro463
22 თებერვალი 2015 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
RojoDiablo,
ღირს 50 ეს კაცი და მჯერა რომ სულ მალე რეალში გადვა
0
№15
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 16:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
დაჯერების რა გითხრა, მაგრამ გამორიცხული არ არის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2015 17:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია არაა სიმართლე და არ იკისრებს ამას areyoukiddingme მამენტ როგორ უნდა გაამტყუნო? ესეთ გუნდს არ იმსახურებს ეს კაცი

მარა იმედია არ წავა მართლა რეალში, რეაი არ არის ის გუნდი რომელსაც ეს იმსახურებს. ცოტა ხანი და ამასაც მოისვრიან მარტივად
0
№17
ავტორი: Goginashvili777
22 თებერვალი 2015 18:46
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
33 თუ 30 ათ იყიდეს ბუფონი პარმადან, რაც რეკორდათ ითვლება, თუ კი რეალი გადაიხდის 50 მილიონს ეს იქნება ახალი რეკორდი, მაგრამ აშკარაა თუ ეს სიმართლეა, რო დევიდს არ მოსწონს ვან გაალთან მუშაობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№18
ავტორი: Malboro463
22 თებერვალი 2015 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
Goginashvili777,
ევროებში 50 მდე დაჯდა
0
№19
ავტორი: Best 7
22 თებერვალი 2015 23:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Eg darcha erti nateli fexburteli gundshi da amis gashveba udidesi shecdomaa

Eg darcha erti nateli fexburteli gundshi da amis gashveba udidesi shecdomaa
0
№20
ავტორი: AkkRed
23 თებერვალი 2015 10:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სადაც ხამესში მისცეს 80 როცა გამოსასყიდელი 32 იყო, ამაში რატომ არ მისცემენ 60 ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top