დაცვის ხაზის სტატისტიკა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განვლილ 11 ტურში დაცვის ცენტრში 13 სხვადასხვა კომბინაცია გამოსცადა. ეს ყველაფერი ტრავმების, დისკვალიფიკაციების და კიდევ სხვა მიზეზების გამო მოხდა.
ყველაზე მეტი დრო ერთად როხოს და მაკნეირის დუეტმა გაატარა, ხოლო უკანასკნელი წყვილი კერიკმა და დეილი ბლინდმა შექმნეს.
გადავხედოთ მათ სტატისტიკას:
ჯონსი/სმოლინგი/ბლეკეტი
თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 89| გაშვებული გოლები: 2სეზონის პირველი მატჩი წითლებმა, "სუონსის" წინააღმდეგ, სამი მცველით დაიწყეს. ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ტაილერ ბლეკეტი ხსენებული 13-დან, პირველი კომბინაცია იყო, თუმცა ერთად პირველ შეხვედრაში მხოლოდ 45 წუთი დაჰყვეს, რადგან ვან გაალმა შესვენებაზე 4-მცველზე გადასვლა გადაწყვიტა. იგივე დაცვის ხაზით დაიწყო შეხვედრა "სანდერლენდთან", თუმცა 44-ე წუთზე კრისმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
სმოლინგი/ბლეკეტი
თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 98| გაშვებული გოლები: 5 ეს წყვილი პირველად იგივე "სოუნსისთან" ჩამოყალიბდა, თუმცა მეორე ტაიმში, მას შემდეგ რაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ფორმაცია შეცვალა. თუმცა კრისს და ტაილერის თანამშრომლობა ამით არ დასრულებულა, "ლესტერთან" ჯონი ევანსის ტრავმამ კიდევ ერთხელ დააწყვილა ისინი, ამას რაც მოჰყვა კი ალბათ ყველას მწარედ გვახსოვს.
ჯონსი/ბლეკეტი/კინი
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 46| გაშვებული გოლები: 0"სანდერლენდთან", პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სმოლინგიც ნაცნობი მიზეზის, ტრავმის, გამო შესაცვლელი გახდა და მისი ადგილი ახალგაზრდა მაიკ კინმა დაიკავა. ეს მისი იყო პირველი და უკანასკლენი შეხვედრა მიმდინარე სეზონში, წითლების შემადგენლობაში.
ჯონსი/ევანსი/ბლეკეტი
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 90| გაშვებული გოლები: 0ამ ტრიოს ერთათ თამაშის შემდეგ, ვან გაალმა გადაწყვიტა ტრადიციულ განლაგებას დაბრუნებოდა და დაცვის ხაზში 4 მცველი დაეყენებინა. ამ სამეულმა "ბარნლისთან" ითამაშა და შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.
ევანსი/ბლეკეტი
თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 120| გაშვებული გოლები: 1 პირველი გამაჯვება პრემიერ ლიგაში ვან გაალმა სწორედ ამ წყვილის თამაშისას მოიპოვა. 4-0 ჰარი რედნაპის შეგირდებთან, თითქოს რაღაც დიდის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. თუმცა შემდეგ ტურში, "კინგ პოუერ სტეიდიუმზე", იმედები წყალმა წაიღო. "მელიებთან" ამ დუეტმა მხოლოდ 40 წუთი გაატარა ერთად.
როხო/მაკნეირი
თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 180| გაშვებული გოლები: 2 13 განსხვავებული კომპინაციიდან მარკოს როხომ და პედი მაკნეირმა ერთად ყველაზე მეტი დრო გაატარეს. ახალგაზრდა პედის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის და ჯონი ევანსის ტრავმებმა განაპირობა. მაკნეირის დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა. "ჩაქუჩებთან" მოგებულ მატჩში ახალგაზრდა ჩრდილო-ირლანდიელმა რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა განმუხტა.
ეს წყვილი თითქოს ძალიან საიმედო უნდა ყოფილიყო, რადგან "ევერტონის" წინააღმდეგ თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდნენ და გაუშვეს მხოლოდ 1 გოლი სტანდარტულიდან, თუმცა პედიმ ლაზარეთში გადაინაცვლა და გამოაკლდა გუნდს გარკვეული ხნით.
როხო/მაკნეირი/ტროპე
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 1| გაშვებული გოლები: 0 კაცნაკლული "იუნაიტედი" მთელი ძალებით ცდილობდა თავდაცვას "ვესტ ჰემთან" შეხვედრის ბოლო წუთებზე, ამიტომ ვან გაალმა როხო-მაკნეირის წყვილს კიდევ ერთი ახალგაზრდა მცველი დაუმატა, ტომ ტროპეს სახით. საბოლოოდ წითლებმა ამ შეხვედრის მოგება მოახერხეს.
ჯონსი/როხო
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 90| გაშვებული გოლები: 2"ვესტ ბრომთან" გასამართ მატჩს წინ ფილ ჯონსის გამოჯამრთელება უძღვოდა და სწორედ ის შეუწყვილდა როხოს დაცვის ცენტრში. ინგლისურ-არგენტინულმა დუეტმა ნამდვილად ვერ წარმოაჩინა თავი კარგად, გაუშვა რა 2 გოლი და რომ არა ბოლო წუთზე ბლინდის გასროლა, სავარაუდოდ "იუნატედი" სახლში უქულოდ დაბრუნდებოდა.
სმოლინგი/როხო
თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 129| გაშვებული გოლები: 1ლაზარეთში გამოჯამრთელებულს ახალი მოთამაშე ცვლიდა და ასე გრძელდება დღემდე. კრის სმოლინგმა სასტარტოში ფილ ჯონსი ჩაანაცვლა და ასე დაიწყო მატჩი პრემიერ ლიგის ლიდერ "ჩელსის" წინააღმდეგ, რომელიც 1-1 დასრულდა. ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო "სიტისთან", თუმცა იღბალმა არც ისინი გაახარა და მატჩის 39-ე წუთზე სმოლინგი მოედნიდან გააძევეს.
კერიკი/როხო
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 17| გაშვებული გოლები: 0კრის სმოლინგის გაძევებას კერიკის მოედაზე გამოჩენა მოჰყვა. წყვილი თითქოს კარგად მოქმედებდა, მაგრამ მეორე სტარტშივე როხო შესაცვლელი გახდა და როგორც შემდეგ აღმოცნდა არგენტინელს მხარი ამოუგდია.
კერიკი/მაკნეირი
თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 53| გაშვებული გოლები: 1დერბიში, მაკნეირმა ტრავმირებული როხო შეცვალა. ბრიტანელებს ერთად თამაში "კრისტალთან" შეხვედრაშიც მოუწიათ, მართალია შეხვედრის სტარტზე ბლინდი იყო მცველის პოზიციაზე, მაგრამ ბოლო 19 წუთში კერიკმა და ჰოლანდიელმა ადგილები გაცვალეს.
მაკნეირი/ბლინდი
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 70| გაშვებული გოლები: 0 ბოლო ტურში ვან გაალს კიდევ ერთხელ მოუწია ფეხბურთელისთვის ამპულის შეცვლა და ახლა უკვე ბლინდი გახდა ცენტრალური მცველი, რაც მისთვის არცთუ უცხო იყო. დუეტმა მართალია მოედანზე ერთად 89 წუთი გაატარა, თუმცა მატჩის 70-ე წუთისთვის ბლინდმა ცენტრალურ ნახევარმცველად აიწია და მისი ადგილი კერიკმა დაიკავა.
კერიკი/ბლინდი
თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 1| გაშვებული გოლები: 0ამ ეტაპისთვის ეს წყვილი არის ბოლო, რომელიც დაცვის ხაზში მოგვევლინა და ჩაატარა ბოლო წუთი, ბოლო ტურში, თუმცა ამ წყვილს უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ, რადგან ორივე მათგანმა სანაკრებო შესვენების დროს ტრავმა მიიღო.
წყარო:
M.E.N