თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2014, 16:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2885,
კომენტარები: 23
13 განსხვავებული კომბინაცია დაცვის ცენტრში
დაცვის ხაზის სტატისტიკა.
13 განსხვავებული კომბინაცია დაცვის ცენტრში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განვლილ 11 ტურში დაცვის ცენტრში 13 სხვადასხვა კომბინაცია გამოსცადა. ეს ყველაფერი ტრავმების, დისკვალიფიკაციების და კიდევ სხვა მიზეზების გამო მოხდა.

ყველაზე მეტი დრო ერთად როხოს და მაკნეირის დუეტმა გაატარა, ხოლო უკანასკნელი წყვილი კერიკმა და დეილი ბლინდმა შექმნეს.

გადავხედოთ მათ სტატისტიკას:

ჯონსი/სმოლინგი/ბლეკეტი

თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 89| გაშვებული გოლები: 2


სეზონის პირველი მატჩი წითლებმა, "სუონსის" წინააღმდეგ, სამი მცველით დაიწყეს. ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ტაილერ ბლეკეტი ხსენებული 13-დან, პირველი კომბინაცია იყო, თუმცა ერთად პირველ შეხვედრაში მხოლოდ 45 წუთი დაჰყვეს, რადგან ვან გაალმა შესვენებაზე 4-მცველზე გადასვლა გადაწყვიტა. იგივე დაცვის ხაზით დაიწყო შეხვედრა "სანდერლენდთან", თუმცა 44-ე წუთზე კრისმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

სმოლინგი/ბლეკეტი

თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 98| გაშვებული გოლები: 5


ეს წყვილი პირველად იგივე "სოუნსისთან" ჩამოყალიბდა, თუმცა მეორე ტაიმში, მას შემდეგ რაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ფორმაცია შეცვალა. თუმცა კრისს და ტაილერის თანამშრომლობა ამით არ დასრულებულა, "ლესტერთან" ჯონი ევანსის ტრავმამ კიდევ ერთხელ დააწყვილა ისინი, ამას რაც მოჰყვა კი ალბათ ყველას მწარედ გვახსოვს.

ჯონსი/ბლეკეტი/კინი

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 46| გაშვებული გოლები: 0


"სანდერლენდთან", პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სმოლინგიც ნაცნობი მიზეზის, ტრავმის, გამო შესაცვლელი გახდა და მისი ადგილი ახალგაზრდა მაიკ კინმა დაიკავა. ეს მისი იყო პირველი და უკანასკლენი შეხვედრა მიმდინარე სეზონში, წითლების შემადგენლობაში.

ჯონსი/ევანსი/ბლეკეტი

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 90| გაშვებული გოლები: 0


ამ ტრიოს ერთათ თამაშის შემდეგ, ვან გაალმა გადაწყვიტა ტრადიციულ განლაგებას დაბრუნებოდა და დაცვის ხაზში 4 მცველი დაეყენებინა. ამ სამეულმა "ბარნლისთან" ითამაშა და შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

ევანსი/ბლეკეტი

თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 120| გაშვებული გოლები: 1


პირველი გამაჯვება პრემიერ ლიგაში ვან გაალმა სწორედ ამ წყვილის თამაშისას მოიპოვა. 4-0 ჰარი რედნაპის შეგირდებთან, თითქოს რაღაც დიდის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. თუმცა შემდეგ ტურში, "კინგ პოუერ სტეიდიუმზე", იმედები წყალმა წაიღო. "მელიებთან" ამ დუეტმა მხოლოდ 40 წუთი გაატარა ერთად.

როხო/მაკნეირი

თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 180| გაშვებული გოლები: 2


13 განსხვავებული კომპინაციიდან მარკოს როხომ და პედი მაკნეირმა ერთად ყველაზე მეტი დრო გაატარეს. ახალგაზრდა პედის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის და ჯონი ევანსის ტრავმებმა განაპირობა. მაკნეირის დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა. "ჩაქუჩებთან" მოგებულ მატჩში ახალგაზრდა ჩრდილო-ირლანდიელმა რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა განმუხტა.

ეს წყვილი თითქოს ძალიან საიმედო უნდა ყოფილიყო, რადგან "ევერტონის" წინააღმდეგ თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდნენ და გაუშვეს მხოლოდ 1 გოლი სტანდარტულიდან, თუმცა პედიმ ლაზარეთში გადაინაცვლა და გამოაკლდა გუნდს გარკვეული ხნით.

როხო/მაკნეირი/ტროპე

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 1| გაშვებული გოლები: 0


კაცნაკლული "იუნაიტედი" მთელი ძალებით ცდილობდა თავდაცვას "ვესტ ჰემთან" შეხვედრის ბოლო წუთებზე, ამიტომ ვან გაალმა როხო-მაკნეირის წყვილს კიდევ ერთი ახალგაზრდა მცველი დაუმატა, ტომ ტროპეს სახით. საბოლოოდ წითლებმა ამ შეხვედრის მოგება მოახერხეს.

ჯონსი/როხო

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 90| გაშვებული გოლები: 2


"ვესტ ბრომთან" გასამართ მატჩს წინ ფილ ჯონსის გამოჯამრთელება უძღვოდა და სწორედ ის შეუწყვილდა როხოს დაცვის ცენტრში. ინგლისურ-არგენტინულმა დუეტმა ნამდვილად ვერ წარმოაჩინა თავი კარგად, გაუშვა რა 2 გოლი და რომ არა ბოლო წუთზე ბლინდის გასროლა, სავარაუდოდ "იუნატედი" სახლში უქულოდ დაბრუნდებოდა.

სმოლინგი/როხო

თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 129| გაშვებული გოლები: 1


ლაზარეთში გამოჯამრთელებულს ახალი მოთამაშე ცვლიდა და ასე გრძელდება დღემდე. კრის სმოლინგმა სასტარტოში ფილ ჯონსი ჩაანაცვლა და ასე დაიწყო მატჩი პრემიერ ლიგის ლიდერ "ჩელსის" წინააღმდეგ, რომელიც 1-1 დასრულდა. ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო "სიტისთან", თუმცა იღბალმა არც ისინი გაახარა და მატჩის 39-ე წუთზე სმოლინგი მოედნიდან გააძევეს.

კერიკი/როხო

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 17| გაშვებული გოლები: 0


კრის სმოლინგის გაძევებას კერიკის მოედაზე გამოჩენა მოჰყვა. წყვილი თითქოს კარგად მოქმედებდა, მაგრამ მეორე სტარტშივე როხო შესაცვლელი გახდა და როგორც შემდეგ აღმოცნდა არგენტინელს მხარი ამოუგდია.

კერიკი/მაკნეირი

თამაში: 2| ერთად ნათამაშები წუთები: 53| გაშვებული გოლები: 1


დერბიში, მაკნეირმა ტრავმირებული როხო შეცვალა. ბრიტანელებს ერთად თამაში "კრისტალთან" შეხვედრაშიც მოუწიათ, მართალია შეხვედრის სტარტზე ბლინდი იყო მცველის პოზიციაზე, მაგრამ ბოლო 19 წუთში კერიკმა და ჰოლანდიელმა ადგილები გაცვალეს.

მაკნეირი/ბლინდი

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 70| გაშვებული გოლები: 0


ბოლო ტურში ვან გაალს კიდევ ერთხელ მოუწია ფეხბურთელისთვის ამპულის შეცვლა და ახლა უკვე ბლინდი გახდა ცენტრალური მცველი, რაც მისთვის არცთუ უცხო იყო. დუეტმა მართალია მოედანზე ერთად 89 წუთი გაატარა, თუმცა მატჩის 70-ე წუთისთვის ბლინდმა ცენტრალურ ნახევარმცველად აიწია და მისი ადგილი კერიკმა დაიკავა.

კერიკი/ბლინდი

თამაში: 1| ერთად ნათამაშები წუთები: 1| გაშვებული გოლები: 0


ამ ეტაპისთვის ეს წყვილი არის ბოლო, რომელიც დაცვის ხაზში მოგვევლინა და ჩაატარა ბოლო წუთი, ბოლო ტურში, თუმცა ამ წყვილს უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ, რადგან ორივე მათგანმა სანაკრებო შესვენების დროს ტრავმა მიიღო.


წყარო: M.E.N
სტატიები
23 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
19 ნოემბერი 2014 18:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სერიოზულ ღადავში ჩემ "ნიჭს" გაუსვი ხაზი თუ სერიოზული "სახით" ღადაობო იგულისხმე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Wardell
19 ნოემბერი 2014 18:36
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
პირადად მე ვერ მივხვდი რა დაწერე :D :D :D
0
№13
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 18:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
სადა გაქ შე უბედურო ნიჭი ან სახე სადა გაქვს ისე ღადაობ რო შენითაც ვერ ხვდები wink
0
№14
ავტორი: RojoDiablo
19 ნოემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
wink გაგიხმეს შენი არაქართული ენა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
ვერც შენ და ვერც ის უხსენებელი ვერ ეღირსებით love
0
№16
ავტორი: DiMaria
19 ნოემბერი 2014 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კერიკი ცოტა სწრაფი რომ იყოს ამათ ვეყლას ერთად ჯობია
0
№17
ავტორი: Count Alucard
19 ნოემბერი 2014 20:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეთოთხმეტე იქნება არსენალათან lol კიდე რაღაც ახალს მოიფიქრებს, მოვიგოთ და თუ უნდა ვან პერსი დააყენოს დაცვაში.
0
№18
ავტორი: red devil
19 ნოემბერი 2014 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჯონსი როხო უნდა იყო ცენტრი :/
0
№19
ავტორი: LizarD
19 ნოემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ევანსი დაალაგებს დაცვის ცენტრს.
0
№20
ავტორი: RojoDiablo
19 ნოემბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
LizarD,
მაგას ცოცხი რომ მისცე ოთახსაც ვერ დაალაგებს, კი არა დაცვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top