თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2012, 21:11
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2075,
კომენტარები: 33
ლევანდოვსკი ახლოსაა "ოლდ ტრაფორდთან"
"დორტმუნდის" საუკეთესო ბომბარდირს დორტმუნდელობა აღარ უნდა...
ლევანდოვსკი ახლოსაა
როგორც უკვე ვიცით, სერ ალექსი მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა გადმოეყვანა რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა თავად პოლონელმა იუარა მაშინ კლუბის დატოვება, სხვათაშორის მაშინ რობერტის ფასი გაცილებით მეტი იყო ვიდრე ახლანდელი ფასი, თუ რა ღირს ეხლა და რა ღირდა ზაფხულში ეხლავე გავიგებთ...
დღეს რობერტ ლევანდოვსკიმ გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა "დორტმუნდის ბორუსიაში" და ის ახალ კლუბს ეძებს და რომ ის მოხარული იქნებოდა, თუ კი ახალ კლუბს იანვარშივე იპოვიდა. "დორტმუნდი" მწვრთნელს იურგენ კლოპს მეტი რაღა დარჩენია, შეეცდება რობერტის ფასი აწიოს, თუმცა თუ იმ ფასად არ გაყიდიან გუნდის მფლობელები, რა ფასიც სხვა კლუბს სურს, შეიძლება ისინი საერთოდ უფასოდ დაემშვიდობონ რობერტს.
რობერტის ზაფხულში მთავარი მყიდველი სერ ალექსი დღემდე თანახმაა გადაიყვანოს პოლონელი მანჩესტერულ კლუბში და მან 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაასახელა რობერტის ფასად.
ლევანდოვსკი, რომლის ფასიც ზაფხულში 20-25 მილიონი გახლდათ, დღეს 12 მილიონად ფასდება და მისი შესაძლებლობები ფასის საპირისპიროდ ვითარდება.
პოლონელმა 9 ნომერმა წინა სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამ სეზონში კი მან 9 გოლი გაიტანა და გერმანიის ჩემპიონატში პირველია.
სერ ალექსი და მთლიანად "იუნაიტედი" მზადაა ლევანდოვსკის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადონ და თუ "იუნაიტედს" სხვა კლუბი შეეცილება, არაა გამორიცხული, რომ სერ ალექსმა ფასი აუწიოს.

წყარო: Givemefootball.com
სიახლეები
33 კომენტარი
№21
ავტორი: Berba 9
2 დეკემბერი 2012 23:01
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Red Hooligan,
მეც ეგ მაინტერესებს, სად ვერ გაამართლა:)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№22
ავტორი: VaRdo
2 დეკემბერი 2012 23:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Red Hooligan
VaRdo,
ბერბატოვმა ვერ გაამართლა ?


ხო ისე გაამართლა რომ ფულემში გაუშვეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№23
ავტორი: gilmour
2 დეკემბერი 2012 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ბერბას ლევანდოვსკის ვერ შევადარებ, ბერბა ერთერთი ყველაზე ტექნიკური ცენტრფორვარდია, ლევანდოვსკი წაიფიცრებს:)
0
№24
ავტორი: bugi
3 დეკემბერი 2012 03:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
VaRdo,
გზა არ დაუტოვეს კაცს და რაღა ექნა მეტი, როცა წინა სეზონში პრემიერ ლიგის ბომბარდირი იყო კაცი და მეორე სეზონში ძალიან დაჩაგრა ფერგიმ ვიღაც ღლაპ ველბეკს ათამაშებდა სულ და შეიძლება ეგ გახდა იმის მიზეზი რო სიტი გახდა ჩემპიონი და არა იუნაიტედი, ძაან გამიტყდა მე მაგალითად ბერბას წასვლა, ტიპს მაგრა უყვარდა მანჩესტერი
0
№25
ავტორი: Berba 9
3 დეკემბერი 2012 03:37
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
bugi,
+1111 სად ხართ ბერბას ფანები ამდენი ხანი ?)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№26
ავტორი: VaRdo
3 დეკემბერი 2012 03:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: bugi
VaRdo,
გზა არ დაუტოვეს კაცს და რაღა ექნა მეტი, როცა წინა სეზონში პრემიერ ლიგის ბომბარდირი იყო კაცი და მეორე სეზონში ძალიან დაჩაგრა ფერგიმ ვიღაც ღლაპ ველბეკს ათამაშებდა სულ და შეიძლება ეგ გახდა იმის მიზეზი რო სიტი გახდა ჩემპიონი და არა იუნაიტედი, ძაან გამიტყდა მე მაგალითად ბერბას წასვლა, ტიპს მაგრა უყვარდა მანჩესტერი


ბერბატოვი დაჩაგრეს ხო? facepalm რატო არ დასვა ფერგიმ ტევესის დროს სკამზე მერე ნახავდით დაჩაგვრას. რამდენიღა უნდა ეცდია ფერგიუსონს რამდენი იქნებ ამიხსნათ რომელიმემ? წინა სეზონში კიდე ბომბარდირი გახდა ერთ შეხვედრაში გაიტანა 5 გოლი და მერე მთლიანად 16 და თან მაგ წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებლი იყო ბომბარდირებში. ტევესმაც და ბერბამაც ერთნაირად გაიტანეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№27
ავტორი: bugi
3 დეკემბერი 2012 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
მარტო ერთს ვიტყვი ლივერპულის წინააღმდეგ გატანილი ჰეთრიკი რად ღირდა, რომელიც 62 წლის მანძილზე ვერცერთმა მანჩესტერელმა ვერ შეძლო, მარტო ამიტო არ უნდა გაეშვათ :)
0
№28
ავტორი: ReCoVeR1
3 დეკემბერი 2012 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
არ მგონია რომ ეს იყიდოს
0
№29
ავტორი: VaRdo
3 დეკემბერი 2012 14:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: bugi
მარტო ერთს ვიტყვი ლივერპულის წინააღმდეგ გატანილი ჰეთრიკი რად ღირდა, რომელიც 62 წლის მანძილზე ვერცერთმა მანჩესტერელმა ვერ შეძლო, მარტო ამიტო არ უნდა გაეშვათ :)


ეგ რაშუაშია? wink ეგრე არშავენმა 4 გოლი გაუტანა ლივერპულს და ლეგენდად უდნა შერაცხოს არსენამა? თუ სასტავიდან აღარ უნდა ამოაგდონ? სანამ რამეს დაწერეთ ცოტა დაფიქრდით. ისიც კარგად მახსოვს ბერბატოვი, ბომბარდირი რომ გახდა 2010 ში ბლექბერნს გაუტანა 5 გოლი და მერე 7 თუ მეთი თამაში მშრალი სერია ჰქონდა. ლივერპულის კარებში გატანილი 3 გოლი იმას არ ნიშნავს რომ ეს კაცი მუდამ მანჩესტერში უნდა ყოფილიყო. პერსიც და რუნიც ჯობია + ჩიჩარიტოც მირჩევნია მე პირადად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№30
ავტორი: razma21
3 დეკემბერი 2012 15:07
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
არაა ამის ადგილი გუნდში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top