როგორც უკვე ვიცით, სერ ალექსი მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა გადმოეყვანა რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა თავად პოლონელმა იუარა მაშინ კლუბის დატოვება, სხვათაშორის მაშინ რობერტის ფასი გაცილებით მეტი იყო ვიდრე ახლანდელი ფასი, თუ რა ღირს ეხლა და რა ღირდა ზაფხულში ეხლავე გავიგებთ... დღეს რობერტ ლევანდოვსკიმ გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა "დორტმუნდის ბორუსიაში" და ის ახალ კლუბს ეძებს და რომ ის მოხარული იქნებოდა, თუ კი ახალ კლუბს იანვარშივე იპოვიდა. "დორტმუნდი" მწვრთნელს იურგენ კლოპს მეტი რაღა დარჩენია, შეეცდება რობერტის ფასი აწიოს, თუმცა თუ იმ ფასად არ გაყიდიან გუნდის მფლობელები, რა ფასიც სხვა კლუბს სურს, შეიძლება ისინი საერთოდ უფასოდ დაემშვიდობონ რობერტს. რობერტის ზაფხულში მთავარი მყიდველი სერ ალექსი დღემდე თანახმაა გადაიყვანოს პოლონელი მანჩესტერულ კლუბში და მან 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაასახელა რობერტის ფასად. ლევანდოვსკი, რომლის ფასიც ზაფხულში 20-25 მილიონი გახლდათ, დღეს 12 მილიონად ფასდება და მისი შესაძლებლობები ფასის საპირისპიროდ ვითარდება. პოლონელმა 9 ნომერმა წინა სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამ სეზონში კი მან 9 გოლი გაიტანა და გერმანიის ჩემპიონატში პირველია. სერ ალექსი და მთლიანად "იუნაიტედი" მზადაა ლევანდოვსკის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადონ და თუ "იუნაიტედს" სხვა კლუბი შეეცილება, არაა გამორიცხული, რომ სერ ალექსმა ფასი აუწიოს.