თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 19:07
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3248,
კომენტარები: 40
გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში
დღეიდან ყველა მსურველს შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბს შეუერთდეს
გაწევრიანდი
REDARMY.GE არის ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფან–კლუბის ყველაზე გამორჩეული საიტი საქართველოში. საიტი დაარსდა 2012 წელს და მას შემდეგ პირველი აწვდის ერთგულ მომხმარებელს ხარისხიან, დაზუსტებულ და უახლეს ინფორმაციას.

ამ ორი წლის განმავლობაში საიტი მუდმივ პროგრესს განიცდის. აღსანიშნავია ფან–კლუბის სტაფის ეფექტური მუშაობა და მიდგომა თავის მომხმარებელთან. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ წინსვლაზე და ვცდილობთ საიტის მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი "მანჩესტერ იუნაიტედზე" ყველანაირი სიახლის მისაღებად.
ამას მოწმობს ჩვენი საიტის მენიუს განყოფილებები, სადაც ყველაფერია, რაც კი "იუნაიტედს" ეხება. ამავდროულად, REDARMY.GE თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ საიტის მენიუში - პროექტები

ჩვენ შექმნის დღიდან ვუწევთ ორგანიზაციას ფან–კლუბის შეკრებებს, რათა "იუნიატედის" გულშემატკივრება ერთად შეძლონ საყვარელი კლუბის მხარდაჭერა. საიტის დიდი სურვილია კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ფან–კლუბის შეკრებები და საშუალება მისცეს "იუნაიტედის" ფანებს ერთად უყურონ საყვარელი კლუბის თამაშებს.

დღეიდან თქვენ, სურვილის შემთხვევაში, გახდებით ოფიციალური წევრი წითელი არმიისა, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფრისთვის საიტზე შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია გაეცნოს ყველა წესს, რომელიც გასაწევრიანებლადაა საჭირო. ასევე შეძლებთ იხილოთ ფან–კლუბის შემადგენლობა და მცირე ინფორმაცია ყველა წევრზე. გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ.

გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში


ფან–კლუბში გაწევრიანებისთვის აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა

1) აპლიკაციის შევსებისას აპლიკანტი ვალდებულია უპასუხოს ყველა მოთხოვნილ კომპონენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოთხოვნა უგულებელყოფილი იქნება.

2) აპლიკანტმა სპეციალურ გრაფაში უნდა დაწეროს მოკლე წერილი თუ რატომ სურს ფან-კლუბის წევრობა, ადმინისტრაცია განიხილავს თითოეულ მათგანს, იმსჯელებს რამდენად კარგი არგუმენტი გექნებათ მოყვანილი და შესაბამისად მოგიწვევთ შეკრებაზე.

3) აპლიკანტი, რომელიც მიწვეული იქნება შეკრებაზე ვალდებულია პატივისცემით მოექცეს თითოეულ ფან-კლუბის წევრს, დაიცვას ელემენტარული ეთიკის წესები და იყოს მეგობრული.

4) აპლიკაციის შევსების შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია გამოცხადდეს პირველივე შეკრებაზე, რომელიც შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე იქნება დაანონსებული, რათა ადამინისტრაციამ დაადასტუროს მისი წევრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი ვერ მიიღებს ფან-კლუბის წევრის სტატუსს.

5) ის, ვინც გაწევრიანდება ფან-კლუბში ვალდებულია იაროს რეგულარუად შეკრებებზე. წევრი, რომელიც გამოტოვებს შეკრებებს (გარდა საპატიო მიზეზებისა) წაიშლება ფან-კლუბის წევრებიდან.

6) პირველი შეკრების შემდეგ, როდესაც აპლიკანტები გამოცხადდებიან ფან-კლუბში, მიიღებენ სპეციალურ მოწმობას, რომელსაც წარმოადგენენ ყოველ შეკრებაზე. ეს მოწმობა იქნება დასტური იმისა, რომ თქვენ ოფიციალური წევრი ხართ ფან-კლუბის (იხილეთ ფოტო).

ამჟამად REDARMY.GE-ს ფან–კლუბში 25 წევრია. დღეიდან ყველა მსურველს შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართული ფან–კლუბს შემოუერთდეს. ყველა წევრს, შეკრებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიუვა შეტყობინება შეკრების დროის და ადგილმდებარეობის შესახებ, როგორც ელ–ფოსტაზე ასევე მობილურ ტელეფონზე.

როგორ გავწევრიანდეთ ფან-კლუბში?

ფან-კლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა შეავსოთ სპეციალურად შექმნილი მინი-ანკეტა, (გვერდის ლინკი) სადაც გამოყოფილია სივრცე, რომელსაც "წერილი" ეწოდება. ამ სივრცეში თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგი თანმიმდევრობით:

1) მობილური: (მაგ. 55x xxxxxx)
2) ასაკი: (თქვენი წლოვანება)
3) თქვენი ფოტოსურათი: (სურათის ლინკი)
4) საცხოვრებელი ადგილი: (მაგ. თბილისი)
5) Facebook: (ფეისბუქის აქაუნთის ლინკი მაგ. https://www.fb.com/redarmy.ge/)
6) Redarmy.ge: (საიტზე თქვენი პროფილის ლინკი, რომელიც მოგენიჭათ რეგისტრაციის დროს და რომლის ნახვაც შეგიძლიათ ავტორიზაციის შემდეგ "ჩემს პროფილში" მაგ. http://redarmy.ge/user/სახელი/)
7) დაწერეთ მოკლე წერილი რატომ გსურთ ფან-კლუბში გაწევრიანება (მაგ: მე ვგულშემატკივრობ მანჩესტერს უკვე 10 წელია და სურვილი მაქვს შევუერთდე ფან-კლუბს, რადგან მინდა მივიღო მაქსიმალური სიამოვნება ფანებთან ერთად. )
8) ბოლოს მიუთითეთ, რომ ეთანხმებით ფან-კლუბში გაწევრიანების წესებს და დაიცავთ მას ბოლომდე.

თითოეული ინფორმაციის მოწოდება ჩვენთვის აუცილებელია შემდეგი მიზეზების გამო:

1) მობილური ტელეფონი საჭიროა, რათა შეგატყობინოთ დაანონსებული შეკრების შესახებ დროულად.

2) ასაკი აუცილებელია იმისთვის, რათა განვსაზღვროთ ფან-კლუბის წევრთა საშუალო ასაკი.

3) ფოტოსურატი აუცილებელია იმისთვის, რომ ფან-კლუბის გვერდზე დაემატოს თქვენი პირადი პროფილი.

4) საცხოვრებელი ადგილი აუცილებელია, რათა ზუსტად შეგატყობინოთ შეკრების ადგილი და ქალაქი, რომ შემდეგ არ მოხდეს შეცდომაში თქვენი შეყვანა.

5) Facebook - პროფილი საჭიროა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ფოტოსურათი.

გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში



---------------------------------------------

მაგალითი:


გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში
სიახლეები
40 კომენტარი
№21
ავტორი: GeorgeBest
16 სექტემბერი 2014 00:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა მგონი აღარ გაგიჭირდებათ შევსება wink
0
№22
ავტორი: Jubo
16 სექტემბერი 2014 00:35
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: Esi
niko,
დაეკონტაქტეთ ერთმანეთს და ბათუმში შეიკრიბეთ :)

ამანაც გასხა პასუხი რა :დ ქალაქს და ნომერს მაგიტომ გაწერინებთ რომ ვიცოდეთ ბათუმში რამდენი კაცი იქნება შეკრებაზე მომსვლელი და შეკრებამდე 3-4 დღით ადრე სმს-ები გავუგზავნოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№23
ავტორი: DimaSanaia
16 სექტემბერი 2014 00:40
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
მოკლედ ბევრი ფიქრისა და შრომის მერე მივაღწიეთ საწადელს. ყოჩაღ ჯუბოს, დაჩის, ჩემს თავს და რა თქმა უნდა ჩვენს გენიოსს გიოს ასეთი პროექტისთვის :* :* :*

გაწევრიანდით და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ფეხბურთისგან ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№24
ავტორი: ლადო
16 სექტემბერი 2014 01:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ერთი სული მაქვს თქვენთან ერთად როდის ვიღრიალებ თამაშის დროს foreveralonehappy wink love
0
№25
ავტორი: Goginashvili777
16 სექტემბერი 2014 03:42
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ლადო,
5 amde ro shevikribot ? vinc wamova ra
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№26
ავტორი: Malboro463
16 სექტემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
5 დღით თბილისში ვიყავი ჩამოსული შეკრების შესახებ არაფერი ვიცოდი თორე წამოვიდოდი მეც
0
№27
ავტორი: tedo 11
16 სექტემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
უკვე დავრეგიეტრირდი და იმედია უარს არ მეტყვით ^_^
0
№28
ავტორი: RioManIa
16 სექტემბერი 2014 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ადმინ ფან-კლუბში გაწევრიანებას დავაჭირე და მოგწერეთ წერილი.
სხვა მოთხოვნებს, რაც ზემოთ წერია წერილის წაკითხვის მერე გამომიგზავნით ალბათ ხო?
0
№29
ავტორი: Malboro463
16 სექტემბერი 2014 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
აპლიკანტმა სპეციალურ გრაფაში უნდა დაწეროს მოკლე წერილი თუ რატომ სურს ფან-კლუბის წევრობა, ადმინისტრაცია განიხილავს თითოეულ მათგანს, იმსჯელებს რამდენად კარგი არგუმენტი გექნებათ მოყვანილი და შესაბამისად მოგიწვევთ შეკრებაზე.

რამე ოკნკურსია ვერ გავიგე? ვინც უკეთეს წრილს მოგწერთ იმათ მიწვევთ თუ რა მაფია ?
0
№30
ავტორი: uri13
16 სექტემბერი 2014 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
ლინკი დადეთ სად შევავსო ეს ანკეტა გაწეცრიანების. წერილობით კი მოგწერეთ მაგრამ როგორ გავწევრიანდე და ვის მივწერო ვერ გავიგე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top