თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 19:07
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3248,
კომენტარები: 40
გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში
დღეიდან ყველა მსურველს შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბს შეუერთდეს
გაწევრიანდი
REDARMY.GE არის ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფან–კლუბის ყველაზე გამორჩეული საიტი საქართველოში. საიტი დაარსდა 2012 წელს და მას შემდეგ პირველი აწვდის ერთგულ მომხმარებელს ხარისხიან, დაზუსტებულ და უახლეს ინფორმაციას.

ამ ორი წლის განმავლობაში საიტი მუდმივ პროგრესს განიცდის. აღსანიშნავია ფან–კლუბის სტაფის ეფექტური მუშაობა და მიდგომა თავის მომხმარებელთან. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ წინსვლაზე და ვცდილობთ საიტის მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი "მანჩესტერ იუნაიტედზე" ყველანაირი სიახლის მისაღებად.
ამას მოწმობს ჩვენი საიტის მენიუს განყოფილებები, სადაც ყველაფერია, რაც კი "იუნაიტედს" ეხება. ამავდროულად, REDARMY.GE თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ საიტის მენიუში - პროექტები

ჩვენ შექმნის დღიდან ვუწევთ ორგანიზაციას ფან–კლუბის შეკრებებს, რათა "იუნიატედის" გულშემატკივრება ერთად შეძლონ საყვარელი კლუბის მხარდაჭერა. საიტის დიდი სურვილია კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ფან–კლუბის შეკრებები და საშუალება მისცეს "იუნაიტედის" ფანებს ერთად უყურონ საყვარელი კლუბის თამაშებს.

დღეიდან თქვენ, სურვილის შემთხვევაში, გახდებით ოფიციალური წევრი წითელი არმიისა, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფრისთვის საიტზე შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია გაეცნოს ყველა წესს, რომელიც გასაწევრიანებლადაა საჭირო. ასევე შეძლებთ იხილოთ ფან–კლუბის შემადგენლობა და მცირე ინფორმაცია ყველა წევრზე. გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ.

გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში


ფან–კლუბში გაწევრიანებისთვის აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა

1) აპლიკაციის შევსებისას აპლიკანტი ვალდებულია უპასუხოს ყველა მოთხოვნილ კომპონენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოთხოვნა უგულებელყოფილი იქნება.

2) აპლიკანტმა სპეციალურ გრაფაში უნდა დაწეროს მოკლე წერილი თუ რატომ სურს ფან-კლუბის წევრობა, ადმინისტრაცია განიხილავს თითოეულ მათგანს, იმსჯელებს რამდენად კარგი არგუმენტი გექნებათ მოყვანილი და შესაბამისად მოგიწვევთ შეკრებაზე.

3) აპლიკანტი, რომელიც მიწვეული იქნება შეკრებაზე ვალდებულია პატივისცემით მოექცეს თითოეულ ფან-კლუბის წევრს, დაიცვას ელემენტარული ეთიკის წესები და იყოს მეგობრული.

4) აპლიკაციის შევსების შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია გამოცხადდეს პირველივე შეკრებაზე, რომელიც შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე იქნება დაანონსებული, რათა ადამინისტრაციამ დაადასტუროს მისი წევრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი ვერ მიიღებს ფან-კლუბის წევრის სტატუსს.

5) ის, ვინც გაწევრიანდება ფან-კლუბში ვალდებულია იაროს რეგულარუად შეკრებებზე. წევრი, რომელიც გამოტოვებს შეკრებებს (გარდა საპატიო მიზეზებისა) წაიშლება ფან-კლუბის წევრებიდან.

6) პირველი შეკრების შემდეგ, როდესაც აპლიკანტები გამოცხადდებიან ფან-კლუბში, მიიღებენ სპეციალურ მოწმობას, რომელსაც წარმოადგენენ ყოველ შეკრებაზე. ეს მოწმობა იქნება დასტური იმისა, რომ თქვენ ოფიციალური წევრი ხართ ფან-კლუბის (იხილეთ ფოტო).

ამჟამად REDARMY.GE-ს ფან–კლუბში 25 წევრია. დღეიდან ყველა მსურველს შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართული ფან–კლუბს შემოუერთდეს. ყველა წევრს, შეკრებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიუვა შეტყობინება შეკრების დროის და ადგილმდებარეობის შესახებ, როგორც ელ–ფოსტაზე ასევე მობილურ ტელეფონზე.

როგორ გავწევრიანდეთ ფან-კლუბში?

ფან-კლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა შეავსოთ სპეციალურად შექმნილი მინი-ანკეტა, (გვერდის ლინკი) სადაც გამოყოფილია სივრცე, რომელსაც "წერილი" ეწოდება. ამ სივრცეში თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგი თანმიმდევრობით:

1) მობილური: (მაგ. 55x xxxxxx)
2) ასაკი: (თქვენი წლოვანება)
3) თქვენი ფოტოსურათი: (სურათის ლინკი)
4) საცხოვრებელი ადგილი: (მაგ. თბილისი)
5) Facebook: (ფეისბუქის აქაუნთის ლინკი მაგ. https://www.fb.com/redarmy.ge/)
6) Redarmy.ge: (საიტზე თქვენი პროფილის ლინკი, რომელიც მოგენიჭათ რეგისტრაციის დროს და რომლის ნახვაც შეგიძლიათ ავტორიზაციის შემდეგ "ჩემს პროფილში" მაგ. http://redarmy.ge/user/სახელი/)
7) დაწერეთ მოკლე წერილი რატომ გსურთ ფან-კლუბში გაწევრიანება (მაგ: მე ვგულშემატკივრობ მანჩესტერს უკვე 10 წელია და სურვილი მაქვს შევუერთდე ფან-კლუბს, რადგან მინდა მივიღო მაქსიმალური სიამოვნება ფანებთან ერთად. )
8) ბოლოს მიუთითეთ, რომ ეთანხმებით ფან-კლუბში გაწევრიანების წესებს და დაიცავთ მას ბოლომდე.

თითოეული ინფორმაციის მოწოდება ჩვენთვის აუცილებელია შემდეგი მიზეზების გამო:

1) მობილური ტელეფონი საჭიროა, რათა შეგატყობინოთ დაანონსებული შეკრების შესახებ დროულად.

2) ასაკი აუცილებელია იმისთვის, რათა განვსაზღვროთ ფან-კლუბის წევრთა საშუალო ასაკი.

3) ფოტოსურატი აუცილებელია იმისთვის, რომ ფან-კლუბის გვერდზე დაემატოს თქვენი პირადი პროფილი.

4) საცხოვრებელი ადგილი აუცილებელია, რათა ზუსტად შეგატყობინოთ შეკრების ადგილი და ქალაქი, რომ შემდეგ არ მოხდეს შეცდომაში თქვენი შეყვანა.

5) Facebook - პროფილი საჭიროა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ფოტოსურათი.

გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში



---------------------------------------------

მაგალითი:


გაწევრიანდი "იუნაიტედის" ქართულ ფან–კლუბში
სიახლეები
40 კომენტარი
№11
ავტორი: niko
15 სექტემბერი 2014 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ბათუმში მცხოვრებლებმა რა ვქნათ ???
0
№12
ავტორი: Esi
15 სექტემბერი 2014 20:07
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
niko,
დაეკონტაქტეთ ერთმანეთს და ბათუმში შეიკრიბეთ :)
0
№13
ავტორი: GameGambit
15 სექტემბერი 2014 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
wels dros dzlivs vnaxulob rom matchebs vuyuro da abituri var, iqit welsac iqneba migeba?
0
№14
ავტორი: Esi
15 სექტემბერი 2014 20:12
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
GameGambit,
კი იქნება
0
№15
ავტორი: Manchester_M
15 სექტემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გიორგი,
თბილისელი არ ვარ და ვერ მოვახერხებ შეკრებებზე სიარულს და შეიძლება გავწევრიანდე ? 2 წელში უკვე მაქით ვიქნები და სრულფასოვანი წევრი ვიქნები :D
0
№16
ავტორი: chestersa
15 სექტემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
გიორგი,
კაი რა არ გკიდია? ძაან მაგარ საქმეს აკეთებ შენ ძმაო ამაში საღადაო რა არის პირიქით!!!
0
№17
ავტორი: WAYNE Elashvili
15 სექტემბერი 2014 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
Sad ikribebit xolme?
0
№18
ავტორი: DaToO_o
15 სექტემბერი 2014 21:17
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
მე თქვენთან ვარ love რამდენჯერმე ვიყავი მოსული შეკრებაზე და ძალიან კარგია ემედია რაოდენობა გაიზრდება და ყველაზე მეტნი ვიქნებით love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№19
ავტორი: Salome
15 სექტემბერი 2014 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
საიტზე შემოსასვლელი სახელი და სურათის ლინკის ჩაწერა დამავიწყდა და რა ვქნა?? აუცილებლად თავიდან უნდა შევავსო??
0
№20
ავტორი: Esi
15 სექტემბერი 2014 21:29
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Manchester_M,
როცა ჩამოხვალ თბილისში საცხოვრებლად, შეგვატყობინე :))


WAYNE Elashvili,
ყველა წევრს, შეკრებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიუვა შეტყობინება შეკრების დროის და ადგილმდებარეობის შესახებ, როგორც ელ–ფოსტაზე ასევე მობილურ ტელეფონზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top