თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2012, 13:20
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2567,
კომენტარები: 21
სერ ალექსი პარკზე და ფაბიოზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჯი სუნგ პარკზე და ფაბიოზე საუბრობს.
სერ ალექსი პარკზე და ფაბიოზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "წითელი ეშმაკების" ყოფილი ორი ფეხბურთელი პარკ ჯი სუნგი და ფაბიო შეაქო,რომლებიც ეხლა "ქპრს" მაისურით ასპარეზობენ.მოგეხსენებათ შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" "ქპრს" მასპინძლობს.არ არის გამორიცხული,რომ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა პარკ ჯი სუნგმა ითამაშოს ხოლო რაც შეეხება ფაბიოს მას ამ მომენტისათვის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ ის გამოტოვებს ამ მატჩს.

"პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.ის ყოველთვის კარგად თამაშობდა,მაგრამ განსაკუთრებით თავს ძლიერ კლუბებთან იჩენდა.მას ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში.ასევე არასოდეს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" წინააღმდეგ მისი თამაში,სადაც ის ცენტრში პირლოს ეჯიბრებოდა." - განაცხადა ფერგიუსონმა

"პარკი "იუნაიტედის" რიგებში შეგვიძლია გავიხსენოთ,როგორც დისციპლინნირებული და თავდადებული ფეხბურთელი.ის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ასრულებდა ჩემს მითითებებს.დიახ - რათქმა უნდა პარკი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ერთ-ერთი ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო."

პარკისგან განსხვავებული სიტუაცია აქვს ფაბიოს,რომელიც "ქპრს" მაისურით ასპარეზობს.მან ლონდონის "ჩელსთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მის მერე არ უთამაშია.ფერგიუსონმა განაცხადა,რომ რაფაელს ფაბიოზე მეტი გამოცდილება აქვს,მაგრამ დარწმუნებულია,რომ მომავალ წელს მათი უნარები თანაბარი იქნება.

"რაფაელისა და ფაბიოს უნარებში განსხვავება ფაქტიურად არ მოიძებნება.თუმცა ჩვენ ეხლა გამოცდილი რაფაელი გვჭირდება.ფაბიოს რამოდენიმე მძიმე დაზიანება ჰქონდა და ვფიქრობ ეს მას ხელს შეუშლის განვითარებაში,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ რამოდენიმე წელში ისიც ადგილს დაიმკვიდრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში." - დაასრულა სერ ალექსმა.

წყარო : MANUTD.RU
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
23 ნოემბერი 2012 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ფაბიო ათი თავით მირჩევნია ბიუტნერს
0
№12
ავტორი: UTD-Rule
23 ნოემბერი 2012 15:32
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Amanda Seyfried,
+1 მეც მირჩევნია )) ტექნიკაში,სისწრაფეში,მაგრამ უბრალოდ ცოტა დაბალია და ეგ წარმოქმნის პრობლემას :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№13
ავტორი: v.persie and rooney
23 ნოემბერი 2012 15:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
ფაბიოს იმედი მაქ
0
№14
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2012 16:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე ფაბიოს იმედი უფრო მაქვს ვიდრე ბიუტნერის, იმედია ტრავმები ხელს არ შეუშლის 3d_9
0
№15
ავტორი: gilmour
23 ნოემბერი 2012 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგია ფაბიო რო არ ითამაშებს ჩვენ წინააღმდეგ, თან რაფაელი როცა შეტევაში ჩაერთვება ფაბიო მარცხნივ დგას და ძაან საცოდაობა იქნებოდა მაგათი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში
0
№16
ავტორი: Shako Jones
23 ნოემბერი 2012 17:43
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ჰაჰა ფლანგებზე მუშა მცველები იიფ :D:D:D პარკი ყველაზე მუშა იყო რა რას დარბოდა
0
№17
ავტორი: Red Hooligan
23 ნოემბერი 2012 18:23
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
პარკი კარგი იყო. ფაბიო იქნება .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№18
ავტორი: Amerigo
23 ნოემბერი 2012 18:49
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
alwayes ReD,
Amanda Seyfried,
სწორა
0
№19
ავტორი: zatara
23 ნოემბერი 2012 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
UTD-Rule,

არც ევრა არაა ორი ორმოცი მარა მშვენიერია თავით თამაშითაც კიიი... :D ფაბიო ჯობია რათქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№20
ავტორი: Amanda Seyfried
24 ნოემბერი 2012 01:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
UTD-Rule

ევრას შემხედვარე მაგ პოზიციაზე სიმაღლე არ თამაშობს მტავარ როლს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top