"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "წითელი ეშმაკების" ყოფილი ორი ფეხბურთელი პარკ ჯი სუნგი და ფაბიო შეაქო,რომლებიც ეხლა "ქპრს" მაისურით ასპარეზობენ.მოგეხსენებათ შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" "ქპრს" მასპინძლობს.არ არის გამორიცხული,რომ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა პარკ ჯი სუნგმა ითამაშოს ხოლო რაც შეეხება ფაბიოს მას ამ მომენტისათვის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ ის გამოტოვებს ამ მატჩს.
"პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.ის ყოველთვის კარგად თამაშობდა,მაგრამ განსაკუთრებით თავს ძლიერ კლუბებთან იჩენდა.მას ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში.ასევე არასოდეს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" წინააღმდეგ მისი თამაში,სადაც ის ცენტრში პირლოს ეჯიბრებოდა." - განაცხადა ფერგიუსონმა
"პარკი "იუნაიტედის" რიგებში შეგვიძლია გავიხსენოთ,როგორც დისციპლინნირებული და თავდადებული ფეხბურთელი.ის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ასრულებდა ჩემს მითითებებს.დიახ - რათქმა უნდა პარკი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ერთ-ერთი ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო."
პარკისგან განსხვავებული სიტუაცია აქვს ფაბიოს,რომელიც "ქპრს" მაისურით ასპარეზობს.მან ლონდონის "ჩელსთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მის მერე არ უთამაშია.ფერგიუსონმა განაცხადა,რომ რაფაელს ფაბიოზე მეტი გამოცდილება აქვს,მაგრამ დარწმუნებულია,რომ მომავალ წელს მათი უნარები თანაბარი იქნება.
"რაფაელისა და ფაბიოს უნარებში განსხვავება ფაქტიურად არ მოიძებნება.თუმცა ჩვენ ეხლა გამოცდილი რაფაელი გვჭირდება.ფაბიოს რამოდენიმე მძიმე დაზიანება ჰქონდა და ვფიქრობ ეს მას ხელს შეუშლის განვითარებაში,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ რამოდენიმე წელში ისიც ადგილს დაიმკვიდრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში." - დაასრულა სერ ალექსმა.