თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2014, 15:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2626,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" გენიოსი აიყვანა"
ტიმ კრული ლუიზე საუბრობს.
"ნიუკასლის" მეკარე, ტიმ კრული თვლის, რომ ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის, ლუი ვან გაალის სახით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტაქტიკური გენიოსი იგდო ხელთ.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვან გაალი იღებს რამდენიმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პუბლიკის გაოცებას იწვევს. ვან გაალის გენიოსობის დემონსტრირების გარეშე არ ჩაუვლია არც მეოთხეთფინალურ შეხვედრა კოსტა-რიკას წინააღმდეგ.

მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ლუი ვან გაალმა სპეციალურად 11 მეტრიანებისთვის გუნდის უდავოდ ძირითადი მეკარე, იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა.

საბოლოოდ კი კრულმა ორი პენალტი აიღო და ჰოლანდიის ნაკრები 1/2 ფინალში გაიყვანა. კრულის აზრით "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუმართლა.

"როცა ვხურდებოდი, კოსტა-რიკას ფეხბურთელები ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მე მათი მწვრთნელის სახე ვნახე - ეს ფასდაუდებელი რამეა!"

"ჩვენთვის დიდი პატივია ისეთი მწვრთნელის ყოლა, როგორიც ვან გაალია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი იცის, რომ მთელი მსოფლიო მასზე ფიქრობს. მიმდინარე ტურნირზე ნათლად აჩვენა, თუ რა ტაქტიკურ უნარს ფლობს ლუი ვან გაალი."
- განაცხადა კრულმა.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: don_vini
8 ივლისი 2014 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
უდიდეს საქტიკოსია და მე მჯერავს რომ მანჩესტერს მომვალ წელს უკვე თვის სიდიადეს დაუბრუნებს და კიდევ იცი რას,შიშს მანჩესტერის და ზოგი გუნდი თამაშის წინ უკვე აგებდა მანჩესტერთან,რომელიც დაკარგა ამ ბოლოს გუნდმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top