"ნიუკასლის" მეკარე, ტიმ კრული თვლის, რომ ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის, ლუი ვან გაალის სახით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტაქტიკური გენიოსი იგდო ხელთ.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვან გაალი იღებს რამდენიმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პუბლიკის გაოცებას იწვევს. ვან გაალის გენიოსობის დემონსტრირების გარეშე არ ჩაუვლია არც მეოთხეთფინალურ შეხვედრა კოსტა-რიკას წინააღმდეგ.
მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ლუი ვან გაალმა სპეციალურად 11 მეტრიანებისთვის გუნდის უდავოდ ძირითადი მეკარე, იასპერ სილესენი ტიმ კრულით ჩაანაცვლა.
საბოლოოდ კი კრულმა ორი პენალტი აიღო და ჰოლანდიის ნაკრები 1/2 ფინალში გაიყვანა. კრულის აზრით "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუმართლა.
"როცა ვხურდებოდი, კოსტა-რიკას ფეხბურთელები ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მე მათი მწვრთნელის სახე ვნახე - ეს ფასდაუდებელი რამეა!"
"ჩვენთვის დიდი პატივია ისეთი მწვრთნელის ყოლა, როგორიც ვან გაალია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი იცის, რომ მთელი მსოფლიო მასზე ფიქრობს. მიმდინარე ტურნირზე ნათლად აჩვენა, თუ რა ტაქტიკურ უნარს ფლობს ლუი ვან გაალი." - განაცხადა კრულმა.