თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2014, 08:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 15
3-4-3
ლუი ვან გაალი თავის სისტემას მოიტანს.
3-4-3
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი, ლუი ვან გაალი აპირებს სანაკრებო სათამაშო სქემა "მანჩესტერ იუნაიტედში" მომავალ სეზონში შეიტანოს.

ჰოლანდიელმა უკვე განუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ ახალი სისტემის გამოყენება იმაზე მეტად ხშირად სურს, ვიდრე ამას ჰოლანდიის ნაკრებში აკეთებს.

ვან გაალი ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ასეთი სქემით ჩავიდა და თვლის, რომ იგივე სქემა იქნება სარგებლის მომტანი "იუნაიტედისთვისაც".

თუმცა ასეთმა ახალმა ამბავმა შესაძლოა განსჯის საგანი გახადოს "წითლების" სატრანსფერო პოლიტიკა, რადგან მათ სამი მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი დასჭირდებათ.

გარდა ამისა, ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლა, ედ ვუდვორდს აიძულებს დაცვის ცენტრშიც მოძებნოს შესაფერისი კანდიდატი.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი, რომლებიც ასეთი ტაქტიკური სქემისთვის არ გამოიყენებოდნენ, ახლა მოთხოვნადი გახდებიან.

ნათელია, რომ ამ იდეას რამდენიმე ჭკვიანი და გამოცდილი ცენტრალური მცველი სჭირდება. ასეთი კანდიდატი კი "ბორუსიასა" და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი გახლავთ.

"არსენალის" ბელგიელი მცველის, ტომას ვერმაელენის ფაქტორმაც შესაძლოა გაამართლოს, თუ რა თქმა უნდა ტრავმას მოიშუშებს.

3-4-3 ტაქტიკა რუნის საშუალებას მისცემს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ითამაშოს, სადაც მისი პარტნიორობისთვის იდეალურ კანდიდატებად ხუან მატა და რობინ ვან პერსი მოისაზრებიან.

mirror
სიახლეები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
7 ივლისი 2014 16:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
4–3–3 იქნება უეჭველი. ტუ ვიდალიც მოიყვანა მითუმეტეს
0
№12
ავტორი: VaRdo
7 ივლისი 2014 19:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩემი საყავრელი წყობაა. მაგრად გამსიწორდება და ვინც წერს რომ ინგლისში ვერ გაამართლებსო იქნებ ამიხსნას რატომ ვერ გაამართლებს? სტოკია იუნაიტედი თუ ასტონ ვილა? შეტევაზე იქნება მთელი აქცენტი მაგრამ დაცვაშიც კარგად გადაეწყობიან. ვან გაალს კარგად ესმის ეს საგანი და აცადეთ ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: kvara
8 ივლისი 2014 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
აიაქსივით იქნება ალბათ



მე ესე მიმაჩნია საუკეთესოდ http://lineupbuilder.com/2014/custom/?sk=3f6q
0
№14
ავტორი: makaveli
8 ივლისი 2014 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
chudikone,
მშვენიერი შემადგენლობაა ზუსტად ის არი რასაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი
0
№15
ავტორი: LizarD
8 ივლისი 2014 02:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
kvara,
3 ნახევარმცველი სად ყავს მანჩესტერს: დდდდ
makaveli,
და ბპლში ერთი ცენტრალური მცველით ჩემპიონნობა??? შანსი არააა, ქვინს პარკიც კი ჰანდიკაპით მოგვიგებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top