თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2014, 08:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1873,
კომენტარები: 15
3-4-3
ლუი ვან გაალი თავის სისტემას მოიტანს.
3-4-3
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი, ლუი ვან გაალი აპირებს სანაკრებო სათამაშო სქემა "მანჩესტერ იუნაიტედში" მომავალ სეზონში შეიტანოს.

ჰოლანდიელმა უკვე განუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ ახალი სისტემის გამოყენება იმაზე მეტად ხშირად სურს, ვიდრე ამას ჰოლანდიის ნაკრებში აკეთებს.

ვან გაალი ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ასეთი სქემით ჩავიდა და თვლის, რომ იგივე სქემა იქნება სარგებლის მომტანი "იუნაიტედისთვისაც".

თუმცა ასეთმა ახალმა ამბავმა შესაძლოა განსჯის საგანი გახადოს "წითლების" სატრანსფერო პოლიტიკა, რადგან მათ სამი მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი დასჭირდებათ.

გარდა ამისა, ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის წასვლა, ედ ვუდვორდს აიძულებს დაცვის ცენტრშიც მოძებნოს შესაფერისი კანდიდატი.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი, რომლებიც ასეთი ტაქტიკური სქემისთვის არ გამოიყენებოდნენ, ახლა მოთხოვნადი გახდებიან.

ნათელია, რომ ამ იდეას რამდენიმე ჭკვიანი და გამოცდილი ცენტრალური მცველი სჭირდება. ასეთი კანდიდატი კი "ბორუსიასა" და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი გახლავთ.

"არსენალის" ბელგიელი მცველის, ტომას ვერმაელენის ფაქტორმაც შესაძლოა გაამართლოს, თუ რა თქმა უნდა ტრავმას მოიშუშებს.

3-4-3 ტაქტიკა რუნის საშუალებას მისცემს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ითამაშოს, სადაც მისი პარტნიორობისთვის იდეალურ კანდიდატებად ხუან მატა და რობინ ვან პერსი მოისაზრებიან.

mirror
სიახლეები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
7 ივლისი 2014 09:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ რავიცი მინდა ფეხბურთელები ნაკლებად დაიჩაგრონ, რუნიც, მატაც და ა.შ, რავიცი მე მომწონს ეს ტაქტიკა და მერე უცბად 4-3-3ზე გადასვლა
0
№2
ავტორი: chudikone
7 ივლისი 2014 09:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოიცა მოიცა, ჯონსი ვითომ რატო არ გამოდგება ეგეთ სქემაში ?!

მგონი ცუდი არ უნდა იყოს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Roy Keane 16
7 ივლისი 2014 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
ჯონსი არ ვიცი მარა ამ იანგს და კლევერლის დაახვევინოს ეხა მოიესივით ნუ დაიწყებს გადაყოლას ან გიგზივით კლევერლის რომ გადაყვა
0
№4
ავტორი: RedTeen
7 ივლისი 2014 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჰუმელსი მოიყვანოს..
0
№5
ავტორი: Best 7
7 ივლისი 2014 11:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი ხარ ლუი! derpthumb
0
№6
ავტორი: Malboro463
7 ივლისი 2014 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
chudikone,
შანსი არა 1 ცენტრალური მცველიტ ვინ თამაშობს ?


3- 4 -3 ტაქტიკა სულ სხვა
3 ც. მცველი 2 ფლანგელი რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დაცვაში ითამშებენ და თU საჭირო გახდა შეტევაშიც წავლენ. 1 საყრდენი 1 ათიანი და 2 თავდამსხმელი
0
№7
ავტორი: Manchester_M
7 ივლისი 2014 13:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან არევს რაღაც ეს ტაქტიკა სიტუაციას მგონი უკეთესი იქნება თუ 4-4-2 ით ითამაშებენ :) ან 4-3-3 ით :X
0
№8
ავტორი: დავითი
7 ივლისი 2014 13:39
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
შანსი არაა, ინგლისში 3-4-3-ით ვინ თამაშობს? ამას არ გამოიყენებს.... 100%-ით ვარ დარწმუნებული
0
№9
ავტორი: LizarD
7 ივლისი 2014 15:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
chudikone,
1 ცენტრალურით თამაში გამორიცხე, მე აი ასეთ წყობას ველოდები, ვნახოთ. სნეიდერის ადგილას მატა და წინ პერსი ტიპური ფორვარდი და რუნი ოდნავ უკან.
ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
0
№10
ავტორი: red devil
7 ივლისი 2014 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
3-4-3 არამგონია ამან პრემიერ ლიგაში გაქაჩოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top