თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2014, 10:33
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 12
ვან გაალი ტრანსფერებს თვალს ადევნებს
ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" ტრანსფერებს ყოველდღიურად ამოწმებს
ვან გაალი ტრანსფერებს თვალს ადევნებს
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იმისდა მიუხედავად, რომ სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, ყოველ დღე უკავშირდება "მანჩესტერ იუნაიტედში" მის მთავარ დამხმარე რაიან გიგზს და აღამსრულებელ დირექტორ - ედ ვუდვორდს ტრანსფერების შესახებ.

როგორც გამოცემა Daily Mirror გვამცნობს, 62 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც ვან გაალი უკვე მანჩესტერში ჩავა, კლუბის ხელმძღვანელობა დიდ წარმატებას მიაღწევს ტრანსფერების მხრივ.

ლუი ვან გაალის ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი ამ ზაფხულისთვის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი - ტომას მიულერია. მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" მალე შესთავაზებს გერმანულ კლუბს 25 მილიონს, რათა ფეხბურთელი იყიდონ.

დინჯად, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევს წინ "იუნაიტედი" "საუტჰემპტონის" მარცხენა მცველი - ლუკ შოუს შეძენაშიც. "წმინდანებმა" ჯერ კიდევ ვერ მოძებნეს ახალი მწვრთნელი, რაც ძალიან აჭიანურებს ტრანსფერს.

Daily Mail ცნობით, ვან გაალს ასევე სურს შეიძინოს დროტმუნდის "ბორუსიას" მცველი მატს ჰუმელსი და "ბაიერნის" კიდევ ერთი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი. მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" ამ ზაფხულში 100 მილიონზე მეტს დახარჯავს.

ასევე ვან გაალი მზად არის, "იუნაიტედის" აკადემიის აღმზრდელის შეგირდები - ტომ ლოურენსი, ჯეიმს ვილსონი და მაიკლ კინიც მიიწვიოს პირველ გუნდში. შეგახსენებთ, რომ ლუორენსმა და ვილსონმა უკვე ითამაშეს "იუნაიტედის" პირველ გუნდში.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
9 ივნისი 2014 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
შვაინშტაიგერი მეეჭვება სადმე წავიდეს, მაგრამ თუ წამოვა ძალიან მაგარი იქნება ცენტრში აგვიწყობს ყველაფერს!!
პოგბას რაც შეეხება 60ი შეიძლება არღირს მაგრამ 25ი რო ცოტაა ეგ აშკარაა, რუნიზე მეტი კი იმიტო ღირს რო 21წლისაა და ვინც პოგბას იყიდის 10წელზე მეტხანს პრობლემა არშეექმნება ცენტრში!!
0
№12
ავტორი: LizarD
9 ივნისი 2014 14:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მიულერის პოზიციაზე ძალიან კარგი ხალხი ყავს მანჩესტერს. შეტევის გაძლიერება საერთოდ არაა საჭირო, დაცვა და ცენტრია საჭირო. ვერატის ტრანსფერი რეალური იქნებოდა მაგრამ არ ჩალიჩობენ რატომღაც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top