თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2014, 10:33
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2734,
კომენტარები: 12
ვან გაალი ტრანსფერებს თვალს ადევნებს
ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" ტრანსფერებს ყოველდღიურად ამოწმებს
ვან გაალი ტრანსფერებს თვალს ადევნებს
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იმისდა მიუხედავად, რომ სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, ყოველ დღე უკავშირდება "მანჩესტერ იუნაიტედში" მის მთავარ დამხმარე რაიან გიგზს და აღამსრულებელ დირექტორ - ედ ვუდვორდს ტრანსფერების შესახებ.

როგორც გამოცემა Daily Mirror გვამცნობს, 62 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც ვან გაალი უკვე მანჩესტერში ჩავა, კლუბის ხელმძღვანელობა დიდ წარმატებას მიაღწევს ტრანსფერების მხრივ.

ლუი ვან გაალის ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი ამ ზაფხულისთვის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი - ტომას მიულერია. მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" მალე შესთავაზებს გერმანულ კლუბს 25 მილიონს, რათა ფეხბურთელი იყიდონ.

დინჯად, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევს წინ "იუნაიტედი" "საუტჰემპტონის" მარცხენა მცველი - ლუკ შოუს შეძენაშიც. "წმინდანებმა" ჯერ კიდევ ვერ მოძებნეს ახალი მწვრთნელი, რაც ძალიან აჭიანურებს ტრანსფერს.

Daily Mail ცნობით, ვან გაალს ასევე სურს შეიძინოს დროტმუნდის "ბორუსიას" მცველი მატს ჰუმელსი და "ბაიერნის" კიდევ ერთი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი. მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" ამ ზაფხულში 100 მილიონზე მეტს დახარჯავს.

ასევე ვან გაალი მზად არის, "იუნაიტედის" აკადემიის აღმზრდელის შეგირდები - ტომ ლოურენსი, ჯეიმს ვილსონი და მაიკლ კინიც მიიწვიოს პირველ გუნდში. შეგახსენებთ, რომ ლუორენსმა და ვილსონმა უკვე ითამაშეს "იუნაიტედის" პირველ გუნდში.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
8 ივნისი 2014 10:34
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავიცი, რავიცი მაინც რაღაცის იმედი მაქვს...ისე რა სააკაშვილივით უჭირავს ხელი ამ სურათში biggrin2
0
№2
ავტორი: Count Alucard
8 ივნისი 2014 10:51
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ოღონდ მიულერი არა და დანარჩენი ვინც უნდა იყიდოს.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ივნისი 2014 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიულერი ნაღდად არ მინდა რა angry
0
№4
ავტორი: Esi
8 ივნისი 2014 12:51
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მაგ ბაიერნიდან იმ ორის ნაცვლად ერთი წამოიყვანე - კროოსი :@
0
№5
ავტორი: Juan Mata
8 ივნისი 2014 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
არც შვაინშტაიგერი გადმოვა და მიულერი საერთოდ არ მინდა. კროოსი , ჰუმელსი და შოუ მშვენიერია.
კარგია ახალგაზრდებსაც რომ აძლევს შანსს
0
№6
ავტორი: red devil
8 ივნისი 2014 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მიულერი არ გვინდა დაეტიოს სადაც არის
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 ივნისი 2014 14:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიდალზე გამისწორდა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია winked ჰუმელსი შოუ და ვიდალი დადე შენი ფანი გავხდები wink
0
№8
ავტორი: Macklemore
8 ივნისი 2014 14:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
1-2 ფეხბურთელი მუნდიალამდე გაასწორებდა.
0
№9
ავტორი: Best 7
8 ივნისი 2014 15:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მიულერი არ გვინდა, გვინდა შოუ, ჰუმელსი და კროოსი
0
№10
ავტორი: RedTeen
9 ივნისი 2014 02:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
შოუზე იჩალიჩოს რაა.. ://
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top