თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2014, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3683,
კომენტარები: 18
სატრანსფერო სია შედგენილია
ლუი ვან გაალს ყველაფერზე უფიქრია.
სატრანსფერო სია შედგენილია
ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალის დარწმუნებულია, რომ მას შეუZლია ორი საქმის ერთად შეთავსება და ნაკრებისა და კლუბის გაძღოლაც.

მიუხედავად იმისა, რომ 62 წლის ჰოლანდიელს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია კონტრაქტი "იუნაიტედთან", მან უკვე დაიწყო საქმეების გაძღოლა და მხოლოდ შტაბში შემავალ პირთა დეტალების მოგვარებაღა დარჩა.

წყაროს ცნობით, ვან გაალმა უკვე მიაწოდა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს სატრანსფერო სია, რომელზეც კლუბმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ლუის გარეშე უნდა იმუშაოს.

სიაში კი შემდეგი ფეხბურთელები შედიან: "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი და "ბაიერნის" შემტევები არიენ რობენი და ტომას მიულერი. ასევე ვან გაალმა თანხმობა განაცხადა ლიუკ შოუსა და ტონი კროოსის შეძენაზეც, რომელთა შესყიდვაც "იუნაიტედს" უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალს ორ ფრონტზე უხდება პარალელურად ბრძოლა, იგი თვლის, რომ "იუნაიტედთან" მუშაობა მას ხელს არ შეუშლის ჰოლანდიის ნაკრების მომზადებაში. მისი გუნდი პორტუგალიაში ორშაბათს გაემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს. შესაბამისად ეს იქნება ბოლო დღეები იქნება ვან გაალთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

როცა ვან გაალს ჰკითხეს ხომ არ შეუშლიდა ხელს უახლოეს დრეებში მომხდარი ამბები ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნაზე კონცენტრირებაში, მან უპასუხა: "მე დიდი დრო დავხარჯე ამაზე, ამიტომაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს (მსოფლიო ჩემპიონატი) ჩემთვის და მოთამაშეებისთვის. ფეხბურთში 40 წელია ვარ და 2 თვეში უკვე 63 წლის გავხდები, ამიტომაც შემიძლია სიტუაციის გაკონტროლება."

ხუთშაბათს ჰოლანდიის ნაკრებს შეუერთდა კაპიტანი, რობინ ვან პერსი, რომელმაც "ოლიმპიაკოსთან" მოპოვებულ გამარჯვებაში წვლილის შეტანის შემდეგ ტრავმის გმაო დიდი დრო გამოტოვა.

თუმცა რობინ ვან პერსი უკვე დაბრუნდა მოედანზე და მან ჩაატარა კიდეც მატჩები კლუბთან ერთად. სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მან ერთ საათზე მეტი დაჰყო მოედანზე. მაგრამ ვან გაალის აზრით რობინი ჯერ არ არის 100 %-ით მზად: "მე ვფიქრობ ის ჯერ არ არის კარგ ფორმაში, მაგრამ მგონია, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ჩადგება"



TheGuardian
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: nikusha1999
16 მაი 2014 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
რობენს და კროოსს მირჩევნია მანგალა,კარვალიო.დეპაი და მოურა იყიდონ
0
№12
ავტორი: Manchester_M
16 მაი 2014 18:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჯერ ერთი რობენს ვინ გამოუშვებს და მიულერი ვის რა ჯანდაბად უნდა არაფრით ჩამოუვარდება იანგს ორივე ერთი დონის ღლეები არიენ :X
0
№13
ავტორი: GeorgeBest
16 მაი 2014 19:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ რობენი არ მევასება რა, ძაან მაგარია მაგრამ იმენა ვერ ვიტან მაგ ფეხბურთელს

კროოსი შოუ ძაან მაგარი იქნებოდა, ჰუმელსს ან სხვა ცენტრალურ მცველსაც აუცილებლად მოიყვანენ. აი მიულერს ძაან დადგა თვალი და თუ მოიყვანა ცუდი არ იქნება მამენტ, მაგრამ მგონი ჯობია სხვებს მიხედოს
0
№14
ავტორი: Best 7
16 მაი 2014 20:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მის ცხოვრებაში არ გადავა ჩვენსკენ რობენი
0
№15
ავტორი: ელენე
16 მაი 2014 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
30 წლის რობენზე უკეთესი ვეღარავინ ნახეს?

არა, მე რობენთან რამე პრობლემა კი არ მაქვს, უბრალოდ აზრი არ აქვს მის გადმოსვლას. :)
0
№16
ავტორი: RojoDiablo
16 მაი 2014 23:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
lefty,
იქ რა წერია და რამდენად სიამრთლეა ჩემი საქმე არაა, ეგ თქვენ უნდა შეაფასოთ. მე მევალება ეს ყველაფერი თქვენამდე მოვიტანო. თუნდაც უდიდესი სიცრუე იყოს. იქ სადაც ბრიტანული პრესა ადგილობრივ გუნდზე წერს რაღაც მარცვალი სიმარტლისა მაინც იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: RedGirl
17 მაი 2014 00:30
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჰუმელსს კროოს და შოურს მიაწექი და ზევიდან კიდე როისი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№18
ავტორი: lefty
17 მაი 2014 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რიბერი და ნოიერსაც წამოიყვანს ფილიპ ლამიანად fuckthatbitch
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top