ლუი ვან გაალს ყველაფერზე უფიქრია.
ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალის დარწმუნებულია, რომ მას შეუZლია ორი საქმის ერთად შეთავსება და ნაკრებისა და კლუბის გაძღოლაც.
მიუხედავად იმისა, რომ 62 წლის ჰოლანდიელს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია კონტრაქტი "იუნაიტედთან", მან უკვე დაიწყო საქმეების გაძღოლა და მხოლოდ შტაბში შემავალ პირთა დეტალების მოგვარებაღა დარჩა.
წყაროს ცნობით, ვან გაალმა უკვე მიაწოდა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს სატრანსფერო სია, რომელზეც კლუბმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ლუის გარეშე უნდა იმუშაოს.
სიაში კი შემდეგი ფეხბურთელები შედიან: "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი და "ბაიერნის" შემტევები არიენ რობენი და ტომას მიულერი. ასევე ვან გაალმა თანხმობა განაცხადა ლიუკ შოუსა და ტონი კროოსის შეძენაზეც, რომელთა შესყიდვაც "იუნაიტედს" უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალს ორ ფრონტზე უხდება პარალელურად ბრძოლა, იგი თვლის, რომ "იუნაიტედთან" მუშაობა მას ხელს არ შეუშლის ჰოლანდიის ნაკრების მომზადებაში. მისი გუნდი პორტუგალიაში ორშაბათს გაემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს. შესაბამისად ეს იქნება ბოლო დღეები იქნება ვან გაალთან კონტრაქტის გასაფორმებლად.
როცა ვან გაალს ჰკითხეს ხომ არ შეუშლიდა ხელს უახლოეს დრეებში მომხდარი ამბები ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნაზე კონცენტრირებაში, მან უპასუხა:
"მე დიდი დრო დავხარჯე ამაზე, ამიტომაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს (მსოფლიო ჩემპიონატი) ჩემთვის და მოთამაშეებისთვის. ფეხბურთში 40 წელია ვარ და 2 თვეში უკვე 63 წლის გავხდები, ამიტომაც შემიძლია სიტუაციის გაკონტროლება."ხუთშაბათს ჰოლანდიის ნაკრებს შეუერთდა კაპიტანი, რობინ ვან პერსი, რომელმაც "ოლიმპიაკოსთან" მოპოვებულ გამარჯვებაში წვლილის შეტანის შემდეგ ტრავმის გმაო დიდი დრო გამოტოვა.
თუმცა რობინ ვან პერსი უკვე დაბრუნდა მოედანზე და მან ჩაატარა კიდეც მატჩები კლუბთან ერთად. სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მან ერთ საათზე მეტი დაჰყო მოედანზე. მაგრამ ვან გაალის აზრით რობინი ჯერ არ არის 100 %-ით მზად:
"მე ვფიქრობ ის ჯერ არ არის კარგ ფორმაში, მაგრამ მგონია, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ჩადგება"TheGuardian